სკანდალური სპორტსმენი ოლიმპიადისთვის ემზადება
სკანდალურად ცნობილი სამხრეთაფრიკელი მორბენალი, კასტერ სემენია, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლას და 800 და 1 500-მეტრიან დისტანციებზე სირბილში ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაჩნდა ეჭვი, რომ კასტერი სინამდვილეში ჰერმაფროდიტია და მასში მამაკაცური საწყისი ჭარბობს. ამასთან დაკავშირებით, ბერლინის კლინიკაში ჩატარდა გენდერული ტესტი, რომელმაც დაასკვნა, რომ კასტერი ქალია და მას უფლება მიეცა, გამოვიდეს ესტაფეტებში ქალებს შორის. აღსანიშნავია, რომ საუბრები კასტერის ჰერმაფროდიტობის შესახებ აქტუალობას ჯერაც არაა მოკლებული, ზოგიერთ ექსპერტს კი მიაჩნია, რომ გენდერულმა ტესტირებამ ზუსტი შედეგის დადგენა ვერ მოახერხა.