კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშინაო დავალებებს წერდა ორი თვის განმავლობაში ნიკო გომელაურის ცოლი

ალბათ, ძალიან რთულია, გააკეთო ფილმი ნიკო გომელაურზე, რადგან მას რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანი თუ იცნობდა. იდეა, რომელიც სპონტანურად გაჩნდა, უკვე ხორცს ისხამს და პოეტისა და მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ იხილავს საზოგადოება. როგორი იქნება ფილმი ნიკოზე, ამას მისი მეუღლე და ყველაზე დიდი სიყვარული, ნინა ჩოდრიშვილი გვიამბობს.

ნინა ჩოდრიშვილი: ამ ზაფხულს თბილისში ჩამოვიდა ნიკოს შემოქმედების თაყვანისმცემელი, რომელიც უკვე მრავალი წელია, ამერიკაში ცხოვრობს, მას არც მე და არც ნიკო არ ვიცნობდით და მითხრა, რომ უნდა, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს ნიკოსთვის – კრებული ან სხვა რამ. იმ პერიოდში წიგნს უკვე ვაკეთებდი – შეკვეთა მქონდა მიღებული „ნატახტარისგან”, რომელიც აფინანსებს ნიკოს სქელტანიან კრებულს, სადაც ყველა ლექსი იქნება გაერთიანებული. დავურეკე „ნატახტარს”, ხომ არ გადაიფიქრეთ-მეთქი. მითხრეს, არა, თქვენ გელოდებითო. ამის შემდეგ უკვე ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და წამოვიდა დოკუმენტური ფილმის იდეა. ერთადერთი, ის მკითხეს, რას ფიქრობთ ამ ფილმზე, რა გინდათ, რომ საბოლოო ჯამში გამოვიდესო. ვუთხარი, რომ ჩემი ერთადერთი თხოვნაა, ეს ფილმი ორენოვანი იყოს, რადგან ნიკო ორ ენაზე წერდა, ფიქრობდა, აზროვნებდა-მეთქი... გარდა იმისა, რომ ფიქრობდა და წერდა რუსულად, ნიკოს ძალიან დიდი სურვილი იყო რუსეთში ემუშავა, რაც ტრაგედიის ტოლფასი მგონია დღეს, რომ ვერ შეძლო, საქართველოს გარეთაც მოესინჯა თავისი ძალები.

– როგორც ვიცი, რაღაც შემოთავაზებებიც ჰქონდა.

– ნამდვილად ჰქონდა, ერთი – კინოდან და ერთი – თეატრიდან. რუსეთი საოცრად მომხიბვლელია თავისი კულტურული პოტენციალით, ყველა მსახიობს აქვს სურვილი სხვა ქვეყანაში მოსინჯოს თავისი ძალა და, თუ ძალის რეალიზების პოტენციალი აქვს, მისთვის ეს დიდი ასპარეზი იქნება. ერთი სიტყვით, მსახიობ ნიკო გომელაურს ამის უდიდესი სურვილი ჰქონდა. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც რუსეთი ჩვენ მტრად ჩამოყალიბდა, ნიკო ამ წინადადებას ვერ დათანხმდებოდა.

– უარი არ იყო რთული?

– რასაკვირველია, ეს მტკივნეული იყო. მაგრამ, იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის ინტელექტუალური რელიკვია ნიკოსთვის არაფერს აღარ წარმოადგენდა, რადგან რუსეთი მისი ქვეყნის მტერი იყო და პირდაპირი მნიშვნელობით გვბომბავდა, ნიკო მომიბრუნდა და მითხრა: „და პაშლი ანი კ ჩორტუ სა სვაიმ დოსტოევსკიმ!” ეს მისი დეიდაშვილის – ტატო კოტეტიშვილის სიტყვებია. ვინაიდან ეს სურვილი ნიკოს არ აუსრულდა, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ფილმი ორ ენაზე და ვეცდები, ის რუსეთშიც ნახონ.

– ამისთვის, პირველ ყოვლისა, სცენარი იყო საჭირო.

– რა თქმა უნდა, ამისთვის დავუკავშირდით ძალიან ცნობილ, „ჰაი-კლასის“ სცენარისტს, პაველ ფინს, რომელიც ორთვე-ნახევარი წერდა ამ სცენარს და მანამდე, ორი თვის განმავლობაში, მისთვის დავალებებს ვასრულებდი – ის მეკითხებოდა რაღაცეებს, მაძლევდა ძალიან კონკრეტულ დავალებას, რაზეც უნდა დამეწერა.

– მაგალითად?

– მაგალითად, როგორ ვცხოვრობდით საგრიმიოროში... ძალიან კონკრეტულ საშინაო დავალებებს მაძლევდა და, მეც, რა თქმა უნდა, ვცდილობდი მათ სრულყოფილად შესრულებას. ორი თვე სახლიდან არ გავსულვარ. წარმოიდგინეთ, მოსკოვის ცნობილი ლიტერატურული სცენარისტისთვის უნდა დავწერო ისე, რომ მან ამით იპოვოს კონცეფცია, ანუ ეს უნდა ყოფილიყო გამართული ინფორმაციული წერილები. მოკლედ, ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ორი თვის შემდეგ პაველმა მითხრა, მორჩა, ვიპოვე კონცეფცია, მივხვდი, რა უნდა დავწეროო. ამის შემდეგ უკვე დავიხმარე მსახიობები, ვთხოვე, რაც შეეძლოთ, დაეწერათ ნიკოს შესახებ. ამ წერილებისა და ვიდეომასალების მიხედვით დაიწერა სცენარი. ყველაზე რთული ამ ვიდეოების რუსულად თარგმნა იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის ვიდეომასალა მაქვს გადათარგმნილი და გადაგზავნილი! მივხვდი, რომ ამას მარტო ვერ აუვიდოდი და დავიხმარე არაჩვეულებრივი გოგონები – ია ვახანია და თამუნა სვანიძე. ია არაჩვეულებრივად ფლობს რუსულ ენას, თამუნა კი ვიდეომასალის საქმეებში დამეხმარა ძალიან.

– ხანდახან არის ზუსტი შესატყვისი, მაგრამ ლექსის სული არ ჩანს.

– საოცრება ხდებოდა, ეს უნდა იგრძნო. ია მაგალითად, მითარგმნიდა და მერე მიგზავნიდა კორექტურისთვის. ზოგჯერ ზუსტი შესატყვისი ჰქონდა გამოყენებული, მაგრამ ეს ნიკოს სიტყვა არ იყო და ამიტომ უკვე მე ვეძებდი შესაფერის სიტყვას განცდის დონეზე. ეს კაცი მთხოვდა, გამაგებინე, რაზეა საუბარი, რა ხდება, რა აზრი დევს ლექსში. მთელი სპექტაკლები უნდოდა, ენახა, რომ ჩასწვდომოდა მის როლს...

– ნიკოს იცნობდა?

– კი, მაგრამ ზედაპირულად, ისე, როგორც ბევრი ადამიანი იცნობდა ნიკოს. პაველი თბილისში რომ იყო ჩამოსული, ჩვენს სახლში არის ნამყოფი და რამდენიმე დღე ჰქონდათ ურთიერთობა. ასეთი კონტაქტი ნიკოსთან წლობით ჰქონიათ ადამიანებს, მაგრამ, საერთოდ არ იცნობენ მას. ამდენი დრო გავიდა და ზოგიერთს რომ ვუსმენ, ვგიჟდები: ღმერთო, ამდენი წელი ახლობლობდნენ, მეგობრობდნენ და გაგებაში არ არიან, ვისთან ჰქონდათ საქმე. მაინცდამაინც კარგ თვისებებზე კი არ ვამბობ, არამედ, მნიშვნელოვანს, იმ ღერძის ცნობას ვგულისხმობ, რომელიც ნიკო გომელაურის სახელის შუაშია. მაგალითად, ოჯახის ახლობელი გვყავს ერთი, რომელმაც გამოამზეურა ის ლექსი, რომელზეც ნიკომ კატეგორიულად მთხოვა, არასდროს დაბეჭდო, რადგან ეს მე არ ვარო. ეს არის 24-25 წლის ასაკში დაწერილი ლექსი. როგორც ნიკო ამბობდა, „ბუხოი” ვიყავიო. უბრალო, ხელის გასავარჯიშებელი ლექსია. ის წიგნიდან ამოვიღე და, იმედი მქონდა, რომ ნიკოს თხოვნა შევასრულე. აღმოჩნდა, რომ არ გამომდის, რადგან იმ ახლობლებმა ეს „არა ნიკოს“ ლექსი გამოიტანა „ფეისბუქზე”. ამით კმაყოფილია და მოსწონს. რა ვქნათ, ასე ხდება, და, ამ დროს, აბსოლუტურად უცნობმა ადამიანმა გაიცნო ნიკო.

– და სცენარი დასრულდა?

– დიახ. ეს იქნება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, სადაც სათამაშო სცენებიცაა. ახლა არ მინდა, გავახმოვანო, მაგრამ, ფილმის შემდეგ მოგცემთ ინტერვიუს და მოგიყვებით, ამა თუ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით რა ხდება. იქ ისეთი ადგილებია, რაც არასდროს მითქვამს ამ სცენარისტისთვის. მისთვის კი არა, საერთოდ არავისთვის არ მითქვამს, არ მომიყოლია.

– ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხოლოდ ფინანსურ საკითხებში ერევა?

– ის ადამიანი, რომელსაც თავისი სახელის გაჟღერება არ სურს, თავიდან ბოლომდეა ჩართული ამ საქმეში. მე მხოლოდ აზრს მეკითხებოდა. ვუთხარი, რომ მივმართოთ დავიდ მარკეშს – ჩემი და ნიკოს ძალიან ახლო მეგობარს, რომლის ნაწარმოებებიც მთელ მსოფლიოში იბეჭდება რუსეთის გარდა. სწორედ დავიდის მეგობარია პაველ ფინი – მისგან გავედით ამ სცენარისტზე. რეჟისორი არის გიორგი ბერიძე და არ მოვყვები მისი პროფესიონალიზმის ამბავს, რადგან ყველამ იცის ამის შესახებ. კლიპთან დაკავშირებითაც მას მივმართე.

– კლიპის გადაღების ისტორიაც ძალიან საინტერესოა.

– ნიკო ავად იყო უკვე, ამ დროს უკვე დაწყებული მქონდა კრებულის ბეჭდვა. ხუთი წელიწადი ოცნებობდა ამ თავის სიმღერაზე ვიდეოვერსიის გაკეთებას, რამდენჯერმე ძალიან ძვირი გვითხრეს და ვერაფრით ვერ გადავიღე. ამიტომ, როცა კლიპის გაკეთება გადავწყვიტე, უკვე ძალიან საეჭვო იქნებოდა ეს ყველაფერი, ნამდვილად იფიქრებდა, ვკვდებიო. ამიტომ, მივედი გიორგისთან და ვთხოვე: ვითომ შენ მოისმინე, მოგეწონა, გაგიჟდი, გადაირიე და გინდა, რომ ამ სიმღერაზე აუცილებლად კლიპი გადაიღო-მეთქი. გიორგი იმ წამსვე დამთანხმდა, თუმცა არ ეცალა. მერე მირეკავდა და მეუბნებოდა, ნიკოს არ სცალია, მლანძღავს, თავი დამანებეო (იცინის). ნიკო კი სახლში ამბობდა, არ გამიჭირა ამ გიორგი ბერიძემ საქმე, ჩემი მუსიკა მოეწონა, ტექსტი მოეწონა, კლიპს იღებს, ფულს არ მიხდის და თან დღეში ხუთჯერ მირეკავსო. საბოლოოდ, დათანხმდა და თან ვალი დაადო, რომ ხათრი არ გაუტეხა გიორგის. თუმცა, გიორგი ბერიძის ფილმის რეჟისორობის ამბავი ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო. ეს იყო ისევ იმ ადამიანის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს ითავა. რაღაც მომენტში ცოტა გამიჭირდა, მივხვდი, რომ თანხა არ მეყოფოდა და შევუთვალე, გავიჭედე და არ ვიცი, რა ვქნა-მეთქი. ამიტომ, ამის შემდეგ მან იპოვა კომპანია, რომელმაც ითავა ამ ფილმის კეთება. როცა მივედი, აღმოჩნდა, რომ რეჟისორი უკვე შერჩეული იყო, ფილმში მონაწილეობს ზურა ყიფშიძე, რომელიც ნიკოს სახელით ყვება. მონაწილეობენ მსახიობები, ნიკოს მეგობრები... ამაზეც იყო დიდი ამბები: ერთმა ბიჭმა თქვა, ნიკოს პირველი მეგობარი ვარ და ფილმში როგორ არ ვიქნებიო. სცენარისტმა ძმაკაცობის მიხედვით კი არა, კონცეფციის მიხედვით დაწერა სცენარი – კონცეფცია იპოვა და გამოიყენა ის ვიდეოსაშუალებები, რაც გვქონდა. არ ვიცოდი, თუ რამე მონაწილეობას მივიღებდი ამ ფილმში. თქვენ კარგად იცით, ჯერ მარტო ფოტოს გადაღებაზე რა მემართება, რადგან, მგონია, რომ სურათში უფრო საშინელება ვარ, ვიდრე რეალურად. რომ გავიგე, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო, კინაღამ გული გამისკდა. ამიტომ, ბევრი ვევაჭრე და, ბოლოს, ერთი კადრი გადავიღეთ შორიდან, ერთი კი – უკნიდან, დიდი ამბები გვქონდა. ჩემს თავს კი არ დავეძებ, ნიკოს სახელი არ შეარცხვინოთ-მეთქი. გასვენების ფოტოები რომ დაიბეჭდა, ნიკოსთან ერთად იმას ვტიროდი, შენ მოგიკვდი, რა საშინელი ცოლი გყოლია-მეთქი. რანაირად მიღებდნენ ასე, არ ვიცი. ფილმში საკმაოდ ბევრია ჩემი ტექსტი, რაც ძალიან მაწუხებს. მეუბნებიან, რაში გაინტერესებს, ვინ რას იტყვისო. რა ვიცი, არ ვარ ასოციალური ტიპი, ძალიანაც მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. პირიქით, ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს რამე სხვა აზრი აქვს, ვიდრე მე მინდა, რომ ჰქონდეს. ზუსტად ვიცი, რომ, იტყვიან, ნინამ ფილმი თავისთვის გადაიღო, რადგან მისი ტექსტი ბევრიაო. მაგრამ, რა ვქნა, ამას ვერ შევცვლი, არ მაქვს უფლება, ვუთხრა სცენარისტს – გთხოვ, ჩემი ტექსტი არ ჩასვა, რამე შეცვალე-მეთქი. რა არგუმენტი შევთავაზო?

– პრემიერის დღე ცნობილია?

– 13 აპრილს ნიკოს წლისთავია და ამ დღეს იქნება პრემიერა. მინდა, პრემიერისთვის წიგნიც მოვასწრო.

– თვითონ სცენარისტი ჩამოდის?

– აუცილებლად. აქ იქნება სპონსორიც, მაგრამ, არავის ეცოდინება რომ ის „ის“ არის. ამ ადამიანმა თქვა, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ნიკო გომელაურიცააო.


скачать dle 11.3