კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საოჯახო ნივთების შეძენის მანია აქვს ლალი ტოტიკაშვილს და რატომ არ წაუსვამს ის არასდროს მასტიკას იატაკზე

ყველასთვის ცნობილმა მოდელმა, მშვენიერმა ლალი ტოტიკაშვილმა ჩვენი რუბრიკის თემაზე სასაუბროდ შინ მიგვიღო. შესვლისთანავე თვალში მომხვდა გემოვნებით გაფორმებული ინტერიერი.

მართალია, პატარა ნიტა დედიკოს ლაპარაკს არ აცდიდა, მაგრამ, მაინც მოვახერხე იმის შეტყობა, როგორი დიასახლისია ლალი ტოტიკაშვილი, რის კეთება უყვარს და რას ვერ იტანს ყველაზე მეტად.

ლალი ტოტიკაშვილი: სკოლის ასაკში, დიასახლისობის მიმართ მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ მქონია. პოდიუმზე 16 წლისა დავდექი. მას მერე სულ აქტიური ცხოვრების წესი მაქვს და მაინცდამაინც ცხობა-წვისთვის არ მეცალა. საოჯახო საქმეებით ძირითადად დედაჩემი იყო დაკავებული, რომელიც მართლა არაჩვეულებრივი დიასახლისია. დღემდე, ფაქტობრივად, ასეა – საოჯახო საქმეებს ძირითადად მაინც დედაჩემი აკეთებს. თუმცა, ცოდნით ბევრი რამ ვიცოდი და ბევრი რამეც მეხერხება, „ბელარუჩკა” და უნიჭო ნამდვილად არ ვარ (იცინის). ვგიჟდები, სახლის დალაგებაზე. ვერ ვიტან უწესრიგობას, აყრილ-დაყრილ სახლს, დასვრილ სამზარეულოს. განსაკუთრებით ვერ ვიტან მოუწესრიგებელ გარდერობს. ზოგჯერ არ მაქვს ხოლმე იმის დრო, ყველაფერი ზედმიწევნით აკურატულად დავკეცო და დავალაგო, მაგრამ, საერთოდ არ მაქვს ჩვევად, დავახვიო და შევტენო კარადაში ტანსაცმელი თუ სხვა რამ. შემიძლია, უბრალოდ, გადმოვყარო, მერე კი ვალაგო და ვალაგო ისტერიკულად. ოდნავ თუ რამე არ მომწონს, ან ისე არ არის დაკეცილი, ყველაფერს თავიდან ვიწყებ.

– ბავშვი რომ ურევს და ყრის რაღაცეებს, ამას როგორ ეგუები?

– ვერანაირად, სულ ვალაგებ, ვაწესრიგებ მიყრილ-მოყრილსაც, უჯრებსაც და ყველაფერს. განჯინას ან კარადას რომ გამოვაღებ, ყველაფერი დაწკრიალებული უნდა იყოს და, თან, თავის ადგილზე იდოს. არ მიყვარს, მერე რომ ვეძებ რაღაცას, უნდა ვიცოდე, სად მოვძებნო, ამიტომ საქმეს ვიმარტივებ.

– სხვასთან რომ შედიხარ, აკვირდები, რა უდგას, როგორი სარეცხი უკიდია, სისუფთავეს უყურებ?

– სხვისი სარეცხი და ჯამ-ჭურჭელი არ მაინტერესებს, არ ვარ ჭორიკანა ადამიანი. რატომ უნდა ვათვალიერო, ვის რა სარეცხი აქვს? სისუფთავეს ვუყურებ, რა თქმა უნდა. ადამიანზე წარმოდგენა სხვა რამეებთან ერთად, ამითაც გექმნება. თუ სახლში უსუფთაობა და უწესრიგობაა, მე იქ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

– ვინმეს თუ უთქვამს რამე შენიშვნა ამის გამო, თუ უჭორავიათ, ლალი არაფერს აკეთებსო?

– რატომ უნდა ეთქვათ, ვერ გავიგე? იმას ხომ ვერ დამაბრალებენ, რომ უსაქმური ვარ და არაფრის კეთება არ ვიცი? ყველაფერი მშვენივრად მეხერხება, თუმცა, შედარებით იშვიათად მიწევდა კეთება. რაც გავთხოვდი, მეტი საქმის კეთება მიწევს, თუმცა, რომ ვთქვა, სულ ამით ვარ დაკავებული-მეთქი, მოგატყუებ. ჭორებს რაც შეეხება, ჩემს ყურამდე ეგეთი ჭორები ნამდვილად არ მოსულა.

– დამხმარე ქალი თუ გყავს ოჯახში?

– ჩვენ იმდენი ვართ, ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. მყავს ძიძა, რომელიც ზოგჯერ მეხმარება საოჯახო საქმეებში.

– დედამთილი რას ამბობს, როგორი დიასახლისი ხარ?

– დედამთილი არ მყავს, დიდი ხნის გარდაცვლილია, მაგრამ, ჩვენ მაინც ცალკე ვცხოვრობთ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის ასე გაცილებით უკეთესია. არ ჩამომართვათ თავის ქებაში, მაგრამ, ამბობენ, რომ კარგი ხელი მაქვს და საკმაოდ გემრიელად ვამზადებ. არის რაღაცეები, რის კეთებაც მიყვარს და არ მეზარება. კარგად გამომდის ხინკლის მოხვევა, რომელსაც ჩვენს ოჯახში, ტრადიციულად, დედაც და ბებიაც შესანიშნავად ამზადებენ და მეც მათგან ვისწავლე. თუმცა, ფარშს მე არ ვამზადებ, ან დედა აზავებს, ან ვყიდულობ ხოლმე, მოხვევით კი მშვენივრად ვახვევ. თუმცა, გამოგიტყდებით, რამდენიმეჯერ ჩამშლია კიდეც, მაგრამ, ასეთი რამ ყველას მოსდის (იცინის).

– საჭმელს უფრო ხშირად შენ ამზადებ?

– უფრო დედაჩემი ამზადებს. საერთოდ, ტრადიციული კერძების – ბაჟეებისა და ასეთი რაღაცეების მომზადებაც და ჭამაც ნაკლებად მიყვარს და ჩემი მეუღლეც ასეა. თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ჩემი ნახელავიც მოსწონს, თუმცა, მისთვის მთავარი ის არ ყოფილა, როგორი დიასახლისი ვარ. დღესასწაულებზეც კი არატრადიციულ, ევროპულ კერძებს ვამზადებ, აბა, ტრადიციული ისედაც ყველა ოჯახში არის. მიყვარს განსხვავებული რაღაცეები, უფრო მეტად – სალათები, სადილების კეთება იშვიათად მიწევს. ჩემს შვილს ძალიან უყვარს ჩემი მომზადებული პიცა და ვუცხობ ხოლმე. ხშირად ვუმატებ ისეთ ინგრედიენტს, რაც კერძს განსხვავებულ გემოს მისცემს. მაგალითად, სალათაში მდოგვს ვურევ – მდოგვი ცოტა პიკანტურია და სპეციფიკურია, ბევრს არ მოსწონს, სამაგიეროდ, მე მომწონს ძალიან. ჩინური სამზარეულო მიყვარს, მაგრამ მათ აქვთ რაღაცა სპეციფიკური პროდუქტები და სანელებლები, ამიტომ კერძების რეცეპტს ცოცხალი თავით არ ამხელენ. ზოგჯერ რაღაც რეცეპტებს ვიწერ, მაგრამ, უფრო ვკითხულობ ხოლმე, ვიდრე პრაქტიკაში ვიყენებ. რეცეპტების წიგნიც მაქვს, მაგრამ არც იმით ვსარგებლობ.

– პროდუქტს სად ყიდულობ, ბაზარში დადიხარ?

– არა, უფრო სუპერმარკეტში. ორი ქსელი მაქვს ამოჩემებული, რომელთა ხარისხს ბოლომდე ვენდობი. ბაზარშიც ვყოფილვარ, თუმცა, დედაჩემი დადის იქ უფრო ხშირად. ფასებზეც მიწუწუნია. ვის მოსწონს ძვირად რამის ყიდვა? თუმცა, თუ პროდუქტი მომწონს, მაინც ვყიდულობ. სუპერმარკეტი იმიტომ მირჩევნია, რომ იქ კომფორტულად შეგიძლია შეიძინო პროდუქტი, რისი საშუალებაც ბაზარში არ არის, იქ ჭუჭყია ბევრი, ხან ცხელა, ხან ცივა. ახალი ხორცი, თევზი, მირჩევნია სუპერმარკეტში ვიყიდო, იქაურ ხარისხს უფრო ვენდობი.

– პანიკაში თუ ვარდები ხოლმე, ვთქვათ, თუ მილი გაგისკდათ, ან რამე ასეთი.

– რა ვიცი, რაც აქ ვცხოვრობ წყლის მილი არასდროს გამსკდარა. ზოგადად, არ ვარ ფეთიანი და პანიკიორი, საოცრად მობილიზებული ადამიანი ვარ. მიმაჩნია, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობაა, პანიკაში რატომ უნდა ჩავვარდე? თუ რამე გაფუჭდება, დავურეკავ ხელოსანს და მოვა, რა პრობლემაა? თუმცა, ეს ძირითადად ჩემი ქმრის საქმეა, ის იძახებს ხოლმე ხელოსანს.

– სარეცხთან როგორ ხარ? სარეცხი საშუალებების ბრენდებში ერკვევი?

– ძალიან მომწონს „პერვოლი,” რომელიც აღმოვაჩინე და მას მერე მაქვს და მაქვს, ცალკე – თეთრებისთვის, ცალკე – შავებისთვის, ცალკე – ფერადებისთვის. ადრე უფრო ცდისა და ძიების პროცესში ვიყავი, რეკლამირებულ პროდუქტს ვყიდულობდი – რეკლამა საერთოდ ყველა ადამიანზე მოქმედებს.

– ლაქებს როგორ უმკლავდები?

– „ვენიში” მაქვს და კმაყოფილიც ვარ. სხვა ლაქების ამომყვანი საშუალება ნამდვილად არ ვიცი. არც ის მახსოვს, „ვენიშამდე“ რამე თუ არსებობდა საერთოდ (იცინის), მშვენივრად ამოჰყავს. ვცდილობ, რომ დალაქავდება, მაშინვე ჩავალბო და დავასხა სითხე, რომ ლაქა არ ჩაჯდეს. ვალბობ თბილ წყალში, ვაჩერებ 10-15 წუთს და შემდეგ გამდინარე წყალში ვრეცხავ. ისე, რაღაც მამაპაპური მეთოდებიც გამიგია, მაგალითად, მარილის დაყრა ღვინის ლაქაზე, ჭურჭლის ჟელე და სხვა, მაგრამ, არ მიცდია. ძირითადად უფრო სუფრა და თეთრი ტანსაცმელი მილაქავდება. ხელით იშვიათად ვრეცხავ, ისეთებს, რაც მანქანაში არ ირეცხება. ერთი-ორჯერ რეცხვაში ტანსაცმელი დამივიწროვდა და ვერ მივხვდი, რატომ, რადგან, ყველაფერი სწორად გავაკეთე. ნაქსოვებზე მაქვს ლაპარაკი.

– რამე საოჯახო ნივთის შეძენის მანია გაქვს?

– რამის კი არა, ყველაფრის! ზოგი ხომ არის, არ აინტერესებს სახლისთვის ყიდვა, მე ვგიჟდები! ავეჯის, ჭურჭლის, ფარდების, თეთრეულის – ყველაფრის ყიდვა მიყვარს. ამ ბოლო დროს თეთრ ჭურჭელზე დამეწყო მანია, სულ თეთრ სერვიზებსა და ნაკრებებს ვყიდულობ. ძალიან მიყვარს კარგი ხარისხის თეთრეული, ოღონდ, ჟატი არა, უხეშია. თეთრეულს უფრო ფერადს ვყიდულობ, არც მიტკალი მიყვარს, უფრო კრემისფერი, სალათისფერი. თეთრეული მომწონს ლილასა და სახამებელს დიდი ხანია აღარ ვხმარობ, ადრეც ვერ ვიტანდი გახამებულ თეთრეულს. არ მიყვარს, ასევე, ანტიკვარული ნივთები და ავეჯ-ჭურჭელი, ხმარებაში არაპრაქტიკულია. მსუბუქი მინიმალიზმი, მოდერნი მირჩევნია.

– ფანჯრებსა და იატაკს რითი წმენდ? ძველ მეთოდებს თუ იყენებ?

– კერამიკასაც, მინებსაც ვწმენდ სპეციალური სითხეებითა და ხსნარებით. ფანჯრების წმენდა ხშირად არ მიწევს, მაგრამ, საერთოდ, მშრალ ნაჭერსა და ქიმიურ სითხეს ვიყენებ. ადრე მგონი, ფხვნილიანი წყლით და გაზეთით აპრიალებდნენ, არა?

– ასეა. ფხვნილიანითაც, არყითაც და რა ვიცი.

– ჰო, მახსოვს. იატაკს ჩვეულებრივად ვწმენდ. მტვერსასრუტითა და ტილოთი, ეს მუხის პარკეტია და საკმაოდ ადვილი მოსავლელია. მასტიკა ცხოვრებაში არ წამისვამს და არც წავუსვამ! ნებისმიერი იატაკი პერიოდულად ძველდება და ლაკის გადასმა ხელახლა უნდა, არ მიყვარს სარკესავით პრიალა ლაკი. საერთოდ, ძველი მეთოდების მომხრე არ ვარ. ცხოვრება ისე წინ წავიდა, გაზეთის ნაგლეჯით და ოდეკოლონებით რატომ უნდა ვწმინდო? დედაჩემიც ამ აზრზეა. ტყუილად რატომ უნდა გაირთულო ცხოვრება?

– სტუმრებს ფეხზე ხომ არ ახდევინებ ხოლმე?

– უი (იცინის), არა, არ ვახდევინებ, მეუხერხულება. თუმცა, ეს იატაკისთვის კარგი იქნებოდა. საერთოდ, მიყვარს სტუმრების მიღება, სუფრის გაშლა, ლამაზად გაფორმება. ალაგებას ვერ ვიტან.

– ოთახის მცენარეები გაქვს?

– მაქვს პატარა ქოთნებით კაქტუსი, კიდევ რაღაცეები, სახელები არ მახსოვს. ადრე დიდი ქოთნებით მქონდა, მაგრამ, შემეშინდა, ბავშვს პირში არ ჩაედო და არ მოწამლულიყო, ამიტომ, სასწრაფოდ გავაქრე სახლიდან. ისე, დიდად არ ვგიჟდები. ვიცი გადარგვა, მორწყვის და მოვლის განსაკუთრებულ მეთოდებში ვერ ვერკვევი. ერთი-ორჯერ გამიხმა კიდეც უყურადღებობით.


скачать dle 11.3