კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე გრძელფეხება სამხრეთამერიკელი მოდელი და რომელი რუსი გოგონა მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგში

ისინი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები არიან პლანეტაზე და მათი საერთო წლიური შემოსავალი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს უდრის. მათი უმეტესობა ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული ბრენდების სარეკლამო სახეა და, პოდიუმთან ერთად, ეს ითვლება მათ ძირითად შემოსავლის წყაროდ. ბრიტანელმა მოდის ექსპერტებმა დათვალეს, წლის განმავლობაში რომელმა მოდელმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა და გამოაქვეყნეს იმ მოდელების ჩამონათვალი, რომლებიც სამართლიანად იწოდებიან „სუპერმოდელებად”.

ჟიზელ ბუნდჰენი – 25 მილიონი დოლარი

30 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი, რომელიც უკანასკნელი წლებია, რეიტინგის პირველ საფეხურზე „დაფუძნდა“ და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს „იბატონებს” მოდის სამყაროში. ბუნდჰენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია მსოფლიოში და მისით აღფრთოვანებას ვერ მალავენ პლანეტის საუკეთესო მოდელიერები. ჟიზელი ყველაზე სასურველი და წარმატებული მოდელია, რომელიც „ვერსაჩესთნ” და „დიორთან” თანამშრომლობს; იგი ძვირად ღირებული მაჯის საათების ფირმა „ებელის” და საკუთარი საზაფხულო ტანსაცმლის ხაზის სახე და, ასევე, განთქმული ქველმოქმედია. გასულ წელს, ჟიზელმა საკუთარი ჯიბიდან 1,5 მილიონი დოლარი ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა. სხვათა შორის, რომ არა „ვიქტორია სიკრეტთან” გაწყვეტილი კონტრაქტი, ჟიზელის წლიური შემოსავალი არანაკლებ 35 მილიონი დოლარი იქნებოდა.

ჰაიდი კლუმი – 9,7 მილიონი

ფუნტი-სტერლინგი

37 წლის გერმანელი ჰაიდი კლუმი, მოდელის კვალობაზე სოლიდური ასაკის მიუხედავად, მეორე პოზიციაზე იმყოფება. პოპ-შემსრულებელ სილის მეუღლე და „ვიქტორია სიკრეტის” ყოფილი ანგელოზი, „დიეტ კოკასთან”, „ფოლკსვაგენთან”, „მაკდონალდსთან” და „მოტოროლასთან” თანამშრომლობს და, პარალელურად, საკუთარი სატელევიზიო შოუ მიჰყავს. 2010 წლის ოქტომბერში კლუმისა და „ვიქტორია სიკრეტის” 13-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა, პრესასთან კი კლუმმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ყველაფერ კარგს ყოველთვის აქვს დასასრული. მე მუდამ მემახსოვრება „ვიქტორია სიკრეტი” და არასდროს გავცემ მის საიდუმლოს“. აღსანიშნავია, რომ, წინა წელთან შედარებით, ჰაიდიმ 2 მილიონი დოლარით მეტი გამოიმუშავა, ხოლო, „ვიქტორია სიკრეტთან” დასრულებული კონტრაქტის გათვალისწინებით, მომავალი წლის რეიტინგში მისი მეორე ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

ქეით მოსი – 5 მილიონი

ფუნტი-სტერლინგი

37 წლის ქეით მოსი „ვერსაჩესთან”, „ლონგჩემპთან” და დევიდ იურმანთან თანამშრომლობს. მოქმედი მოდელებიდან მოსი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პიროვნებაა, რომელსაც სხვადასხვა დროს რომანი ჰქონდა ჯონი დეპთან და პრობლემები შეექმნა ნარკოტიკების გამო. ასაკის მიუხედავად, მასზე დღემდე მოთხოვნაა და ცნობილი სამოდელო სახლების ჩვენებებზე კვლავ წამყვანი პოზიციები უკავია, რაზეც მისი საკმაოდ სოლიდური წლიური შემოსავალი მეტყველებს.

ადრიანა ლიმა – 4,8 მილიონი

ფუნტი-სტერლინგი

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სექსუალური მოდელი, რომელმაც გათხოვებისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დათმო პოზიციები ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგშია. „ვიქტორია სიკრეტის” ანგელოზი, ადრიანა ლიმა სამოდელო სააგენტო „მერილინ აჯენსისთან” თანამშრომლობს და ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტოსესია, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, „ვოგის” იტალიური გამოცემის თებერვლის ნომრისთვის შედგა. რეტროს სტილში გადაღებულ ფოტოებზე ადრიანა „ვალენტინოს”, „ერესისა” და „დოლჩე და გაბანას” მოკლე ქვედაბოლოებში პოზირებდა.

დაუტცენ კროესი – 3,6 მილიონი

ფუნტი-სტერლინგი

ჰოლანდიურ სოფელში დაბადებული, 26 წლის დაუტცენ კროესი, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი დამქირავებელი „ვიქტორია სიკრეტია”, რომლის თეთრეულშიც ქერათმიანი დაუტცენი მართლაც ძალზე მიმზიდველად გამოიყურება. სხვათა შორის, ჰოლანდიელი მოდელი ამჟამად პოდიუმისგან ისვენებს და ამისთვის მას საპატიო მიზეზი აქვს – 2011 წლის 21 იანვარს, ამსტერდამში, დაუტცენმა იმშობიარა და ვაჟი შეეძინა.

ალესანდრა ამბროზიო – 3,6 მილიონი ფუნტი-სტერლინგი

„ვიქტორია სიკრეტისა” და ბრაზილიური „დესანტის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, 29 წლის ალესანდრა ამბროზიო, სამხრეთ ამერიკის ყველაზე გრძელფეხება მოდელია და არაერთხელ უღიარებიათ, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალბატონად. რომელიც მრავალი წელია, თანამშრომლობს მსოფლიოს მოდის გიგანტებთან: „რალფ ლორანთან”, „ჯორჯო არმანისთან” და „კელვინ ქლაინთან”. გარდა ამისა, ალესანდრა განთქმული იტალიური „პირელის” ყოველწლიური საფირმო კალენდრებისთვის მოწყობილი ფოტოსესიების მუდმივი სტუმარია.

ნატალია ვოდიანოვა – 3,3 მილიონი ფუნტი-სტერლინგი

რუსეთის ერთადერთი წარმომადგენელი რეიტინგში, ნიჟნი ნოვგოროდში დაბადებული ნატალია, „კელვინ ქლაინის” „სახედ და სხეულად” ითვლებოდა. გათხოვებისა და მშობიარობის შემდეგ, ნატალიამ მიატოვა მოდელის აქტიური კარიერა, თუმცა, დიდძალი ჰონორარების სანაცვლოდ, იგი მაინც გამოდის ხოლმე პოდიუზმე. ნატალიას მეუღლე, ინგლისელი არისტოკრატი, ჯასტინ ტრევორ ბერკლი პორტმანია. იგი პორტმანების მე-10 ვიკონტის ძმაა, რომლის ოჯახი ბრიტანელ პერებს ეკუთვნის.

კეროლინ მერფი – 1,8 მილიონი ფუნტი-სტერლინგი

მოდელების „ძველი გვარდიის” კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელზეც ასაკი ვერანაირად ვერ მოქმედებს, 37 წლის კეროლინ მერფი, დღემდე ითვლება საცურაო კოსტიუმებისა და სექსუალური საცვლების პოდიუმზე ჩვენების ეტალონ-მოდელად. სხვადასხვა დროს კეროლინი „მარკ ჯეიკობსთან”, „რობერტო კავალისთან”, „დიორთან”, „ვერსაჩესთან”, „ოსკარ დე ლა რენტასთან” და სხვა ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობდა. 1999 წელს ჟურნალმა „ვოგმა” კეროლინი „მილენიუმის მოდელად” დაასახელა. თავისი უნაკლო სხეულის ჩვენებას მერფი არც გულახდილ ფოტოსესიებში ერიდება, რასაც ჟურნალ „ფლეიბოისთვის” გადაღებული ფოტოებიც მოწმობენ.

скачать dle 11.3