კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არცოდნა არცოდვაა

საგადასახადო სამსახურის ბიბლიური მოტივები

მართალია, ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტრო დუმს, რატომ უწევს ახალი „საგადასახადო კოდექსით“ მცირე მეწარმეებს (რომელთა სამეწარმეო ბედნიერებისთვისაც დაიწერა ის ახლებურად) იმაზე მეტი გადასახადების გადახდა, ვიდრე არათუ ინდმეწარმეს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასაც კი, თუმცა პრემიერ-მინისტრის თვე-ნახევრის წინანდელი განცხადება (მოგვაწოდეთ შენიშვნები და უმალ გამოვასწორებთო) გვაიმედებს, რომ, ამ თუ არა, სხვა საგადასახადო კოდექსით მაინც მივა გაზაფხული მცირე მეწარმეების ქუჩაზე. მანამდე კი, როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი მეწარმეების ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად სახელმწიფო სპეციალურ ტრენინგებს მართავს. მართალია, ამ ტრენინგებზე დასწრება ნებაყოფლობითია, თუმცა, თუ საქმეს ახლოდან შევხედავთ, შესაძლოა, ეს თეზა მაინცდამაინც სრულყოფილად არც ასახავდეს ჭეშმარიტებას.

წინასწარი ინფორმაციით, საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნით დაშვებული შეცდომა ჯარიმით არ დაისჯება, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ მეწარმე, კანონის უკეთ შესასწავლად და მომავალში შეცდომებისგან თავის დასაზღვევად, სპეციალურ ტრენინგებს დაესწრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ისევ ჯარიმის გადახდა მოუწევსო.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელშიც ზემოთქმულია ასახული, ხალხის რჩეულებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს, მეტიც, მოიწონეს და მეორე-მესამე ჯერზე მოსასმენადაც შეამზადეს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, არსებული პრაქტიკით, პარლამენტის კედლებში ერთხელ მოხვედრილი (რა თქმა უნდა, კანონპროექტი) და მოწონებული, როგორც წესი, კანონის სახეს იძენს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტულსაც იავარდფენილი გზა ელის. მანამდე კი შემოსავლების სამსახურში დარწმუნებული არიან, რომ ამ ინიციატივით ქვეყანაში ხელი ბიზნესის განვითარებასაც შეეწყობა და ბიზნესმენებთან თანამშრომლობაც გაღრმავდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქვეყნის საფინანსო სამსახურებმა (თუნდაც, იმ მარტივი მიზეზით, რომ ფინანსების მოზიდვა ევალებათ), ბიზნესმენებს ცოდნა უფასოდ აუმაღლონ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არცოდნით ჩადენილი გადაცდომის შემთხვევაში მეწარმეს არ დააჯარიმებენ, მაინც სასიამოვნოა, რაკი ასეთი პროზაული სტრუქტურა იმ ბიბლიური მოტივით ამოქმედებულა, როდესაც არცოდნა არცოდვაა.


скачать dle 11.3