კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იტირე... გიშველის

ტირილის „სეანსი” სასარგებლოა. ეს დიდი ხანია, დაადგინეს ფსიქოლოგებმა. გულიანი ტირილი ცრემლების თანხლებით, ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და რაც მთავარია, გაძლევთ საშუალებას სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ტირილის შემდეგ სიტუაციას უკვე სხვანაირად უყურებთ. მთავარია, ტირილი მართლა გულიდან მოდიოდეს. არ იყოს ყალბი და ხელოვნური. ცრემლების დამალვა, შეკავება არ შეიძლება. ჯერ ერთი, რომ ასე სტრესს ვერ მოიხსნით და მეორე, გულს დაიავადებთ. ტირილის დროს, ცრემლებთან ერთად, ორგანიზმიდან გამოიდევნება ნივთიერება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს.

ურთიერთობების გარკვევა, მართალია, სიტუაციას ნათელს ფენს, მაგრამ ამით წყენისგან ვერ თავისუფლდებით. პირიქით, ის თქვენ შიგნით გადაინაცვლებს და დიდი ხნით იკეთებს ბუდეს. ნუ იფიქრებთ, რომ მოერევით. საკმაოდ დიდხანს შეგახსენებთ თავს და ძალიან მტკივნეულადაც. ის თითქმის თქვენზე ძლიერია და მხოლოდ ცრემლებით თუ გაუმკლავდებით. ამიტომ, აუცილებლად უნდა იტიროთ. თანაც, იტიროთ ბავშვურად, გულწრფელად, მთელი გულით და არსებით.

გირჩევთ, ტირილის სეანსი მაშინ მოაწყოთ, როცა მარტო იქნებით – გარეშე თვალისგან იზოლირებულად, „დამამშვიდებელი გულშემატკივრების“ გარეშე. გასაგებია, რომ მათ თქვენთვის კარგი უნდათ, გული შესტკივათ, მაგრამ თუ „სეანსის” დასრულებაში ხელს შეგიშლიან, მაშინ მას საერთოდ არ ჰქონია აზრი. ტირილის შემდეგ ძალიან სასარგებლოა გამოძინება. თუ დაკვირვებული ხართ, ნამტირალევი ბავშვი, სწორედ ამას აკეთებს. შეატყობთ კიდეც, რომ გეძინებათ. ნუ გაუძალიანდებით მას, დაიძინეთ და გვერწმუნეთ, სულ სხვა ადამიანად გაიღვიძებთ – განახლებული გულით, გონებითა და აშკარად უკეთესი განწყობით. ცხოვრებასაც გაცილებით მარტივად შეხედავთ.


скачать dle 11.3