კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლე „გუდვილისგან“: მაღაზია-სალონი „მერლინი“ – ყველასთვის, ყველა ზომის, ყველაზე მისაღებ ფასად

აბაშიძის 81-ში, „გუდვილის” ქვებრენდით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაემატა თბილისს, ეს გახლავთ ახლად გახსნილი სალონი „მერლინი”.

ეს სავაჭრო ობიექტი „გუდვილის” პირველი მაღაზიაა, რომელიც მორგებულია კლიენტის გემოვნებაზე და გამორჩეულია განსაკუთრებით დაბალი ფასებით.

აღსანიშნავია, რომ პროდუქცია მრავალფეროვანია, რომელსაც აქვს როგორც ქალისა და მამაკაცის, ასევე საბავშვო ხაზიც.

„მერლინში” შესაძლებელია როგორც ნებისმიერი ზომის ტანსაცმლის შეკვეთა, ასევე, ადგილზე შეკერვა და გადაკეთებაც.

მაღაზიაში წარმოდგენილი BTM-ის პროდუქცია იკერება ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ფაბრიკაში.

ირინა ქოზაშვილი (მაღაზია „მერლინის” დირექტორი): „მერლინი” გახლავთ „გუდვილის” ქვებრენდი. უკვე ერთი წელია, „გუდვილი” თანამშრომლობს ხელვაჩაურის ტექსტილის ფაბრიკასთან და ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ყველას ძალიან მოსწონს, როცა ასეთ პროდუქციას იძენს დაბალ ფასად. შეიმოსო იაფად და გემოვნებით – ეს უკვე „მერლინშია” შესაძლებელი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი კომფორტი შეგვექმნა ქალაქის ცენტრში ჩვენივე მომხმარებლებისთვის. მაღაზიაში შესაძლებელია „გუდვილის“ ბონუს-ბარათის გამოყენება და ქულების დაგროვება. ვინც არის „გუდვილის” მომხმარებელი, ისინი ბარათზე დაგროვილი ქულებით „მერლინში” აარჩევენ საჩუქარს, დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული მაქმანებითა და თეთრეულით.

აქ შესაძლებელია, შეიძინოთ ტანსაცმელი 15 ლარიდან, თეთრეული – 6 ლარიდან. მაღაზია-სალონში ქსოვილების ფართო არჩევანიცაა. ყველა ქსოვილის ფასი 5 ლარია. მომხმარებელს ადგილზე შეუძლია, აირჩიოს სასურველი ქსოვილი და შეუკვეთოს მკერავს. მოგეხსენებათ, შეკერვა-გადაკეთების სერვისიც გვაქვს. ჩვენთან კაბის შეკერვა (ნებისმიერი სტილისა და სირთულის) ღირს 35 ლარი, ქვედაბოლოსი – 20 ლარი, შარვლის – 25 ლარი, გადაკეთება – 5 ლარი.

„მერლინის” გახსნით ჩვენი მიზანი იყო, შესაძლებელი გამხდარიყო მომხიბვლელი და კომფორტული ტანსაცმლის შეძენა-შეკერვა მომხიბვლელი ფასებით.

თეა გოცაძე („გუდვილის” საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი): „მერლინი” არის ტექსტილის თეთრეულისა და ტანსაცმლის მაღაზია. ის განსაკუთრებულია თავისი ხარისხითა და ფასებით. ხუთი თვის წინ ჰიპერმარკეტ „გუდვილში” გავხსენით BTM-ის სექცია, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც გამოიხატა როგორც კლიენტების, ასევე, გაყიდული პროდუქციის რაოდენობაშიც. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, სწორედ ქალაქის ცენტრში, აბაშიძის 81-ში გაგვეხსნა ახალი სავაჭრო ობიექტი, რათა ჩვენი კლიენტებისთვის უფრო მეტი კომფორტი შეგვექმნა.

მომხმარებლებს სხვადასხვა აქციასაც შევთავაზებთ. ასევე, მალე დაიწყება მაღაზიის სახის შესარჩევი კონკურსი, რომელიც სტუდენტებს შორის ჩატარდება. მაღაზიის სახე იქნება როგორც გოგონა, ისე ვაჟი.


скачать dle 11.3