კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვებრძოლოთ კანის გაუწყლოებას

ზამთარში სახის კანისთვის ყველაზე სერიოზული საშიშროება კანის გაუწყლოებაა, რაც შემდგომ უამრავ გართულებასა და დისკომფორტს იწვევს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, როგორ შავუნარჩუნოთ კანს ტენიანობა, რომ მოუგვარებელი ან ძნელად მოსაგვარებელი პრობლემები არ შეგვექმნას.

ამისთვის, პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სახის კანის მოსავლელად შევიძინოთ ის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს თუთიას, A და E ვიტამინებს. გარდა ამისა, დილას და საღამოს სახე დაინამეთ მინერალური წყლით.

კანის გამოშრობა მისი ნაადრევი დაბერების პირდაპირი და უმთავრესი მიზეზია. ეს რომ არ დაუშვათ, მოერიდეთ შარდმდენ წამლებსა და საკვებ პროდუქტებს. თუ მათი მიღება გარკვეული მიზეზების გამო მაინც გიწევთ, შეეცადეთ, ეს სითხის მიღებით ან სახის კანის ხელოვნურად დატენიანებით აინაზღაუროთ; ასევე, კარგია, თუ წესად შემოიღებთ და დილა-საღამოს, 5-5 წუთის განმავლობაში ჩაიტარებთ სახის მიმიკურ ვარჯიშებს. ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ ორთქლის აბაზანებიც: აადუღეთ 2 ლიტრი წყალი, ჩააწვეთეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთების 3-3 წვეთი და 7-10 წუთის განმავლობაში ჩაიტარეთ ინჰალაცია.

ზამთარში სიმშრალე, გაუწყლოება და გაუხეშება, ცხადია, ხელებსაც ემუქრება და გაცილებით უფრო სერიოზულადაც. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოამზადებთ შემდეგი სახის მალამოს: კარგად აურიეთ ერთმანეთში 3 წილი მკვებავი კრემი, 1 წილი როზმარინის ზეთი და 2 წილი გლიცერინი. მიღებული მასა შეიზილეთ ხელებზე დილას და საღამოს.

ფრჩხილების გასამაგრებლად კი მიიღეთ A, B, C, E და PP ვიტამინები. ყოველ საღამოს გაიკეთეთ ზღვის (ან ჩვეულებრივი) მარილის აბაზანები.

თუ კანი დაგისკდათ ან აგექერცლათ, ყოველ საღამოს წაისვით კალენდულას ზეთი ან კალენდულას ნაყენი შეიზილეთ კანში და მთელი ღამით გაიჩერეთ.


скачать dle 11.3