კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რით განსხვავდება ფენი-ჯაგრისი ჩვეულებრივი ფენისგან?

პასუხი: ჯაგრისიან ფენს ის უპირატესობა აქვს, რომ ის ცხელი ჰაერის გამოფრქვევასთან ერთად ტრიალებს და სასურველ ვარცხნილობას უფრო სწრაფად და ეფექტურად აკეთებს. ამასთან, მეორე ხელი თავისუფალი გაქვთ და ვარცხნილობის გაკეთებისას უკეთ მიეხმარებით ფენს.

კითხვა: ძალიან მაინტერესებს, რა განაპირობებს თმისა და კანის ფერს და, თუ შეიძლება, მომაწოდეთ მოკლე ინფორმაცია თმის სხვადასხვა ფერისა და ხარისხის შესახებ.

პასუხი: კანისა და თმის ფერზე „პასუხს აგებს“ პიგმენტი მელანინი, რომელიც უზრუნველყოფს მათ დაცვას მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.

შავი თმა ყველაზე უფრო გავრცელებულია მთელ დედამიწაზე.

წითური თმა დამახასიათებელია ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპისთვის. თმის ასეთი შეფერილობის ძირითად მიზეზად მიჩნეულია მზის სინათლის უკმარისობა ამ რეგიონში.

ორგანიზმში მელანინის სხვადასხვა დონის არსებობა ქმნის ღია ფერის თმის წარმოუდგენლად მრავალ ვარიაციას.

თმა გაცილებით უფრო ხშირი და სხივიანია ახალგაზრდა ასაკში, როცა ადამიანი ჯანმრთელია და აქვს გამრავლების უნარი.

კითხვა: კარგა ხანია, 40 წელს გადავაბიჯე, რაც სახის კანსაც აშკარად შეეტყო. ჩემი ყოველდღიური რეჟიმის გამო, ვერ ვახერხებ კოსმეტოლოგთან სიარულს, ამიტომ, გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შევძლებ.

პასუხი: პატარა ჯამში ხის კოვზით კარგად ასრისეთ 1 ცალი კვერცხის გული, შეაზილეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და ამდენივე ზეითუნის ზეთი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაყავით 3 ტოლ ნაწილად. ბამბის ტამპონით 1/3 წაისვით სახესა და ყელზე (დეკოლტეზეც), რომ შეშრება, გადაისვით მისი მეორე მესამედი, ისიც რომ შეშრება – დანარჩენი ნაწილიც. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი (წინასწარ შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი). იგივე ნიღაბი ძალიან ეფექტურია ხელებისთვის. თუ ყოველ საღამოს გაიკეთებთ, ორ კვირაში საკუთარ ხელებს ვეღარ იცნობთ.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ნიღაბი ან სკრაბი სახეზე ფორების გასაწმენდად.

პასუხი: 2 ჩაის კოვზი ბრინჯი და 2 ჩაის კოვზი „ჰერკულესი“ დაფქვით ყავის საფქვავში, კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეაზილეთ თბილი წყალი მოსქელო მასის მიღებამდე. წაისვით სახესა და ყელზე სქელ ფენად. შეშრობას რომ დაიწყებს, დაისველეთ თითები და რბილი დაწოლით გაიკეთეთ მასაჟი 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.


скачать dle 11.3