კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეფორმამოწყურებულები

„… ბუზი ბაღდადიდან მოვაო“

სხვა თუ იმ მიზეზის გამო, რომ „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“, ჩვენთვის ჩვენივე ქვეყნის არანაკლებ ჩვენი ძალოვნები მაინცდამაინც მოსახელთებელნი არ არიან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „შინაურ მღვდლად“ ძალოვნები კი არა, მათთან კომუნიკაციის მსურველი ადგილობრივები იგულისხმებიან). თუმცა, მეორე მხრივ, მათი გულისა და სამსახურის კარი ყოველთვის ღიაა უცხო სტუმრებისთვის (შესაძლოა, იმიტომაც, რომ უცხო საუცხოოა!), განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც უჭირს (უჭირს, რა თქმა უნდა, რეფორმებში). ამიტომაც, ყირგიზეთის სამთავრობო ჯგუფის შვიდკაციანი შემადგენლობა პირველი სამუშაო ვიზიტით სწორედ საქართველოს შსს-ს ეწვია. დელეგაციის წევრები, გავრცელებული ინფორმაციით, თვით მინისტრმა მიიღო. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ვინაიდან ყირგიზ სტუმრებს მტკიცედ სწამთ, რომ ქართულ სამართალდამცავ სისტემაში განხორციელებული ცვლილებები სამაგალითოა, ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება სურთ. მეტიც, არა მხოლოდ ძალოვან ფლანგზე, სხვა მიმართულებებითაც. მართალია, ვიზიტი არცთუ დიდხნიანი გახლდათ (სულ რაღაც სამ დღეს გაგრძელდა), მაგრამ ყირგიზმა რეფორმამოწყურებულებმა ამ მცირე ხანშიც კი მოასწრეს რამდენიმე ქართული უწყების მონახულება (იმიტომ, რომ, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო). გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმების გატარება ფაფის ჭამა არ არის, ამთავითვე ცხადია, რომ ჩვენი შუააზიელი მოწაფეები (თუ, რა თქმა უნდა, გამორეფორმებულობის მათი სურვილები გულწრფელია) კიდევ არაერთხელ აუტალახებენ კარს ჩვენს ნომერ პირველ რეფორმატორ მთავრობას.

მეორე მხრივ, წინასწარ მაინც რთული სათქმელია, რა უნარ-ჩვევებს გამოამჟღავნებენ მსურველები ქართული რეფორმების დასწავლის საქმეში, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ის მაინც აშკარაა, რომ თაფლი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – რეფორმები) იყოს, თორემ ბუზი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – რეფორმამოწყურებულები) ბაღდადიდან მოვაო.


скачать dle 11.3