ბრძნული აზრები
განდი: თავისუფლება არაფერს ნიშნავს, თუ ის არ ითვალისწინებს შეცდომის თავისუფლებას.
გოეთე: გაცილებით ადვილია, მიაგნო შეცდომას, ვიდრე ჭეშმარიტებას.
სოლომონ მეფე: სულელიც კი, თუ ის დუმს, შეიძლება, ბრძენად ჩაითვალოს.
სოკრატე: უნდა ჭამო, რომ იცხოვრო და არა იცხოვრო, რომ ჭამო.
გურამიშვილი: ჭკვის უკეთესი საქონლად არა- რა საქონელია. თუ კაცი ნდობას მიჰყვების, მიდღეში არ გამდიდრდება – როცა პატარას იშოვნის, მერმე დიდს მაეკიდება.
ფულერი: ადამიანების უმრავლესობა თავისი დროის დიდ ნაწილს შრომაში ატარებს, რჩებათ ცოტა თავისუფალი დრო და ეს დრო ისე აღელვებთ, რომ ცდილობენ, თავიდან მოიშორონ ის.
ლაროშფუკო: ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვარეთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.
კარლეილი: ადამიანი არ უნდა უჩიოდეს დროებას – ამით არაფერი გამოდის. დროება ცუდია. მერე რა, ადამიანიც ხომ სწორედ იმიტომ არის, რომ გააუმჯობესოს ის.
მენანდრი: სამართლიანი ადამიანის ზნეობრივი პრინციპები სავსებით ცვლის კანონებს.
ჩესტერფილდი: როგორც მეგობრობაში, ისევე მტრობაშიც, დააწესე მიმნდობლობისა და მტრობის გარკვეული საზღვრები. დაე, პირველი იქამდე ნუ მივა, რომ საშიში გახდეს, მეორე კი – შეურიგებელი.
ბრიუიერი: კეთილია, ვინც ხალხის სიკეთეზე ზრუნავს; ძალიან კეთილია, ვინც ამ სიკეთისთვის ევნო; სრულქმნილების ზღვარს მიაღწია, ვინც თავი დასდო სიკეთისთვის.
ტოლსტოი: სიკეთე არის ჩვენი მუდმივი ცხოვრების უმაღლესი მიზანი. როგორც არ უნდა გვესმოდეს სიკეთე, ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ.
ტულიუსი: სამართლიანობა კეთილ თვისებებს შორის ყველაზე მაღალი თვისებაა.
ვოლტერი: ადამიანის შესახებ მსჯელობენ მხოლოდ მისი მთავარი საქმეების და არა მისი შეცდომების მიხედვით.
სვიფტი: ნამდვილად საბედისწერო შეცდომას ჩავდივართ, როცა დაუფიქრებლად ვიწყებთ ტრიალს ისეთ საზოგადოებაში, სადაც სულელის სახელით გვიცნობენ, მაშინ, როცა, შეგვეძლო, ისეთი კამპანია შეგვერჩია, სადაც ფილოსოფოსად ჩაგვთვლიდნენ.
არისტოტელე: შეცდომას მრავალნაირი გზა აქვს, სწორად მოქმედებას – ერთადერთი. ამიტომ, პირველი იოლია, მეორე – ძნელი: მიზანს იოლად ააცდენ, მაგრამ ძნელად მოახვედრებ.
ტვენი: რაც უფრო გაუმართლებელი და სულელურია რომელიმე შემორჩენილი ადათი, მით უფრო ძნელი ხდება მისი აღმოფხვრა.
ბელინსკი: ადამიანს იმის ეშინია, რაც არ იცის, ცოდნით კი ყოველგვარ შიშზე იმარჯვებს.
ციცერონი: არ შეიძლება, გიყვარდეს არც ის, ვისიც გეშინია და არც ის, ვისაც შენი ეშინია.
ბისმარკი: სიყვარული – ეს არის მთელი ეპოქა ქალის ცხოვრებაში, ხოლო ეპიზოდი – მამაკაცის ცხოვრებაში.