“თეატრი თეატრისთვის„
გასული თვის ბოლოს, კერძოდ, 28 თებერვალს, გორის თეატრში გაიხსნა ფესტივალი „თეატრი თეატრისთვის”, რომელსაც საქველმოქმედო აქციის დატვირთვა აქვს: ერთი თვის განმავლობაში გორის თეატრი საქართველოს ყველა კუთხიდან უმასპინძლებს თეატრებს. სპექტაკლებიდან შემოსული თანხა კი, გორის თეატრის რეაბილიტაცია-შეკეთებას მოხმარდება. ფესტივალში თვითონ გორის თეატრის დასიც მონაწილეობს. 5 და 6 მარტს მათ მაყურებელს პრემიერა წარმოუდგინეს – ირაკლი სამსონაძის პიესის, „ყოფილების სარეცელის” მიხედვით, სპექტაკლი გიორგი შალუტაშვილის რეჟისორობით დაიდგა. პიესა ორკაციანია და მასში მთავარ როლებს თაკო აბაშიძე და გიორგი რევაზაშვილი ასრულებენ. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ თუმანიშვილის, ახმეტელის, რუსთაველის, პანტომიმის, მოზარდმაყურებელთა, მუსკომედიის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, მესხეთის, ქუთაისის, სოხუმისა და ცხინვალის თეატრები.