კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი გონივრულად შეარჩიეთ

თუ გონება ხშირად გეფანტებათ და ადვილად იღლებით, იცოდეთ, თქვენს ტვინს სწორი კვება სჭირდება. ამიტომ საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი დროულად უნდა მიირთვათ და მენიუც სწორად შეარჩიოთ.

საუზმე – მიირთვით ყავა. ეს გამამხნევებელი სასმელი შესანიშნავი საწვავია ტვინისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გონების მობილიზებაა საჭირო. ყავაში შემავალი კოფეინი ტვინში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და აიძულებს, უფრო კარგად იმუშაოს. მარცვლეულის ფაფები კი მკვებავ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც მკვეთრად ამაღლებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. განსაკუთრებით სასარგებლოა შვრიის ფაფა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რომელიც აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის, რადგან გლუკოზით ამარაგებს მას. ამიტომ, აქტიური გონებრივი მუშაობისას, ტკბილეულის მიღებაც აუცილებელია. შვრიის ფაფას დაამატეთ თაფლი ან ხილის მურაბა. დილაობით შეგიძლიათ, მიირთვათ ორი ბანანი ან ნებისმიერი სეზონური ხილი.

სადილი – ამ დროს კარგია თევზის, გულ-ღვიძლის, სოკოს, ხახვის, ყველის, სოიის, მწვანე ბარდის ჭამა, რადგან ისინი შეიცავს ტვინის მუშაობისთვის აუცილებელ თუთიის მნიშვნელოვან რაოდენობას. თუ ხორცის მოყვარული ხართ და ამავდროულად, გონებრივი სამუშაო გაქვთ, ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლას არ გირჩევთ. ცილები ხელს უწყობს სისხლში შაქრის საკმარისი რაოდენობის შენარჩუნებას, რაც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. მცენარეულ საკვებზე სწრაფი გადასვლა კი, გონების შრომისუნარიანობის შემცირებას იწვევს. რკინის დეფიციტი ინტელექტუალურ დონეს მკვეთრად აქვეითებს. ამ უკანასკნელის დეფიციტი შეგიძლიათ ნიგვზით, ჭერმის ჩირით და მწვანე ბოსტნეულით შეივსოთ. თუ ხშირად გრძნობთ დაღლას, დაბნეულობას, გულმავიწყობას, გაწუხებთ თავის ტკივილი და დეპრესიაც ხშირად გახსენებთ თავს, ესე იგი, თქვენს ტვინს B ჯგუფის ვიტამინები აკლია. სოკო, ბარდა, ბრინჯის ფაფა, ჭერმის ჩირი – B3 ვიტამინის წყარო. არანაკლებ საჭიროა ტვინის კარგი მუშაობისთვის B9 ვიტამინი, რომელიც ბევრია სოიის მარცვლებში. გულ-ღვიძლი და მწვანე სალათა კი B4 ვიტამინს შეიცავს.

სამხარი – ამ დროს ხილის მიღება ტვინისთვის ძალიან კარგია. ადამიანს კონცენტრირება და რთული პრობლემების გადაჭრა უადვილდება, თუ მისი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით წყალს შეიცავს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს გაზიანი წყალი არ ვარგა. უმჯობესია, ჩაი ან გაზგასული მინერალური წყალი დალიოთ. ეს კუჭისთვისაც კარგია.

ვახშამი – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვახშამს. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს სახამებლის შემცველი კერძები, მაგალითად, ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი, პური. ოღონდ არ გირჩევთ ბევრის მიღებას.

ძილის წინ კი დალიეთ ერთი ჭიქა თბილი რძე.


скачать dle 11.3