რომელ დაავადებას აიცილებთ თავიდან წაბლის, ვაშლისა და სატაცურის ჭამით
ოსტეოართროზის წარმოშობაში დიდი როლი აკისრია სახსრების გადატვირთვას, ხანგრძლივ, სისტემატურ ტრავმებს, მომატებულ ალერგიულ ფონს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ვიტამინების ნაკლებობას, ნერვული სისტემის დაავადებებს, გენეტიკურ განწყობას და ასე შემდეგ. დაავადების თავიდან ასაცილებლად ხშირად მიირთვით ვაშლი, ქლიავი, ქაცვი, წაბლი, მოცვი, მოცხარი და სატაცური.
თუ ოსტეოართროზი გაწუხებთ, შემდეგი ნაყენები დაგეხმარებათ:
* 10 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის ორთქლზე 15-20 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
* 2 ჩაის კოვზი წითელი მოცვის ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ დაახლოებით წუთი. როცა გაგრილდება, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში, მცირე ულუფებით, კვების შუალედში.
* შეურიეთ ერთმანეთში თითო წილი გვირილა, კრაზანა და ორკბილა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.