კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა რუსეთის დიპლომატიის აკადემიადამთავრებული ექიმი თამარ მარტიაშვილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და როგორ შეიძინა ზინაიდა ბესთაევას მეუღლემ 38 000-ლარიანი „ტოიოტა“



ორი ჩინოვნიკი, რომელთა საფინანსო და ქონებრივ შესაძლებლობებზეც უნდა ვისაუბროთ, იმითაა გამორჩეული, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, რაც, დამეთანხმებით, იშვიათი მოვლენაა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ, მართალია, მთლად პირველი პირის სავარძელიც არ ეკუთვნით, მაგრამ, სამაგიეროდ, თამარ მარტიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილეა, ზინაიდა ბესთაევა კი, უბრალოდ, მოადგილე (ადმინისტრაციულ საკითხებში). ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობაში ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის განეიტრალების მიზნით დაინიშნა, თუმცა მოვლენები სავალალოდ განვითარდა და, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონი ვერ შევირჩინეთ, ქ-ნი ზინაიდა საქართველოს მთავრობას დღემდე შემორჩა.

ზინაიდა ბესთაევა

1967 წელს დაბადებული ზინაიდა ბესთაევას შრომითი ბიოგრაფია, რატომღაც, უცნობია. მეტიც, არც მისი განათლების ცენზის შესახებ ვიცით რაიმე, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქართველოს ხელისუფლებაში სამოხელეო კარიერა პირდაპირ მინისტრობით იწყება (ქ-ნი ბესთაევას პირველი თანამდებობა სახელმწიფო მინისტრობა გახლდათ). ასეა თუ ისე, 2008 წელს ზინაიდა ბესთაევამ დეკლარაცია შეავსო, როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, დიდი დიღომი, ხოლო ოჯახის წევრებად – მეუღლე, ვაჟა ქუმარიტაშვილი და ვაჟი – ბორის კუმარიტოვი.

საცხოვრებელი ბინა დიდ დიღომში ზინაიდა ბესთაევას საკუთრებაა და 80 000 ლარი ღირს, მასვე ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა ვლადიკავკაზში, 120 000 ლარად ღირებული; ვაჟა ქუმარიტაშვილს კი აქვს მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში (კერძოდ, ბაკურიანში), მილიონ ლარად ღირებული; ამას გარდა, კიდევ ორი მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში, 20 000 და 19 000 ლარად ღირებული; მისი „ტოიოტა“ კი 38 000 ლარი ღირს.

2008 წელს ზინაიდა ბესთაევამ ბანკიდან სესხიც აიღო 2 წლის ვადით და 21 882 ლარის ოდენობით.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ზინაიდა ბესთაევაა და 2007 წლის განმავლობაში მისმა სახელფასო შემოსავალმა 37 000 ლარი შეადგინა.

2009 წელს შევსებული დეკლარაციის ქონებრივ ნაწილში ზინაიდა ბესთაევას არანაირი ცვლილება არ ჰქონია, ოდნავ გაზრდილა ქ-ნი ბესთაევას სახელფასო შემოსავალიც და მან 39 200 ლარი შეადგინა.

გასულ წელს ზინაიდა ბესთაევას შვილის სწავლა-განათლებაში 3 000 ლარიც დაუხარჯავს.

თამარ მარტიაშვილი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 1965 წელს დაბადებულ მოადგილეს, თამარ მარტიაშვილს, საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს (სხვა რომ არაფერი, ჯერ მინისტრი გახდა, შემდეგ – პირველი მოადგილე). თამარ მარტიაშვილი პროფესიით ექიმია: ის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა (მანამდე კი – მუსიკალურ ათწლედშიც). უმაღლესი სასწავლებელი 1986 წელს დაამთავრა, თუმცა მუშაობა 1984 წელს დაიწყო – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის კვლევით ინსტიტუტში, თავდაპირველად, ღამის ექთნად, შემდეგ – ინტერნად და ექიმად. ინსტიტუტში 1990 წლამდე დარჩა. 1990-1991 წლებში მუშაობა დაიწყო იაპონური წარმოშობის „EURASIA TRADING CENTRE COMPANY LTD“-ს რეგიონულ დირექტორად. 1991-1992 წლებში იტალიაში განაგრძო მუშაობა კომპანია „NOKIA EXPORT–IMPORT–ENGINEERIHG“-ის რეგიონული განვითარების მენეჯერად; 1992-1993 წლებში ლატვიური წარმოშობის ორგანიზაციის სავაჭრო დეპარტამენტის უფროსი გახდა; ტრადიციას არც შემდგომში უღალატა და 1993-1996 წლებში შვეიცარიულ კომპანიაში ხელმძღვანელობდა პროექტებსა და პროგრამებს.

1996 წელს ავსტრიულ კომპანიაში გადავიდა (კერძოდ, მის მოსკოვის წარმომადგენლობაში) და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

1999 წელს კი ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ამის პარალელურად ცოდნას ეუფლებოდა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ეროვნული ეკონომიკის აკადემიაში. ამასობაში, კერძოდ, 2000 წლის ზაფხულში, დიდი ბრიტანეთის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ლონდონის დიპლომატიურ აკადემიაში დიპლომატიური დისკურსის გავლაც მოასწრო. უფრო მეტიც, იმავე 1999-2001 წლებში დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის „მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკური მეცნიერებათა სკოლაც“ დაამთავრა.

2001-2002 წლებში „მჭðñè“-ს (სამშენებლო და სამრეწველო ინვესტორების საერთაშორისო ასოციაციის) ექსპერტ-კონსულტანტად მუშაობდა. 2002 წელს კი კვლავაც ცოდნის გაღრმავების გუნებაზე დადგა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურაში ჩააბარა. 2005 წლიდან მისი კარიერა სამშობლოშიც დაიწყო: თუმცა, სულ რაღაც, ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად, 16 მაისიდან ნოემბრამდე ამავე სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა; ნოემბრიდან შემდეგ ნოემბრამდე კი მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეც გახდა (სავარაუდოდ, იქ დამეგობრდა ბ-ნ სუბელიანთან). 2007 წელს კეთილმოწყობისგან სრულიად განსხვავებული უწყების – ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დაინიშნა მინისტრის პირველ მოადგილედ. 2008 წელს კი – საერთოდაც მინისტრად, თუმცა მალევე უკან დააბრუნეს და თამარ მარტიაშვილი ამჟამად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილეა.

რაკი ქ-ნი მარტიაშვილი არ უჩივის მოცვლილი თანამდებობების სიმწირეს, ბუნებრივია, საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია 2008 წელსაც შეავსო და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ფასანაურის ქუჩა, ფაქტობრივ მისამართად კი – თამარაშვილის ქუჩა. რაც შეეხება ოჯახის წევრებს: თამარ მარტიაშვილს ჰყავს მეუღლე, თეიმურაზ მელქაძე; ქალიშვილი – მატა, 2007 წელს დაბადებული; დედა – თინათინ ქავთარაძე და ძმა – დავით მარტიაშვილი.

მინისტრის პირველი მოადგილის შრომითი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ თამარ მარტიაშვილს საცხოვრებელი ბინა აქვს მოსკოვში, 250 000 აშშ დოლარად ღირებული; ამას გარდა, ჰყავს 34 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანაც. დავით მარტიაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, 100 000 აშშ დოლარად ღირებული და ავტომანქანა „ვაზ 2105“, 1 500 აშშ დოლარად ღირებული. საკუთრება წლინახევრის მატა მელქაძესაც აქვს: საცხოვრებელი ბინა წყნეთში, 30 000 აშშ დოლარად ღირებული და მიწის ნაკვეთი ფასანაურში, 5 000 აშშ დოლარად ღირებული.

დეკლარაციის შევსების დროს ქ-ნი მარტიაშვილის ოჯახის წევრები არც ნაღდი ფულის ნაკლებობას უჩიოდნენ: თამარ მარტიაშვილს ჰქონდა 1 500 ლარი, თეიმურაზ მელქაძეს – 26 000 აშშ დოლარი, თინათინ ქავთარაძეს – 8 000 აშშ დოლარი, ხოლო დავით მარტიაშვილს – 2 500 ლარი.

ოჯახში სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ ქ-ნი თინათინი ეწევა: ის შპს „ასტორიის“ დამფუძნებელია (ამ საქმიანობამ მას 2 400 ლარი მოუტანა).

რაც შეეხება დასაქმებას: მაშინ, როდესაც თამარ მარტიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ, თინათინ მელქაძე კერძო სკოლა „ნაკადულში“ ასწავლიდა ინგლისურ ენას, დავით მარტიაშვილი „თელასის“ ელექტრომონტიორად მუშაობდა, თეიმურაზ მელქაძე კი – კერძო და სახელმწიფო კომპანიებში (?!) – კონსულტანტად (სავარაუდოდ, ბ-ნი თეიმურაზი მოსკოვშია დასაქმებული).

ქ-ნი მარტიაშვილის ოჯახში ორ ბინას იშენებენ, ორივეს ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთს თავად მინისტრის პირველი მოადგილე (50 500 აშშ დოლარად ღირებულს), მეორეს – ქ-ნი თინათინი, 24 000 აშშ დოლარად ღირებულს (აშენებს შპს „შემოქმედი“).

2007 წლის განმავლობაში თამარ მარტიაშვილს, ხელფასის სახით, 25 000 ლარი აუღია (როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილეს – 17 050 ლარი, როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველ მოადგილეს – 7 954 ლარი); დავით მარტიაშვილს, როგორც ელექტრომონტიორს – 9 090 ლარი; თინათინ ქავთარაძეს, როგორც პედაგოგს – 2 500 აშშ დოლარი; თეიმურაზ მელქაძეს კი – 60 000 აშშ დოლარი.

2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ დავით მარტიაშვილს უკვე ორი ავტოფარეხიც აქვს.

რაც შეეხება ნაღდ ფულს: დეკლარაციის შევსების დროს, თამარ მარტიაშვილს ჰქონდა 14 000 ლარი, 1 200 აშშ დოლარი და 500 ევრო; თეიმურაზ მელქაძეს – 19 000 აშშ დოლარი, თინათინ ქავთარაძეს – 7 000 ლარი და 800 აშშ დოლარი, დავით მარტიაშვილს – 3 000 ლარი. თინათინ ქავთარაძემ შემოსავალი შპს „ასტორიიდანაც“ მიიღო, ამჯერად – 1 200 ლარი.

ქ-ნი მარტიაშვილის ოჯახის წევრთა სამუშაო ადგილები არ შეცვლილა, შეიცვალა მათი შემოსავლების ოდენობა, კერძოდ: თამარ მარტიაშვილმა, 2008 წლის განმავლობაში, როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, 46 614 ლარი აიღო; თინათინ ქავთარაძემ – 11 000 ლარი, დავით მარტიაშვილმა – 10 800, ხოლო თეიმურაზ მელქაძემ – 24 000 აშშ დოლარი (ის კვლავ რუსეთში მუშაობს).



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3