კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გაზაფხული შემოსულა, ლენ“

რევოლუციური მერცხლები

ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი არეულობაა (მთლად ისეთიც არა, როგორც ლიბიაში, თუმცა, არც იმაზე ნაკლები, ვიდრე, თუნდაც, მაროკოში): კონსტრუქციულად შერაცხილი ოპოზიცია (როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოში), ბუნებრივია, რევოლუციურ გარდაქმნებს ემიჯნება; არაკონსტრუქციულად წოდებული – ლიბიას ნატრობს საქართველოში, ხოლო დანარჩენები გაზაფხულს ელოდებიან. ამის პარალელურად, თითქმის ყველა მათგანი თავიანთი პარტიული სტრუქტურების შექმნა-გამაგრებითაა დაკავებული, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან, ცდილობენ, რომ 2012 წელს რაც შეიძლება მომზადებულები შეხვდნენ. მეორე მხრივ, ვითომ რატომ არ უნდა მოემზადონ, როდესაც ამ ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხოდ და დალხენილად სწორედ ხალხის რჩეულები ცხოვრობენ (მოგეხსენებათ, 2012 – საპარლამენტო არჩევნების წელია).

თუმცა, როგორც უნდა იყოს, მაგალითად, „ქართული პარტიის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ბ-ნმა კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „გაზაფხული მოვიდა და შეუძლებელია, მან გამარჯვებები არ მოიტანოს“ და, ისიც განგვიმარტა, რომ „ქართული პარტია“ არა ბელადების, არამედ ხალხის პარტიაა (თუმცა ეს არიაც ძველი ოპერიდანაა, რადგან ის დროც გვახსოვს, დღეს უკვე დამუქებულშუშიანი ავტოებით მოსრიალე მაღალჩინოსნები მეტრო-მეტრო რომ დადიოდნენ; ოღონდ, ეს მანამ იყო, სანამ სკამის ჯადოსნურ მაგიას იგემებდნენ).

ასეა თუ ისე, რესპუბლიკელებმა იმთავითვე დაიწუნეს დაანონსებული აქციები (სავარაუდოდ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით), თუმცა, თუ ბ-ნი კიწმარიშვილის დაპირებას გავიხსენებთ (შეუძლებელია, გაზაფხულმა გამარჯვებები არ მოიტანოს), ვითომ, მერცხლებს ელოდებიან?!


скачать dle 11.3