კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა ითვლება ტაქსას ჯიშის ძაღლებში ყველაზე რთულ დაავადებად?

პასუხი: ტაქსას ყველაზე რთულ დაავადებად ითვლება ხერხემლის დაავადება. ტაქსას სელექციაში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მას რომ მაღალი ფეხები ჰქონოდა, სირბილის დროს დარტყმა ხერხემალს თანდათან გაავარჯიშებდა და უფრო შეიკვრებოდა, მაგრამ, მოკლე ფეხების გამო, ამის საშუალება არ აქვს და უფრო პატარა ნაბიჯებით დადის, ამიტომ ზურგის კუნთები სათანადოდ არ ვითარდება. ამიტომ, სელექციონერების ამოცანაა, ძლიერზურგიანი ტაქსები გაამრავლოს, დისკების ამოვარდნა რომ არ გამოიწვიოს.

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლებში თუ ფიქსირდება მუნის შემთხვევა და თუ გადადის ის ცხოველიდან ადამიანზე?

პასუხი: დიახ, მუნი ძაღლსაც შეიძლება ჰქონდეს. მუნი კანის სოკოვანი დაავადებაა, რომლის გამომწვევიც არის ორი სახის სოკო: ტრიქოპიტოზი და მიკოსპოროზი. დაავადება გადადის ადამიანზე კონტაქტით. მისი განვითარების ძირითადი მიზეზია იმუნოდეფიციტი, ამიტომ, განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. სასურველია, თავი ავარიდოთ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტს. დაავადებული ცხოველი ადვილად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით.

კითხვა: ვაქცინის მიღებიდან რამდენ ხანში ხდება ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება?

პასუხი: იმუნიტეტის გამომუშავება ლეკვის ორგანიზმში ხდება ვაქცინის შეყვანიდან 10-14 დღის შემდეგ. ამ პერიოდისთვის ორგანიზმი დასუსტებულია და მეტად მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. არის ვაქცინები, რომლებსაც სჭირდება განმეორებითი ვაქცინაცია, ანუ რევაქცინაცია და ამ შემთხვევაში იმუნიტეტი ყალიბდება რევაქცინაციის მომენტიდან ორი კვირის (14 დღის) გასვლის შემდეგ. იმუნიტეტის შენარჩუნებას რაც შეეხება, საჭიროა ყოველწლიური რევაქცინაცია.

ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებს ცრიან 12 კვირის ასაკში და შემდეგ – ყოველ წელიწადში ერთხელ.


скачать dle 11.3