კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე... მე ვარ!

ქალი მაშინ ხდება წარმატებული და აღწევს დასახულ მიზანს, როცა სრულიად აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს. თან, საკუთარი თავის ფასსაც იგებს. ყველაზე წამგებიანი პოზიცია, რამაც შესაძლოა, დეპრესიამდეც მიგიყვანოთ, არის ის, რომ იცხოვროთ ვიღაცის მიბაძვით. თუ იდეალად დაისახავთ ქალს, რომელსაც სილამაზე ბუნებამ მიანიჭა და ამით დანარჩენებისგან გამოარჩია, თავს დაიკომპლექსებთ. გახსოვდეთ, განსაკუთრებული სილამაზე ნონსენსია. ის არ არის ბუნებრივი და მით უმეტეს, ვერანაირად ვერ იქნება სტერეოტიპი. როგორ შეიძლება შეედაროთ მოდელს და ინერვიულოთ, ასეთი რატომ არ ვარო?! ამას გირჩევნიათ, საკუთარი ღირსებები წარმოაჩინოთ და დააფასოთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს რაღაც ისეთი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. სამაგიეროდ, არ არსებობს სრულყოფილება და ეს სრულიად ბუნებრივია. სრულყოფილება მოსაწყენია. ინდივიდუალურობა კი, ძალიან საინტერესო.

თანაც, იფიქრეთ იმაზე, რომ ბევრი ლამაზმანი ტექნოლოგიების პირმშოა – სპეციალური მაკიაჟი, კომპიუტერული გრაფიკა, პლასტიკური ქირურგია... ერთი სიტყვით, უამრავი საშუალება არსებობს სრულყოფილების შესაქმნელად. რატომ უნდა მიბაძოთ იმას, ვინც არარეალურია. კორექცია საკუთარ გარეგნობში მისაბაძია და მისასალმებელი, მაგრამ არა რომელიმე ხელოვნური სტერეოტიპის მიხედვით. შეაფასეთ საკუთარი გარეგნობა რეალურად, დაუჯერეთ მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების რჩევებს. თუ ისინი ერთხმად გეუბნებიან, რომ კარგად გამოიყურებით, დაიჯერეთ. ხშირად უთხარით საკუთარ თავს: ეს მე ვარ მე და სწორედ ასეთი მომწონს და მინდა ჩემი თავიო. როცა საკუთარ თავს ისეთს მიიღებთ, როგორიც ხართ, სხვებიც გაღიარებენ. გახსოვდეთ, ქალი რომელსაც თავი მოსწონს, ძალიან მომხიბვლელია. მისგან დადებითი იმპულსი მოდის, რაც გულგრილს არავის ტოვებს.


скачать dle 11.3