ზამთარში ხშირად დააკვირდით თვალებს
თვალებით შეიძლება, ამოიცნო ჯანმრთელია თუ არა ორგანიზმი. მზერაში აისახება ძილის უკმარისობა, კვების დეფიციტი, სასიცოცხლო ენერგია და თვით დაავადებებიც კი.
* ელვარე, გამობურცული თვალები, რასაც თან ერთვის წონაში დაკლება, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა, ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობის ნიშანია.
* ფერმკრთალი კონიუნქტივი ანემიის სიმპტომია. თუმცა, სანამ რკინის შემცველ პრეპარატს შეიძენთ, აუცილებლად შეიმოწმეთ ჰემოგლობინის დონე და გაარკვიეთ ანემიის გამომწვევი მიზეზები.
* მუქი წრეები თვალების გარშემო, გადაღლისა და სტრესის მანიშნებელია.
* თვალების ქვეშ ტომსიკები გულის, თირკმელებისა და ფარისებრი ჯირკვლის ცუდი მუშაობის მაჩვენებელია. მიირთვით უმარილო საკვები, რადგან მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და იწვევს შეშუპებას.
* თვალის სიწითლე, ქავილი და წვა, ხშირად ალერგიის ან გაციების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, კონტაქტური ლინზების არასწორად და ხანგრძლივად გამოყენების შედეგი, ან თუნდაც უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების ბრალიც იყოს.
* თვალზე გაჩენილი ჯიბლიბო კი, ხშირად სწორედ დაქვეითებულ იმუნიტეტზე მიგანიშნებთ.