კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის თოვლიან და ქარიან ამინდში გარეთ გაყვანა ძაღლისთვის საშიში და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამას

თუ გყავთ ოთხფეხა მეგობარი და მასთან ერთად გადაწყვიტეთ ზამთრის კურორტზე გამგზავრება, არის რამდენიმე დეტალი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. მაგალითად, თოვლში ნამდვილად არ არის სასურველი ძაღლის გარეთ დიდხანს ყოფნა და სეირნობა. ამ და სხვა საჭირო ნიუანსებზე ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ზამთრის პერიოდში ძაღლის ქალაქგარეთ გაყვანა მოითხოვს ამა თუ იმ ნიუანსის მეტ-ნაკლებად გათვალისწინებას, რათა ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი პრობლემა ამ დროს არის ცხოველის სხეულის გაციება, რაც ერთ-ერთი ძირითადი საშიშროებაა ცხოველის ორგანიზმისთვის, რომლის გართულებაც შემდგომ, შეიძლება, სხვადასხვა პათოლოგიაში გადაიზარდოს.

– რა არის გაციების პირველი ნიშნები?

– გაციების დროს პირველი ნიშნები ის არის, რომ ძაღლი კანკალებს და თათები დაჭიმული აქვს.

– ალბათ, განსაკუთრებით სახლის პირობებში გაზრდილი ძაღლებისთვის არის საშიში სიცივე.

– სახლის ძაღლები იზრდებიან და ცხოვრობენ სითბოში (+15-20 გრადუსზე) და მათი სხეულის ფიზიოლოგიური თერმორეგულაციის მექანიზმი მოწყობილია ისე, რომ შეინარჩუნოს სხეულის ნორმალური ტემპერატურა ზუსტად ასეთ პირობებში. როცა ასეთი ცხოველი გაგვყავს ზამთრის პერიოდში ცივ ამინდში, დაბალი ტემპერატურის დროს, მისი ორგანიზმი განიცდის ეგრეთ წოდებულ ტემპერატურულ შოკს. ამ დროს ტემპერატურის ვარდნა შეადგენს 15-20 გრადუსს. თერმორეგულაციის მექანიზმი ყოველთვის არაა მზად, გაუძლოს ასეთ დატვირთვას და ვერ ახერხებს გადართვას ასეთ გარემოსთან შესაგუებლად.

განსაკუთრებით მძიმე შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ლეკვის გაციებას. ყველაზე მეტად ამ დროს მათ სახსრები უზიანდებათ. სიცივე პროვოცირებას უკეთებს ართრიტების ჩამოყალიბებას, რაც ქრონიკულ პრობლემად შეიძლება იქცეს ცხოველისთვის. ასევე, მნიშვნელოვნად აზიანებს ცხოველის ორგანიზმს თოვლში დიდხანს სიარული.

– განსაკუთრებით რომელი ძაღლებისთვის არის საშიში გაციება?

– გაციება განსაკუთრებით საშიშია პატარა ძაღლებისთვის, რადგან მათ უფრო მეტი ენერგია ეხარჯებათ სხეულის გათბობაზე. პატარა ძაღლების გაციებამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, რაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და რთულად იკურნება ცხოველებში.

– კიდევ რისი პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის გაციებამ?

– გაციებამ, ასევე, შეიძლება მოახდინოს მთელი რიგი დაავადებების პროვოცირება, მაგალითად: ყურების, კუნთების, სახსრების, შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთებითი პროცესები. გაციებისას სუსტდება ძაღლის ორგანიზმის იმუნიტეტი და ადვილად ხდება ინფექციური დაავადებებით დასნებოვნება. ადვილად ცივდება ცხოველი, თუ მას დიდხანს ვამყოფებთ დიდ თოვლში.

– რას ურჩევთ ძაღლის პატრონს, როცა მას თან მიჰყავს ცხოველი ზამთრის კურორტზე დასასვენებლად?

– თუ გადაწყვიტეთ, რომ ზამთრის კურორტზე თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დაისვენოთ, ამისთვის სპეციალური მომზადებაა საჭირო, რათა არ დაუშვათ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წარმოშობა.

– რას ნიშნავს სპეციალური მომზადება?

– გამგზავრებამდე ცხოველს უნდა შეუძინოთ სპეციალური დამცავი კომბინეზონი, რომელიც ცხოველს თოვლში დასველებისგან და ქარისგან დაიცავს. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის ბეწვის მდგომარეობას – ის აუცილებლად უნდა იყოს დავარცხნილი და შეჭრილი. განსაკუთრებელი ყურადღება მიაქციეთ თათებზე ბეწვის მდგომარეობას, აუცილებლად კარგად ამოკრიჭეთ, რადგან ის იწოვს სითხეს და სველ, ცივ ამინდში ადვილად ისვრება ტალახით და სველდება. ეს კი იწვევს შემდგომ თითებშუა კანის გაღიზიანებასა და თათების მოყინვას.

– რა შემთხვევაში არ უნდა გავიყვანოთ ცხოველი გარეთ?

– აუცილებლად უნდა მოვარიდოთ ოთხფეხა თოვლში გაყვანას, თუ ძლიერი ქარია, რადგან ამ დროს უფრო მეტი შანსია, ის გაცივდეს. ასევე, ძაღლი გარეთ არ უნდა გავიყვანოთ კაშკაშა მზეში, რადგან შეიძლება ამ დროს ულტრაიისფერი სხივებით თვალების ლორწოვანი გარსის დამწვრობა მიიღოს.

ამ პერიოდში, ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის სრულფასოვან კვებას, რაშიც იგულისხმება დაბალანსებული რაციონი, რომელსაც აქვს ის ენერგეტიკული ღირებულება, რაც კონკრეტულად ამ პერიოდისთვის სჭირდება ცხოველის ორგანიზმს – ვიტამინების მიკრო და მაკრო ელემენტებისა და ცხიმოვანი მჟავების საჭირო შემცველობით. ეს უზრუნველყოფს ცხოველის ორგანიზმის იმუნური სისტემის სტაბილურობასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. აღნიშნული რაციონი უნდა შეირჩეს ვეტერინარის კონსულტაციის შედეგად.


скачать dle 11.3