კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოჰყავს მიწაზე ნათია წიწილაშვილს გიორგი კალანდაძე და რა დაულაგა მან გიორგის ერთი ხელის მოსმით

მას შემდეგ, რაც სერიალი „ჩვენი ოფისი” დაიხურა, გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ახალი სამსახურის ძიებაში გაგრძელებულ თაფლობის თვეს მშვიდად ატარებდნენ. ახალი ოჯახი, ახალი სახლი, ახალი რემონტი უსაყვარლესმა ადამიანებმა ყველა დასახული მიზანი ნელ-ნელა შეისრულეს და სულ ცოტა ხნის წინ ახალი საქმეც ერთად დაიწყეს.

გიორგი კალანდაძე: ქორწილის მერე და მას შემდეგ, რაც ერთად ინტერვიუ აღარ გვქონია, პრაქტიკულად, ერთი წელი გავიდა და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. ყველა ის გეგმა, რაც დასახული გვქონდა, საბედნიეროდ, ნელ-ნელა განვახორციელეთ – სახლის რემონტის დასრულებიან, თაფლობის თვეში მოგზაურობიანად. ახლა, ერთი მანქანის ყიდვა დაგვრჩა და მაგასაც მალე „მოვახლაფორთებთ”. დროის ამ მონაკვეთის გეგმა შესრულებული იქნება. რაც შეეხება საქმეს, იცით, რომ სერიალი დაიხურა და თუ მსახიობი არ არის სერიალში ან ბანკში არ მუშაობს, სტაბილური სამსახური არ აქვს.

ნათია წიწილაშვილი: რაღაცეები სულ ხდება. ხშირად დავდივართ ქასთინგებზე. არის რეკლამები, გახმოვანებები და ცოტა ხანში რაღაც სიურპრიზსაც იხილავთ.

– სიურპრიზი რა მიმართულებით?

გიორგი: რა თქმა უნდა, შემოქმედების მხრივ. პირობას გაძლევთ, როცა ეს გადაწყდება, პირველად შენ გაიგებ.

– კინოს ხომ არ ეხება?

– რა თქმა უნდა (იცინიან).

ნათია: კონკრეტულად ახლა დავიწყეთ „რადიო ქალაქში” დილის წამყვანებად მუშაობა. გიორგის რაღაც გამოცდილება ჰქონდა და მე რა დღეში ვიყავი, არ იცი. საშინლად არ მინდოდა, ვნერვიულობდი. მეგონა, თავს ვერ გავართმევდი. მიკროფონთან უნდა იჯდე და განუწყვეტლივ რაღაც ილაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი გამზადებული მქონდა, მაინც ძალიან ვნერვიულობდი.

გიორგი: ერთი-ორჯერ გაგვექცა. პილოტის ჩაწერის შემდეგ, საკუთარი თავი არ მოეწონა და დაიწყო წუწუნი – არ მინდა, ვერ „გავქაჩავ“. როგორც ვუთხარი, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა ყველაფერი და ძალიან იოლად მიეჩვია მიკროფონთან მუშაობას. მართალია, მიწაზე ყოველთვის ამას ჩამოვყავარ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირიქით მოხდა. ეს ძალიან კარგია, საკუთარი თავის რეალიზებისთვის. ძალიან მომწონს, გადასარევად ვგრძნობთ თავს ამ სფეროში.

ნათია: დროში ვართ შეზღუდულები – საინფორმაციოები, მუსიკა ყველაფერი უნდა გავუშვათ. გვაქვს ჩვენი კონკრეტული რუბრიკები, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვიძიებთ, ვუკეთებთ ადაპტირებას და ვამზადებთ გადაცემისთვის.

– საბოლოოდ შეეგუე?

გიორგი: მინდა, გითხრა, პირველივე ეთერის დღეს, მაშინვე ყველაფერს ალღო აუღო. „ჩეპეები” ხომ პირველ დღეს ხდება, როგორც წესი. ჰოდა, ჩვენც ასე დაგვემართა – მაღვიძარა არასწორ დროს დავაყენეთ, დავაგვიანეთ. კისრის ტეხით გავიქეცით. რადიოში რომ მივედით, რატომღაც ვფიქრობდით, იქ ტელევიზიის სიტუაცია დაგვხვდებოდა – ხალხი დარბის ფურცლებით, კამერებს აწყობენ. იქ, საერთოდ, არავინ იყო. პირველი ეთერის დღეა, წარმოიდგინე, რაღაც კითხვები მაქვს, ჯერ კიდევ დაბნეული ვარ, ნათიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მოვიდა ბიჭი, რომელსაც მუსიკა უნდა შეეშვა ეთერში. უკვე რომ ვფიქრობ, ვიღაცეებთან დავრეკო, რაღაცეები ვკითხო, უცებ ნათიამ გააკეთა მობილიზება – გადაშალა თავისი ჯადოსნური ბლოკნოტი, სადაც ჩამოწიკწიკებული ჰქონდა ყველაფერი გრაფიკის მიხედვით და წავიდა. ეთერის რეჟისორს მითითებებსაც აძლევდა. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაალაგა და პირველმა ეთერმა მშვიდად ჩაიარა.

ნათია: ძალიან სასაცილო იყო, მაღვიძარა ერთი საათით გვიან დამიყენებია. ზანტად ავდექი, ყავა მოვიდუღე. ვწრუპავ, ვფიქრობ, მაკიაჟი ხომ არ დავიწყო-მეთქი. რვაზე ეთერში უნდა ვიყოთ და საათს რომ შევხედე, რვის ნახევარი იყო უკვე. ეს ყავა, კვერცხი ტაფაზე, ეგრევე დავტოვეთ. ცალ მხარეს ტონალურწასმული გავვარდი. მივედით. ზარს ვრეკავთ, ორი წუთია ეთერამდე და კარს არ გვიღებენ. როგორც იქნა, დაცვა მოვიდა. ავანთეთ შუქი ჩაბნელებულ საეთეროში და...

გიორგი: არ დაიბნა ბაჭია და რომ აწია ნათიამ ორი ყური, დღემდე ასე აქვს.

– თქვენი ქორწილისწინანდელი აღფრთოვანება, ხომ ისევ მოწოდების სიმაღლეზეა?

– აუცილებლად, ყველაფერი ისევ ისეა გრძნობების ამბავში, როგორც იყო. დღეს შეიძლება, უფრო აღფრთოვანებული ვარ ამ ყველაფრით. მართალია, ძალიან რთული მომენტი იყო ჩემთვის სერიალის დახურვა. თექვსმეტი წლიდან ვმუშაობ და უშუალოდ თუ ჩემი პროფესიით დაკავებული არ ვარ, ფსიქოლოგიურად არ ვიხარჯები, ეს ძალიან რთულია. თუმცა, ამის ფონზე, ფინანსური პრობლემები მაინც არ გვქონია. ოჯახები გვერდით გვედგნენ. სულ ვაკეთებდი რაღაცეებს. ვახმოვანებ რეკლამებს, ძალიან ბევრ რაღაცას.

ნათია: დილის ცხრაზე სამსახურში წასასვლელები რომ არ ვიყავით, უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდით და ცოტა გავღიზიანდით. სულ სხვანაირ რიტმს ვიყავით მიჩვეული. ერთად ვცხოვრობდით, თან სამსახურში დავდიოდით და მეგონა, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.

გიორგი: ტყუილს არ გეტყვით და არც ერთი ჩვენგანი არ იტყვის, რომ ვინმეს გაუხარდა სამსახურის დაკარგვა. მაგრამ, გადაყოლით არც ერთი არ გადავყოლილვართ. არსად დავკარგულვართ და აქ ვართ.

ნათია: შეიძლება, რაღაც წვრილმანებზე უფრო მეტად ვკინკლაობდით, ვიდრე ადრე. მაგრამ, რაღაც პლუსებიც ჰქონდა ამ ყველაფერს – უფრო მეტი დრო გვქონდა მეგობრებისთვის, გართობისთვის და რაც მთავარია, ერთმანეთისთვის, ვიდრე ეს სერიალის დროს გვექნებოდა.

– ისევ ერთად მუშაობთ. არადა, ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთ სამსახურში – კატასტროფააო.

გიორგი: ჩვენ ვართ ცოცხალი, მოსიარულე მაგალითი იმისა, რომ ეს მოსაზრება არის სისულელე და ტყუილი. რაც ერთმანეთი გავიცანით, იმ დღიდან ერთად ვმუშაობთ – სერიალში ერთად ვიყავით, ფილმებშიც ერთად, აგერ რადიოშიც და სახლშიც ერთად ვცხოვრობთ. არანაირი თითიდან გამოწოვილი მიზეზები არ არსებობს, რაღაცეების გასართულებლად. თუ სამსახურში ვერ უგებ შენს ცოლს, სახლშიც ვერ გაუგებ. საერთოდ, ძალიან იშვიათად ვჩხუბობთ. უფრო რაღაცაზე თუ შევკამათდებით. სერიოზულად არც გვიჩხუბია არც სამსახურის და არც პირადის გამო.

– როგორი კულინარიული ნიჭი აღმოაჩნდა წიწის ამ დასვენების დროს?

– აღმოაჩნდა რომელია. პირველივე რაც იყო, დაიკაპიწა ხელები და ტოლმა გააკეთა. ვხუმრობდით, რომ არ ვიცოდეთ, ვისი გაკეთებულია, ვინმე ასაკოვანი, სტაჟიანი დიასახლისის მომზადებული გვეგონებოდაო. ვიღაცეებმა არც დაიჯერეს – რა ნათიამ, ბებიაშენი გააკეთებდაო.

ნათია: მაგრამ, ახლა სადღა მაქვს დრო, დილით, სამსახურის შემდეგ, ვარჯიშზე მივდივარ. სადაც ვვარჯიშობ, ოც მეტრში დედაჩემი ცხოვრობს. იქ ავდივართ და ვსადილობთ. მერე კი სახლში მეზარება გაკეთება.

– ღამე რომელზე იძინებთ?

გიორგი: თერთმეტ საათზე კისერი გვწყდება ორივეს. როგორი რეჟიმიდან გადალაგებაზეა იცი, ლაპარაკი?! სამსახურის დაწყებამდე, სტუმრები ჩვენგან დილის ოთხზე, ხუთზე მიდიოდნენ. იყო ჯოკრის თამაში, სმა, გარეთ სეირნობა და ხუთზე ძალით ვიძინებდით. ვიღვიძებდით სამზე-ოთხზე, შუადღისას. ახლა ექვსზე ვიღვიძებთ. ხომ არაჩვეულებრივი განსხვავებაა რეჟიმში. აი, შაბათ-კვირა სკოლის შემდეგ არ გამხარებია ასე, როგორც ახლა. მართლა ძალიან რთულია, მაგრამ სულ მესმის, რომ ვიღაცეები გვაქებენ და ეს ძალიან მიხარია.

ნათია: ძალიან სასაცილოა ხოლმე, ეთერში რომ გავდივართ – აეე, ენერგიულად, საქმიანად, მხიარულად ვლაპარაკობთ შეუსვენებლივ. რეკლამა დაწყებული არ არის, რომ ეგრევე გვძინავს. იმედია, ჩვენი მსმენელი გვაპატიებს.

– ჯერ კიდევ გიწყობს სიყვარულის დღეებს გიორგი, ისე როგორც ადრე ხდებოდა?

– კი, სხვათა შორის, მათამამებს ხოლმე (იციანიან). ძალიან მიყვარს, თუნდაც ისეთი დღეები, როგორიც, ვთქვათ, ვალენტინობაა. შეიძლება, ვიღაც ამბობს, რომ წელიწადში 365 დღე სიყვარულისაა, მაგრამ რეალურად, ასე ხომ არ არის?! ამიტომ, მომწონს მსგავსი დღეების აღნიშვნა.

გიორგი: გამოგიგზავნი სასიყვარულო ბარათს, სამზარეულოში დავტოვებ, შედი და აიღე. არა, არ ვარ ძალიან დიდი რომანტიკოსი, მაგრამ არც თვითონ გადმოსდის ყურებიდან. თუმცა, არც მანამდე შემინიშნავს რომანტიზმი ნათიას სულში. რომანტიზმის ჩვენი გაგება გვაქვს.

– შვილზე არ ფიქრობთ ჯერ?

– აუცილებლად. ყველაფერი იქნება სულ მალე.


скачать dle 11.3