კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* წამება რუსეთში ძველი დროიდან დაკითხვის ერთადერთ საუკეთესო ფორმად ითვლებოდა. გამოტეხის მიზნით, სასტიკად აწამებდნენ ქურდობის ფაქტზე წასწრებულს მაშინაც კი, როცა ის დანაშაულს აღიარებდა. წამების მიზანი დამნაშავის მიერ ადრე ჩადენილი თუ ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება იყო.

* იულიუს კეისარი არა მარტო დიდი იმპერატორი, არამედ, ძლიერი მხედართმთავარიც იყო. რომაელი მხედართმთავრები გამარჯვების შემდეგ რომში ტრიუმფით შედიოდნენ. იულიუს კეისარს ოთხჯერ ხვდა ამის პატივი. გამარჯვება მან პომპეის სამოქალაქო ომშიც მოიპოვა, თუმცა თავიანთი თანამემამულეების დამარცხების ტრიუმფით აღნიშვნა რომაელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს.

* კამჩატკის მცხოვრებნი სხვადასხვა „სპეციალობის“ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, თუმცა, ერთ-ერთ ღმერთს, კუხტუს, არანაირ პატივს არ მიაგებდნენ და არც არაფერს სთხოვდნენ – ის სამყაროს შემქმნელად ითვლებოდა.

* კარპატებში, მაღალმთიან რკინიგზაზე, ყოველთვის ეწყო წყლით პირთამდე სავსე კასრები, რომლებიც მემანქანეებს დიდ სამსახურს უწევდა: თუ მატარებლის სიჩქარე დაშვებულზე მაღალი იყო, ხიდი რეზონანსულ რხევას იწყებდა და, შეიძლება, ჩანგრეულიყო. კასრებიდან გადმოღვრილი წყალი კი მემანქანეს ამის შესახებ აფრთხილებდა.

* მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ დანიის ოკუპაციის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება: ყველა დანიელი ებრაელი ვალდებული იყო, ტანსაცმელზე მიემაგრებინა დავითის ყვითელი ვარსკვლავი, რათა სხვა ეროვნების ადგილობრივი მხოვრებლებისგან ადვილად გამოერჩიათ. თუმცა მათ გარკვეული დროის განმავლობაში მოახერხეს დამალვა და შემდეგ შვედეთში მშვიდობიანად გადავიდნენ, რადგან ყვითელი ვარსკვლავი არა მარტო იმ 5 000 დანიელ ებრაელს ეკეთა, არამედ ყველა იქ მცხოვრებს, მეფისა და დედოფლის ჩათვლით.

* ძველ რომში – გლადიატორთა ბრძოლები, დღევანდელ ესპანეთში – კორიდა... ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებნი კი რამდენიმე საუკუნის წინათ ტკბებოდნენ გლადიატორთა უჩვეულო ბრძოლებით... ზვიგენებთან.

* ცნობილი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გეომეტრიკოსი, ინჟინერი არქიმედე სირაკუზელი ისე აღაფრთოვანა ერთ-ერთმა გეომეტრიულმა კომპოზიციამ – ცილინდრმა, რომელშიც სფერო და კონუსია ჩასმული პროპორციით 1:2:3, რომ ითხოვა, მის საფლავზე დაედგათ.

* „ურა“ მონღოლურად „სიკვდილს“ ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რა უხერხული მოწოდებები და შეძახილები აქვთ რუსებს.


скачать dle 11.3