კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გულდამ მგელაძე თოჯინების კოლექციონერი და სად მიეჩქარებოდა მას ოცდახუთ გრადუს ყინვაში

გულდამ მგელაძის კოლექცია მეტად სახასიათო, საყვარელი და მხიარული არსებებისგან შედგება და თითოეული მათგანი ქალბატონი გულდამის ხელითვეა შექმნილი. თუ როგორ და როდის შეიქმნა პირველი ექსპონატი, დღეისთვის რამდენი მათგანის ავტორია ჩვენი რესპონდენტი და რა პერიოდი სჭირდება ერთი თოჯინის შეკერვას, ამას ჩვენი დღევანდელი ინტერვიუდან შევიტყობთ.

გულდამ მგელაძე: წლების წინ მოსკოვში ვცხოვრობდი. ხშირად შვილიშვილი დამყავდა ხოლმე მოსწავლეთა სასახლეში კარატეს წრეზე. ამ პერიოდში ხან ერთმანეთთან ვსაუბრობდით მშობლები, ხან ვკითხულობდით, მოკლედ, დრო გაგვყავდა. სწორედ, ასეთ დროის გაყვანის მომენტში წავიკითხე დანარჩენი წრეების ჩამონათვალი, რომელიც ამ მოსწავლეთა სასახლეში ფუნქციონირებდა. ერთ-ერთი იყო თოჯინების კერვა. ვიფიქრე, მოდი, ვისწავლი-მეთქი. მოვძებნე მასწავლებელი და მოვილაპარაკეთ, რომ ინდივიდუალურად რამდენიმე გაკვეთილი ჩაგვეტარებინა. მახსოვს, პირველ გაკვეთილზე რომ წავედი, ოცდახუთი გრადუსი ყინვა იყო. გულში ვთქვი: ღმერთო, რომ დავეცე ამ თოვლში და რამე მოვიტეხო, რა ვთქვა, სად მიმეჩქარებოდა-მეთქი... (იცინის). მოკლედ, რამდენიმე გაკვეთილში ავითვისე მთავარი პრინციპი და მალე შევუდექი დამოუკიდებლად მუშაობას.

როდესაც უკვე თბილისში დავბრუნდი, გავბედე და გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი შეკერილი თოჯინები: ბომბორა, ჯამბაზი, მზევინარი მოვამზადე, გავალამაზე და წავიყვანე. გამოფენა თოჯინების თეატრში ტარდებოდა. მომზადდა ყველაფერი, მეორე დღეს გამოფენის გახსნაა, მაგრამ, რომ მივედით, კარი დაკეტილი დაგვხვდა. თურმე, ღამით გაუქურდავთ და ზოგიერთი თოჯინა მოუპარავთ. შევედით ფოიეში და ჩემი მზევინარი ადგილზე აღარ დამხვდა. პირველი, რამაც გამიელვა გონებაში, იყო – „ნუთუ მოეწონათ“?!.. (იცინის).

– ესე იგი, მზევინარის მოტაცება ქებად მიიღეთ?

– ასე გამოდის. სახლში რომ მოვედი, ისეთი განწყობა მქონდა, მაშინვე მეორე მზევინარის შექმნას შევუდექი.

მას შემდეგ, რაც თოჯინის კერვის წესები შევისწავლე, მთავარია, რაიმე ჩავიფიქრო ან ჟურნალში ვნახო და მომეწონოს, მაშინვე შევუდგები ხოლმე მის შექმნას. ასე შეიკერა მაგალითად, ზანგი გოგონა, ფრანგული ჟურნალიდან – „ჟოზეფინა”.

ამის შემდეგ კომპოზიციებიც შევქმენი. მაგალითად, „თოჯინების მეჯლისი,” ერთ-ერთი ტელესიუჟეტის ნახვის შემდეგ შეიქმნა. დიდხანს ვქარგე ფონი, თავისი ყვავილებით, კიბეებით, მოხეტიალეთა ურმებითა და ასე შემდეგ. პანო მზად იყო, ამის შემდეგ ჯერი მიდგა თოჯინებზე. ყოველი მათგანი სათითაოდ შევკერე, ჩავაცვი, თითოეულს თავისი ხასიათი ჩავბერე. შემდეგ ვიფიქრე, ჩემი შვილიშვილი ნუციკო თოჯინებს დააზიანებს და, შრომა წყალში რომ არ ჩამეყაროს, ამ პანოს ბალიშისპირივით შევკერავ-მეთქი და ასეც მოვიქეცი.

– მაშასადამე, ორმაგი დატვირთვა მიეცით ამ კომპოზიციას?

– დიახ. ყველას ძალიან მოსწონს „თოჯინების მეჯლისი,” იმდენად, რომ ნუცას არ მოუწია ამ თოჯინებით თამაში, რადგან გამოფენიდან გამოფენაზე ინაცვლებენ.

ახლა, შვილიშვილებისთვის, სათამაშოდ პატარა თოჯინები შევკერე, ისინი კოლექციაში არ მაქვს გაერთიანებული, არც გამოფენებზე გამაქვს.

„თბილისელებთან” შესახვედრად რომ მოვრთე ჩემი კოლექცია და გავალამაზე, თოჯინები ჩემი პატარა ტასოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იცოდა, რომ ამ თოჯინებით თამაში არ შეიძლებოდა და მაინც მალ-მალე მეკითხებოდა: „რომელი თოჯინა ავიყვანო, ბები?”

– რამდენი წლისაა თქვენი კოლექცია?

– ამჟამად ჩემი თოჯინების კოლექცია დაახლოებით 16 წლისაა.

– „თოჯინების პოდიუმი” როგორ შეიქმნა?

– ჩემი გოგონების ძველი საყურეები, გულსაბნევები და მძივები ვიპოვე და ვიფიქრე, მოდი, ახალ ფუნქციას შევძენ ამ ნივთებს-მეთქი და ასე შევქმენი პანო კომპოზიციისთვის „თოჯინები პოდიუმზე.” ამის შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებული „მანეკენების“ კერვას შევუდექი.

– როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ამ თოჯინებს ნახულობენ?

– მიხარია, რომ მოსწონთ. ვცდილობ, ისინი არა მხოლოდ ვიზუალუად იყვნენ ლამაზები, არამედ, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაც იყოს შექმნილი. ეს თოჯინები იკერება ნატურალური ქსოვილებისგან, იტენება ბამბით, სახის მოსახატავად არ ვიყენებ არავითარ სახატავ საშუალებას, მხოლოდ და მხოლოდ მულინეს ძაფით ვქარგავ. თმას, ძირითადად, ბამბის ძაფისგან ვუკეთებ.

– დღეისთვის რამდენი თოჯინის ავტორი ბრძანდებით?

– სამოცდაათამდე. სურვილი მაქვს, რომ ვინმეს გავუზიარო ჩემი გამოცდილება, მაგრამ, იმდენად შრომატევადი საქმეა, რომ ყველა გაურბის. თოჯინების ცქერა ან თოჯინებით თამაში გაცილებით ურჩევნიათ, ვიდრე მათი შექმნა.

– რა პერიოდი სჭირდება ერთი თოჯინის შექმნას?

– გააჩნია თოჯინის ზომასა და სირთულეს, საშუალოდ, ორიდან სამ კვირამდე ვანდომებ ერთის შექმნას.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– როგორ არა, რაც ამ კოლექციაშია თავმოყრილი, ორი ამდენი თოჯინა მექნება გაჩუქებული. ერთ-ერთი ამჟამად ამერიკაშია. ხშირად მირეკავენ და მომახსენებენ ხოლმე, თავს როგორ გრძნობს ან რა კომპლიმენტები დაიმსახურა ჩემმა ქმნილებამ.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებას.


скачать dle 11.3