კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვებენ დაფინანსებას უცხოეთის უნივერსიტეტებში გადახდისუუნარო ქართველი აბიტურიენტები და რა ტესტების ჩაბარება უწევთ მათ

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ აბიტურიენტთა რიცხვი, ვისაც განათლების მიღება უცხოეთში სურს. ქართველ ახალგაზრდებში ყველაზე დიდი მოთხოვნა ამერიკულ უნივერსიტეტებზეა, სადაც მისაღები გამოცდის ჩაბარება რთული ტესტირების შედეგად ხდება. რა ეტაპების გავლაა საჭირო სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად და როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება იმ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა, ამის შესახებ ამერიკულ-ქართული ცენტრის გენერალური დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი გვესაუბრა.

გიორგი ჩავლეიშვილი: გავრცელებული ხმები, იმის შესახებ, რომ ქართველი აბიტურიენტებისთვის უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა და დაფინანსების მიღება ძალიან ძნელია, არარეალურია. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა უცხოეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში რომ აგრძელებენ განათლების მიღებას. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ძალიან ძნელია იმის დაფიქსირება, თუ იმ აბიტურიენტებიდან, ვინც საქართველოში არ ჩააბარა, რამდენი წავიდა უცხოეთში სასწავლებლად და რამდენმა საერთოდ არ ჩააბარა სააბიტურიენტო გამოცდები. 12 წლის წინ, როდესაც მე ამერიკაში წავედი სასწავლებლად, ეს იშვიათი შემთხვევა იყო. ახლა განსხვავებული სიტუაციაა, ხალხმა ისწავლა უცხოეთის უნივერსიტეტებში მოხვედრის გზები და რაც მთავარია, გააცნობიერეს, რომ ეს მიუწვდომელი არ არის. ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ გამორჩეულ სტუდენტებს შეეძლოთ უცხოეთში წასვლა, ახლა მენტალიტეტი შეიცვალა და ყველასთვის ცხადია, რომ არსებობს უამრავი უნივერსიტეტი, სადაც ყველა დონის აბიტურიენტს შეუძლია მოხვედრა. მთავარი ინგლისური ენის კარგად ცოდნა და უცხოური განათლების მიღების სურვილია. ქართული კანონმდებლობა ყველა აბიტურიენტს აძლევს საშუალებას ჩააბაროს უცხოეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. უცხოეთის უნივერსიტეტებში მიღება ხდება იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენთან ეროვნული გამოცდები დაიწყება. პასუხები ნათელი ხდება 1 აპრილს. ასე რომ, იმ აბიტურიენტმა, ვისაც უცხოეთის უნივერსიტეტებში მოხვედრა სურს, წინასწარ იცის, მოხვდა თუ არა სასურველ სასწავლებელში. თუმცა, ხშირად ეროვნულ გამოცდებსაც აბარებენ თავის დაზღვევის მიზნით – იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლეს წასვლა უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად.

– ქართველ აბიტურიენტებში ამერიკულ უნივერსიტეტებზე უფრო დიდი მოთხოვნაა თუ ევროპულზე?

– ქართველი აბიტურიენტები ძირითადად ამერიკულ, ევროპიდან კი ინგლისის პრესტიჟულ უნივერსიტეტებზე აკეთებენ არჩევანს. ეს, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებში დაფინანსების მოპოვება უფრო იოლია, ვიდრე ევროპულში. არჩევანიც, სწავლის დონისა და საფასურის მიხედვით, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ევროპაში, ინგლისის ჩათვლით. თუმცა, აბიტურიენტს ევროპის მაღალი დონის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი ბევრად დიდი აქვს, ვიდრე ამერიკის უნივერსიტეტებში. ევროპაში მოთხოვნები უფრო დაბალია, ვიდრე – ამერიკაში. ევროპაში ორი ტიპის ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი არსებობს: ამერიკული, რომელშიც ასწავლიან იგივე პროგრამით, როგორითაც ამერიკაში, მეორე არის ევროპული ტიპის უნივერსიტეტები, სადაც სწავლება ხდება ინგლისურ ენაზე, მაგრამ, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მოთხოვნა აქვთ სტუდენტმა იცოდეს მათი სახელმწიფო ენა. თუმცა, არა იმ დონეზე, როგორც ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვებათ. ამერიკული უნივერსიტეტებისთვის მისაღები გამოცდა არის CTA ტესტი და აპლიკაცია, თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში CTA ტესტის საშუალო ქულაა 1 700, მაქსიმალური კი – 2 400, ევროპულ უნივერსიტეტში საწყისი ქულა 1 400-ა, მაქსიმალური კი – 1 700-1 800, ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტებშიც კი. ევროპული უნივერსიტეტები აბიტურიენტებისგან მოითხოვენ ან TOEFL ან LEITS-ის ტესტებს, რომელიც ინგლისური ენის გამოსავლენად არის საჭირო. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, შვედეთი მოითხოვს, რომ აბიტურიენტს ჩაბარებული ჰქონდეს ეროვნული გამოცდები საკუთარ ქვეყანაში და წარადგინოს გამოცდების ქულები. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა წესებია დამტკიცებული ამა თუ იმ ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ. მაშინ, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნაა ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებზე, ჩვენთან თითქმის არ არის შემთხვევა ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელება სურდეთ აზიაში. იაპონიაში არსებობს ძალიან მაღალი დონის რამდენიმე უნივერსიტეტი, მაგრამ იქ სწავლების სპეციფიკური დონეა. აზიაში არ არის ის ფაკულტეტები, რომლებზეც ქართველ აბიტურიენტებს აქვთ მოთხოვნა. ამას გარდა, აზიაში ამ სფეროებთან დაკავშირებით, უფრო ვიწრო ხედვაა და არ არის სწავლების გლობალური მეთოდები, რომლებიც სამომავლოდ პრაგმატულ მიზნებზეა გათვლილი.

– როგორ უნდა წარადგინოს აბიტურიენტმა განაცხადი ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში?

– იმ ტესტების ჩასაბარებლად, რომლებსაც უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლები ითხოვენ, საკმაოდ დიდი ხნის მომზადებაა საჭირო. მინიმუმ 6-7 თვე მაინც სჭირდებათ მათ, ვინც მაღალი დონის ინგლისური იცის. შესაბამის ვებ-გვერდებზე დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლე აბარებს ტესტებს. მაგალითად, CAT-ის ტესტს ატარებს თვითონ ამერიკის საელჩო. ტესტი ბარდება ძალიან მკაცრად. ტესტი შედგენილია თვითონ ამერიკელი და ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის, რადგან ეს არის მისაღები გამოცდა ამერიკული უნივერსიტეტებისთვის. იგივე სირთულის ტესტის ჩაბარება ხდება ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებშიც. რაც შეეხება TOEFL-ს, მისი ჩაბარება შესაძლოა სხვადასხვა ცენტრებში, რომლებიც მითითებულია ვებ-გვერდებზე. ტესტების მომზადების შემდეგ იწყება საატესტაციო პროცესი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია. კარგი უნივერსიტეტების უმეტესობას აპლიკაციის გაგზავნის საბოლოო ვადა აქვს 1 იანვრამდე. აპლიკაცია საკმაოდ ბევრ ინფორმაციას მოიცავს, პირველ რიგში პირად ინფორმაციას ბავშვის, მისი სკოლისა და აკადემიური მოსწრების შესახებ. აპლიკაციაში შესული უნდა იყოს ბოლო ოთხი წლის ნიშნები, რომელიც ოფიციალურად უნდა იყოს გაგზავნილი სკოლის მიერ. აპლიკაცია მოიცავს თემებს, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მოსწავლის შესახებ. საჭიროა რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, სკოლის დირექტორისგან. აპლიკაციაში მითითებული უნდა იყოს მოსწავლის კლასგარეშე აქტივობა, მისი მონაწილეობა ჰუმანიტარულ და სპორტულ აქციებში. ზოგიერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი აპლიკაციის მიღების შემდეგ მოითხოვს პირადად გაესაუბროს აპლიკანტს. თუ საქართველოში არ არის ამ უნივერსიტეტების წარმომადგენელი, მაშინ გასაუბრება ხდება სკაიპის მეშვეობით, ესეც დასაშვები ფორმაა.

– როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში?

– დაფინანსება აბსოლუტურად სხვა პროცესია. მისაღები აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ, ხდება დაფინანსების აპლიკაციის შევსება. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტების ადმინისტრაციას აინტერესებს მრავალი დეტალი, მაგალითად, რა ღირებულების და რამდენი სახლი აქვს ან მანქანა ჰყავს სტუდენტის ოჯახს. ისიც კი, თუ წელიწადში რამდენს იხდის კომუნალურ გადასახადებში. ასევე, აინტერესებთ ოჯახის საბანკო ანგარიშები, სტუდენტი მუშაობს თუ არა და შეუძლია თუ არა, ამ გზით საკუთარი განათლების დაფინანსება. მოკლედ, ძალიან ბევრ პატარა დეტალს აქცევენ ყურადღებას. თუ ოჯახს აქვს საშუალება გადაიხადოს სწავლის ღირებულება, ეს ძალიან ზრდის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსს.

– ტესტის ქულები არ არის გადამწყვეტი?

– მოსწავლეს შეიძლება, ტესტის მიხედვით ჰქონდეს საშუალო ქულა, მაგრამ შეეძლოს სწავლის საფასურის სრულად გადახდა, ასეთ სტუდენტს უფრო მეტი შანსი აქვს მოხვდეს უნივერსიტეტში, ვიდრე მას, ვისაც მიღებული აქვს საშუალოზე მაღალი ქულა. თუ სტუდენტი გადახდისუნარიანი არ არის, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ქულები, იმისთვის, რომ ჩაირიცხოს და დაფინანსება მიიღოს. მოსწავლე, რომელსაც ძალიან მაღალი ქულები აქვს და კარგი კანდიდატია, მას ფულის გადახდა რომც შეეძლოს, ძალიან ხშირად უნივერსიტეტი მაინც აძლევს დაფინანსებას. დაფინანსება ერთგვარად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აპლიკაციას შეავსებ, რამდენად მოეწონები და მოუნდება უნივერსიტეტს შენი მიღება. სწორედ ამის მიხედვით ხდება დაფინანსების მიღება. სრული დაფინანსება, რომელშიც შედის ცხოვრებისა და კვების ხარჯებიც, იშვიათია, მაგრამ ნამდვილად არსებობს. ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლების საფასური ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე – ევროპულში. თუ ავიღებთ საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულს, რომელშიც შედის ჰარვარდის, იელის, კოლუმბიის უნივერსიტეტები, სწავლის საფასური ერთი წლის განმავლობაში 50 000 დოლარიდან იწყება, საუკეთესო ოცეულის შემთხვევაშიც, სწავლების საფასური 50 000 დოლარის ფარგლებშია. ფაქტობრივად, არც ერთ უნივერსიტეტში არ ღირს სწავლა 40 000 დოლარზე ნაკლები. ზოგიერთი ქართველი აბიტურიენტი გადამხდელუნარიანია, ზოგიერთი ითხოვს დაფინანსებას და ისე მიდიან. თანხის ნაწილის გადახდა ხდება წინასწარ, ნაწილს კი იხდი გარკვეული პერიოდის შემდგომ. სტუდენტებს აქვთ საშუალება, პარალელურად იმუშაონ და თავადაც დაფარონ სწავლის საფასური. არსებობს საგანმანათლებლო სესხებიც, მაგრამ აუცილებელია, რომ ამერიკის რომელიმე მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს გარანტია, რომ ის ახალგაზრდა ნამდვილად დაფარავს ვალს. თუმცა, ეს ძალიან იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევებია.




скачать dle 11.3