კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი უფლება მისცა ბორდელებსა და ღამის კლუბებს იორდანიის მეფე აბდალა მეორემ და რა აკავშირებს მას ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან

მთავრობის ცვლილება ტუნისში, მუბარაქის პოლიტიკიდან წასვლა, სისხლიანი გამოსვლები ბაჰრეინში, ინტერნეტის აკრძალვა ლიბიაში, ოპოზიციის მიტინგები ირანში და სხვა არაბულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები... ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკის ექსპერტთა ვარაუდით, საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ „ჯაჭვურ რეაქციასთან”, რომელმაც, შესაძლოა, მთელ არაბულ სამყაროში ქაოსი გამოიწვიოს და ამის ერთადერთი მიზეზი ის დიქტატორული რეჟიმებია, რომელთა წინააღმდეგაც იბრძვის მილიონობით არაბი. ტუნისური და ეგვიპტური სცენარების განვითარებას ელიან იორდანიაშიც, რომელსაც 1999 წლიდან მეთაურობს ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალ დიქტატორად წოდებული მეფე აბდალა მეორე, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ ამჯერად.

* აბდალა მეორე 1962 წელს ამმანში დაიბადა. მამამისი იორდანიის მეფე ჰუსეინ ბენ ტალალი იყო და მათი გვარი მუჰამედის პირდაპირი შთამომავალია, პირადად აბდალა კი მუჰამედის 43-ე თაობის წარმომადგენელია. იორდანიაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აბდალას „უცხოელს” უწოდებდნენ, რადგან დედამისი წარმოშობით ბრიტანელი არისტოკრატი იყო. დაწყებითი განათლება აბდალამ ამმანში მიიღო, ისლამისტურ სკოლაში, შემდგომ კი სწავლა სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიასა და ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო. აბდალამ სტაჟირება გაიარა დიდი ბრიტანეთის სამეფო ჯარების კავალერიის რიგებში, ასევე, მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. 1994 წელს კი პრინცმა აბდალამ იორდანიის სამეფო ჯარების ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.

* არსებობს ვერსია, რომ გამეფების შემდეგ აბდალა მეორე ხშირად იცვლის ტანსაცმელს და ჩვეულებრივი მოქალაქის რანგში, კონსპირაციულად სეირნობს ამმანის ქუჩებში და ახლოდან ეცნობა საზოგადოების პრობლემებს. ამბობენ, რომ მეფის ყოველი ასეთი გასეირნება რომელიმე სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის სამსახურის დაკარგვით მთავრდება, რადგან მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო მეფე ხალხისგან იგებს ამა თუ იმ სამინისტროს ცუდ მუშაობას.

* მეფე აბდალა მეორე კვალიფიცირებული მყვინთავი, პარაშუტისტი და პილოტია. გატაცებულია ავტორალით და სპორტის სხვა ექსტრემალური სახეობებით. მეფე აბდალა იაპონური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცემელია და პირადად იცის რამდენიმე კერძის მომზადება.

* მეფე აბდალა ამერიკული სერიალის – „სტარ ტრეკის” დიდი თაყვანისმცემელია ბავშვობიდან და 1996 წელს მამის პროტექციით, მან მონაწილეობა მიიღო „სტარ ტრეკის” მეორე სეზონის ერთ-ერთი სერიაში, სადაც უსიტყვო ეპიზოდური როლი შეასრულა. აბდალა იმდენად მცირე ხნით ჩანდა ეკრანზე, რომ მისი სახელი ტიტრებშიც არ ჩაუწერიათ, თუმცა, საკუთარი გვერდი მსოფლიოს კინოს ენციკლოპედიაში, კინოს ინტერნეტ ბაზაში „აიემდებე.ქომზე” მეფეს გახსნილი აქვს, სადაც ფილმოგრაფიაში უწერია „სტარ ტრეკი”.

* იორდანიის მეფე აბდალა მეორე ერთ-ერთ ყველაზე „პროგრესულ მონარქად” ითვლება პლანეტაზე. ცნობილია, რომ იგი ერთადერთი არაბი მმართველია, რომელმაც მუსლიმანებისთვის წმიდა რამადანის დროს ბორდელებს, ღამის კლუბებს, დისკოთეკებს და ბარებს მუშაობის უფლება მისცა. მეფის განკარგულებამდე, რამადანის დროს ყველა ეს დაწესებულება იკეტებოდა და უცხოელ ტურისტებსაც არ უწევდა მომსახურებას.

* იორდანიის მეფე აბდალა მეორეს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინთან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მან აშკარად დაიჭირა რუსეთის მხარე კონფლიქტის დროს და მოიწონა მედვედევის სამშვიდობო ინიციატივა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე. 2011 წლის იანვარში, რუსეთთან მეგობრობის დამტკიცების მიზნით, აბდალა მეორემ ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა ცხინვალში. მას, ასევე, მეგობრობა აკავშირებს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან, რომელიც საკუთარ ძმად მიაჩნია.

* იორდანიის მეფე აბდალა მეორეს უკვე შერჩეული ჰყავს მემკვიდრე სამეფო ტახტზე. სპეციალურ საღამოზე, რომელიც მეფის ორგანიზებით შედგა, გამოცხადდა, რომ იორდანიის მომდევნო მეფე აბდალას ვაჟი, 17 წლის ჰუსეინი გახდება. საინტერესოა, რომ თავდაპირველად აბდალამ თავის მემკვიდრედ თავისი ძმა, 32 წლის ჰამზა დაასახელა, თუმცა შემდგომ გადაიფიქრა და პოსტი ვაკანტური იყო. აბდალას მამა, მეფე ჰუსეინ ბენ ტალალი, 50 წელი მეფობდა იორდანიაში.

* 2008-2009 წლების ისრაელ-პალესტინის სამხედრო დაპირისპირების დროს, იორდანიის მეფე აბდალა მეორე ყოველკვირეულად აბარებდა სისხლს დაჭრილი პალესტინელების დასახმარებლად და ამით მაგალითს აძლევდა თავის მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ იორდანიის მოსახლეობის 70 პროცენტი პალესტინელებისგან შედგება.

* იორდანიის მოსახლეობა მეფე აბდალა მეორეს ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს. მეფე აბდალას მჭიდრო კავშირი აქვს ამერიკის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსთან, რაც დაუშვებელ ფაქტად მიაჩნიათ მისი პოლიტიკის ოპონენტებს, ერთადერთ მოკავშირედ მსოფლიოში რუსეთის ფედერაცია მიაჩნიათ. სხვათა შორის, რუსეთს პირველ მოკავშირედ მეფეც მიიჩნევს – მთლიანი სამხედრო შეიარაღება, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები, იორდანიის არმიას რუსეთისგან აქვს შეძენილი; ასევე, მეფე აბდალას რუსეთის იმედი აქვს იორდანიის ბირთვული პროგრამის ამოქმედებაში.

* მეფე აბდალა მეორის მეუღლე, დედოფალი რანია, პლანეტის ყველაზე ლამაზ დედოფლად ითვლება. ერთმანეთი მათ 1993 წელს „სითიბანკის” ოფისში გაიცნეს, გაცნობიდან ორი თვის თავზე კი ისინი დაქორწინდნენ და რანიამ ოფიციალურად მიიღო მომავალი დედოფლის ტიტული. რანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საქმეებში და არ უყვარს ჩრდილში ყოფნა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ოპრა უინფრის შოუში, სადაც ღიად ისაუბრა თავის ცხოვრებასა და ქმართან ურთიერთობაზე. რანია „ტვიტერის” აქტიური მომხმარებელია და არც ერთ შეტყობინებას არ ტოვებს უპასუხოდ. იტალიელი მოდელიერის, ჯორჯო არმანის თქმით, იორდანიის დედოფალი რანია მისი ცხოვრების უმთავრესი მუზაა. გავლენიანი ჟურნალის „ვენიტი ფეირის” გარეკანისთვის გადაღებულ ფოტო-სესიაში 2008 წელს დედოფალი რანია სწორედ „არმანის“ ტანსაცმელში პოზირებდა. ამბობენ, რომ რანიას ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული და ბრილიანტებით შემკული ფეხსაცმელი აქვს, რომლის წონა 400 გრამია, თუმცა, არც ერთ ფოტოზე დედოფალი ამ ფეხსაცმლით არ დაფიქსირებულა; სამაგიეროდ, დედოფალ რანიას ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის” ყველა წიგნი აქვს წაკითხული და ამ ფაქტს ის არ მალავს.


скачать dle 11.3