სამდღიანი დიეტა – მინუს 3 კილოგრამი
ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის, ვისაც, გარკვეული მიზეზების გამო, სასწრაფოდ სჭირდება წონაში დაკლება. თუმცა, თუ გსურთ, რომ მერე ისევ არ მოიმატოთ ან კიდევ მოიკლოთ კილოგრამები, სამ-სამი დღის შუალედით სამჯერ გაიმეორეთ. მერე ერთი თვე შეისვენეთ და ისევ თავიდან დაიწყეთ: 3 დღე დიეტა – 3 დღე დასვენება (ისევ 3-ჯერ).
პირველი დღე
9 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (თუ ყავას არ სვამთ – 1 ჭიქა მწვანე ჩაი);
12 საათი: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი;
15 საათი: 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი და 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 თხელი ნაჭერი ორცხობილა;
18 საათი: დაჭერით 1 კონა სალათის ფოთოლი, 1 ცალი გათლილი კიტრი, ცოტ-ცოტა ყველანაირი მწვანილი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი. შეატანეთ 1 ცალი მოხარშული სოსისი; დესერტად – 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი;
21 საათი: 1 ჭიქა მაწონი ან (ხილის წვენი) და 1 ნაჭერი ორცხობილა.
მეორე დღე
9 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან მწვანე ჩაი;
12 საათი: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი;
15 საათი: 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე და 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი;
18 საათი: 1 ვაშლის, 1 ფორთოხლის, 1 საშუალო ზომის ბანანისა და 1 გრეიპფრუტის სალათა; 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი;
21 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი.
მესამე დღე
9 საათი: 1 ჩაის ჭიქა გაზგასულ მინერალურ წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი და უზმოზე მიირთვით;
12 საათი: 2 სადილის კოვზი უცხიმოდ მოხარშული წიწიბურა და 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი;
15 საათი: 200 გრამი მოხარშული უცხიმო თევზი და 2-3 სადილის კოვზი ბოსტნეულის სალათა;
18 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი და 2 ნაჭერი ორცხობილა;
21 საათი: ხილის ასორტი.
წარმატებებს გისურვებთ!