კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსეირენი

ანუ შიშშეპარული

მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენებური პოლიტსპექტრი და, მაინცდამაინც, არც ქართული მედია აღარ გამოთქვამს ცხოველ აღშფოთებას საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის მიმართულებით, ამ საკითხით ოკეანის გაღმა დაინტერესდნენ, თუმცა, არც მთლად მაღალი ეშელონებიდან. კერძოდ, აშშ-ის მარშალის ცენტრის ფონდის ექსპერტის, ქ-ნი შტელზენმიულერის განმარტებით, თურმე, ევროპაში ბევრი ყოფილა უკმაყოფილო საფრანგეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით. მეორე მხრივ, ქ-ნი ექსპერტი არც ამ უკმაყოფილების მიზეზს მალავს. მომყავს ციტატა: „ჩვენ ყველამ მოვისმინეთ რუსი გენერლის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ „მისტრალის“ დახმარებით ზუსტად რამდენიმე საათში გააკეთებს იმას, რასაც საქართველოსთან რამდენიმე დღე დასჭირდა.“ მეორე მხრივ, ვიდრე ევროპელები იმას შიშობენ, რომ, აი, იმ „მისტრალით“ რფ სწორედ მათ ამოიღებს მიზანში, რუსული მედიის ცნობით, რუსეთ-საფრანგეთის მოლაპარაკებები ჩიხში შესულა, სხვათა შორის, მეტად პროზაული მიზეზით (და არა იმიტომ, რომ ბ-ნ სარკოზის გულში შიში შეეპარა): მხარეები ფასზე ვერ თანხმდებიან. პარიზს ადრე 980 მილიონად შეთავაზებული „მისტრალი“ მილიარდ 24 მილიონამდე გაუძვირებია (მადა, განა მარტო ჩვენთან, იმათთანაც ჭამაში მოდის!). თუმცა, რუსული გამოცემები იმედოვნებენ, რომ პრობლემა, შესაძლოა, კვლავ პირველი პირების – ერთი დე-იურე (სარკოზი), ერთიც – დე-ფაქტო (პუტინის) დონეზე გადაწყდეს. ხოლო, თუკი ამ ორი ლიდერის შეხმატკბილებას გავიხსენებთ, სავარაუდოა, რომ, ადრე თუ გვიან, მორიგდებიან.

ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ, „მისტრალის“ ფლობის შემთხვევაში, რფ ამ თანამედროვე მოწყობილობას დიდი ალბათობით სწორედ ალიანსის წინააღმდეგ ამზადებს (გავრცელებული ინფორმაციით, მის განთავსებას წყნარ ოკეანეში აპირებს) და იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენი გაფრთხილება შეშფოთების გამოთქმის ღირსადაც არ ჩათვალეს, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ჩვენი გაბზარული გულები სეირის ცქერით გავიმრთელოთ.


скачать dle 11.3