კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშიშ გართულებებს იწვევს არანამკურნალები დიაბეტი და რატომ არის დღეს მთელ მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის პანდემია

დიაბეტი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც კაცობრიობას მრავალ თავსატეხს უჩენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. ამიტომ, მედიკოსები „დიაბეტურ პანდემიაზეც” კი საუბრობენ. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რა არის დიაბეტის განვითარების ძირითადი რისკფაქტორები და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, ამის შესახებ წმიდა მიხეილის სახელობის კლინიკის ენდოკრინოლოგ-დიაბეტოლოგი თამარ ჩხიკვაძე გვესაუბრება.

– ქალბატონო თამარ, საქართველოში რა ვითარებაა – დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობამ თუ იმატა ბოლო წლებში?

– რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ამ დაავადების მაჩვენებელმა საქართველოში, სამწუხაროდ, საგრძნობლად იმატა. თუმცა, მე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები და რიცხვი არ მაქვს იმისა, პროცენტულად რამდენად არის დაავადებულთა რაოდენობა გაზრდილი. დიაბეტის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ცხოვრების თანამედროვე წესიც მოიაზრება – რა თქმა უნდა, სამსახური, ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ცხოვრების წესი, საკვების მიღების ჯერადობა, (დღეში ერთხელ, სამჯერადი კვების ნაცვლად) ბევრი სახამებლის, შაქრის მიღება, ტკბილეულისა და განსაკუთრებით ცომეულის, რომელიც ქართველებს ასე ძალიან უყვართ. რაც მთავარია, სტრესი, რომელიც დიაბეტის ჩამოყალიბებასთან პირდაპირ კავშირშია. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი ამ დაავადების მატარებელია. ეს ნამდვილად დამაფიქრებელი მონაცემებია. საგულისხმოა ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტი ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის მოსახლეობას უფრო აწუხებს, ვიდრე იმ დაბალგანვითარებული აფრიკული ქვეყნებისას, სადაც ცხოვრების ძალიან დაბალი დონეა და საკვების დეფიციტია.

ძალიან ხშირად, დიაბეტის გამოვლინება სრულიად შემთხვევით ხდება. შესაძლოა, პაციენტს აწუხებდეს სხვა ქრონიკული ან არაქრონიკული ავადობა და ანალიზებში ან სტაციონარში მოთავსების შემდეგ, აღმოაჩნდეს შაქრიანი დიაბეტი. ასეთი შემთხვევები, საკმაოდ ხშირია. პაციენტმა არ იცის ხოლმე, რომ არის ამ დაავადების მატარებელი ან არ აქცევს მას ყურადღებას. ძირითადად, დაავადება ერთნაირად გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მაგრამ უფრო მეტად მაინც ქალებშია, რადგანაც მათ უფრო აწუხებთ ჭარბი წონა და სხვა.

– ასაკობრივ მაჩვენებლებზე მინდა გკითხოთ. შეიძლება ითქვას, რომ გაახალგაზრდავდა ეს დაავადება?

– არა, საბედნიეროდ, არ გაახალგაზრდავებულა, პირიქით, უფრო ხანდაზმული ავადობა გახდა. უფრო მეტად გამომჟღავნდა ტიპური დიაბეტი, რომელსაც სამედიცინო ენაზე ალიმენტარული დიაბეტი ეწოდება. ის, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანების დაავადებაა და როგორც უკვე გითხარით, დიაბეტის მძიმე ფორმა უფრო ხშირია მათში, ვიდრე ახალგაზრდებში. ახალგაზრდა ასაკში ძირითადად, ყალიბდება გენეტიკური ფაქტორით პროვოცირებული დიაბეტი, ან შესაძლოა, ბავშვობის ასაკში მიღებული ძლიერი სტრესის ნიადაგზეც წარმოიშვას, მაგრამ პროცენტულად მაინც ასაკოვან ადამიანებს აწუხებთ, არასწორი, ზედმეტი ან პირიქით, არადაბალანსებული კვების გამო. ჭარბი წონა არის კიდევ ძალიან დიდი რისკფაქტორი. საქართველოში კვების რაციონი ძირითადად მარტივი და რთული ნახშირწყლებისგან და მძიმე ცხიმებისგან შედგება. ვიკვებებით დღეში ერთხელ, გაძლიერებულად, ხშირ შემთხვევაში საღამოს საათებში. მინდა გითხრათ, ცხიმები არანაკლები რისკფაქტორია, ვიდრე ნახშირწყლები.

– რა და რა ტიპის დიაბეტი არსებობს?

– არსებობს ორი ტიპის დიაბეტი. პირველი ტიპის არის დიაბეტი ახალგაზრდა ასაკში, რომელიც დამოკიდებულია მუდმივ ინსულინზე. ახალგაზრდა ასაკში ტაბლეტებით მკურნალობა არ მიმდინარეობს, კატეგორიულად არ შეიძლება, რათა შენარჩუნდეს ყველა ის სასიცოცხლო ფუნქცია, რაც ახალგაზრდა ასაკში სჭირდება ადამიანს – ჰორმონალური ფონი და ასე შემდეგ. მეორე არის ტიპური ასაკობრივი დიაბეტი, თანმხვედრი სხვა დაავადებებთან კომბინაციაში.

– რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი?

– ხალხში ამის შესახებ არასწორი შეხედულებაა გავრცელებული. შაქრიანი დიაბეტი პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) დაავადებაა, ხოლო უშაქრო დიაბეტი – ჰიპოფიზის, ცენტრალური ნერვული სისტემიდან, ტვინიდან მომდინარეობს. ამიტომ, არანაირი კავშირი შაქრიან დიაბეტთან მას არ აქვს. შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის დროს დაეცეს შაქარი, ესეც არასწორი კვების ან არასწორი მკურნალობის ბრალია – თუ ადამიანი თავის დროზე არ იღებს საკვებს, თუ არ იღებს ინსულინს. მაგრამ, ესეც შაქრიანი დიაბეტის გართულებაა და არა უშაქრო დიაბეტი. მას ჰიპოგლიკემია ეწოდება.

– შაქრიან დიაბეტს რა სიმპტომები ახასიათებს?

– შაქრიანი დიაბეტის ძირითადი გამოხატული კლინიკური ნიშნებია: გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, სასქესო ორგანოების არეში წვა და ქავილი, რომელიც შაქრის გამოყოფასთან არის დაკავშირებული, წონაში კლება ჭარბი წონის შემთხვევაში, მხედველობის დაქვეითება, სიცივე და დაბუჟება ქვედა კიდურებში. მაგრამ, ზოგჯერ დიაბეტი აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. არანაირი კლინიკური გამოხატულება არ ახლავს და პაციენტს არც მოსდის აზრად, რომ ექიმთან მივიდეს და საკუთარი ჯანმრთელობა გამოიკვლიოს. სრულიად შემთხვევით, ანალიზებში გამოვლინდება ხოლმე ეს და ამას მედიკოსები ქიმიურ დიაბეტს ვუწოდებთ.

კიდევ ერთ რამეზე მინდა, გავამახვილო ყურადღება, ეს არის ამ დაავადების მემკვიდრულობა, გენეტიკური ფაქტორი. დიაბეტი, სამწუხაროდ, გადადის დედიდან შვილზე მუცლადყოფნის პერიოდში. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ შვილის გაჩენა, კონკრეტულად, დიაბეტით დაავადებული ქალბატონისთვის სიცოცხლესთან შეუთავსებლობას ან რაიმე სხვა რისკს შეიცავდეს. ზოგადად, ამ დაავადების მქონე ქალბატონებს უჭირთ დაორსულება. დიაბეტით დაავადებული ქალბატონი მთელი ორსულობის პერიოდში უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, მიიღოს ინსულინი. ბავშვი დაბადებისთანავე უნდა იქნას გამოკვლეული და სულ მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ასევე, აეკრძალოს იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც იწვევს შაქრიანი დიაბეტის პროვოცირებას.

– ალბათ, საგანგებოდ ინიშნება დიეტა დიაბეტით დაავადებულთათვის.

– რა თქმა უნდა, დიაბეტით დაავადებულთა რაციონში აუცილებლად იზღუდება როგორც მარტივი, ასევე რთული ნახშირწყლები და ცხიმები. ძირითადად, მათი საკვები უნდა შეადგენდეს ცილით მდიდარ პროდუქტებს, რძის პროდუქტებს, და აუცილებლად ბოსტნეულს. ეკრძალებათ ცხიმიანი ხორცი და თეთრ ფქვილზე დამზადებული პროდუქტები, ტორტები, ნამცხვრები, ასევე შოკოლადი. თუ პაციენტს უნდა ცომეულის მიღება, ხაჭაპურის თუ სხვა ასეთი საკვების, მათი გამოცხობა რუხი ან შავი ფქვილითაც შეიძლება. აუცილებელია, პაციენტი დღეში 3-4-ჯერ სრულფასოვნად იკვებებოდეს, ოღონდ მცირე ულუფებით, რასაკვირველია. მას დიეტური საკვებიც კი მცირე რაოდენობით უნდა მიეცეს, დაახლოებით 200-200 გრამი ხაჭო, ყველი, თევზი, ქათამი და სხვა. თუ გარნირის სახით მიიღებს კარტოფილს, ბრინჯს, ამ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს პურის მიღება. აუცილებელია, წიწიბურა საღამოს, ვახშამზე მაწონთან ერთად. ხილიდან პაციენტმა შეიძლება მიირთვას მხოლოდ ვაშლი „ბროცკი”. არსებობს სპეციალური ტაბლეტები და პოლივიტამინების კომპლექსი, რომელიც წელიწადში ორჯერ შეიძლება პაციენტს დაენიშნოს – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

– რომელიმე სეზონზე თუ მწვავდება დიაბეტი?

– გამწვავების სეზონი დიაბეტს არ აქვს. ერთადერთი, შემოდგომაზე, როცა ხილი ბევრია – ყურძენი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს შაქარს, შეიძლება, პაციენტმა ვერ გამოიჩინოს ნებისყოფა და შეჭამოს. ასეთ შემთხვევაში დაავადება შეიძლება, მეტად გაუმწვავდეს. საერთოდ, საჭიროა, პაციენტი მუდმივად იყოს დიეტასა და ინსულინზე, თუ მას შეგნებული აქვს საკუთარი მდგომარეობა და უნდა ნორმალურად ცხოვრება. რა თქმა უნდა, დიაბეტი ასაკში თავისებურად მაინც იწვევს გარკვეულ გართულებებს, მაგრამ არა იმ სიმძიმისას, არანამკურნალები დაავადების შემთხვევაში რომ ხდება.

– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან თუ არის დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტი?

– ძალიან მჭიდროდ. შესაძლოა, ითქვას, პირდაპირ კავშირშია. ენდოკრინულ დაავადებებს ხშირად თან სდევს დიაბეტის ჩამოყალიბებაც. დიაბეტი კი არ იწვევს კვანძოვანი ჩიყვის ჩამოყალიბებას, პირიქით, კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში, შესაძლოა, დიაბეტი ჩამოყალიბდეს.

– რა საშიში გართულება შეიძლება, ახლდეს არანამკურნალებ შაქრიან დიაბეტს?

– როგორც ზევით აღვნიშნეთ, საკმაოდ ბევრ გართულებას იწვევს – ინფარქტს, ინსულტს, არითმიებს. ყველაზე მძიმე გართულება, რასაც დიაბეტი იწვევს, ეს არის დიაბეტური რეტინოპათია – მხედველობის სრული დაკარგვა და ნეიროპათია, როცა ადამიანს თითქმის ყვედა კიდურის დამბლა უვითარდება. სტკივა კიდურები და ყველაფერი წელს ქვევით. ასევე, დიაბეტური განგრენა, ანგიოპათია, რომელიც შეიძლება, ქვედა კიდურებზე წარმოიშვას. არ შეიძლება მოჭერილი ფეხსაცმლის ტარება, არც მეტისმეტად ცხელი ან ცივი შხაპი, ქალბატონების ფეხებისთვის ეს საკმაოდ საშიშია. არ შეიძლება, აგრეთვე ჩაზრდილი ფრჩხილის თვითნებურად მოჭრა. ეს მომავალში, ანგიოპათიის განვითარების რისკია.


скачать dle 11.3