კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი ფილმების ბუმი გაზაფხულიდან დაიწყება

თბილისის კინოთეატრებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. „მამაჩემის გერლფრენდი” ნიკა ხომასურიძის მიერ გაი რიჩის სტილში გადაღებული კრიმინალური კომედიაა, სადაც მთავარ როლებს შორენა ბეგაშვილი, დავით ქაცარავა და იმედა არაბული თამაშობენ. კონკრეტული თარიღი არ არის დანიშნული, მაგრამ, სულ ახლო მომავალში იგეგმება „სანგუკოსა” და „კონტროლსტუდიოს” მორიგი პროექტის, თაკო შავგულიძის ფილმის – „დაბადებულები საქართველოში” – პრემიერა. ფილმი, რომელიც ომის შემდგომი ახალგაზრდა წყვილების პრობლემებს ეხება, მთავარ როლებს გიორგი გიორგანაშვილი, ნუცა კუხიანიძე, ვანო თარხნიშვილი და თამრი ბზიავა ასრულებენ.

აბსოლუტურად სხვა პრობლემატიკას ეხება გიორგი ლიფონავას ფილმი „ჭამა და სექსი”, რომლის გადაღებებიც უკვე მიმდინარეობს. ფილმის სცენარი მიშა მშვილდაძეს ეკუთვნის და ის ექვსი სხვადასხვა ტრაგიკომიკური ნოველისგან შედგება. ადამიანის ამ ორ ძირითად, საბაზისო ინსტინქტზე, როგორიცაა ჭამა და სექსი, რეჟისორი იუმორისტული კინოხერხით გვიყვება და აჩვენებს თანამედროვე ადამიანების მახინჯურ დამოკიდებულებას ორივე ინსტინქტის მიმართ. ფილმის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში 1 აპრილს არის დანიშნული.


скачать dle 11.3