კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეგრძნება ახსოვს ნათია ნებიერიძეს დღემდე კარგად და რა გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება მას ხშირად მეუღლე

მას შემდეგ, რაც მომღერალი ნათია ნებიერიძე ვაჟკაცის დედა გახდა, მუსიკალურ კარიერაში ტაიმაუტი აიღო და მთლიანად შვილის გაზრდაზე გადაერთო. ახლა, როდესაც ნატიას პატარა ვაჟკაცი,ლადუკა უკვე წამოიზარდა, მომღერალმა გადაწყვიტა სიმღერების ჩაწერა და ამაზე უკვე აქტიურად მუშაობს.

ნათია ნებიერიძე: ჩემი შვილი უკვე წლინახევრისაა, ამიტომ შემიძლია, დავუბრუნდე ჩემს საქმეს. ეს ის არის, რაც ძალიან მიყვარს და მის გარეშე ვეღარ ვძლებ. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. ვოკალის მასწავლებელთან დავდივარ და ინგლისურ სიმღერას ვწერ. თუმცა, მხოლოდ ერთ სიმღერაზე არ გავჩერდები. მინდა, კომპოზიტორმაც დამიწეროს სიმღერა. მაიკო კაჭკაჭიშვილთან ვიყავი. მოკლედ, მხოლოდ ერთ სიმღერაზე არ ვაპირებ გაჩერებას და ალბომის გამოშვებასაც ვგეგმავ. შემდეგ ამ სიმღერებიდან, რომელიც ჩემთვის და მაყურებლისთვის საყვარელი იქნება, კლიპს გადავიღებ. რაც მთავარია, მინდა, ყველაფერი ძალიან მალე გავაკეთო. ავინაზღაურო ის დრო, რაც აქამდე არ გამომიყენებია.

– სერიოზული გეგმები გაქვს?

– რაც ამ საქმეს ჩამოვშორდი მივხვდი, რომ ძალიან მყვარებია. თან, უკვე ისე მენატრებოდა, ამის გამო სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი. ერთი სული მქონდა, როდის დავუბრუნდებოდი, ისე მომენატრა, სცენაზე დგომა. ხომ ამბობენ, ამ ყველაფერმა მონატრება იცისო. მართლა ასე ყოფილა.

– ალბათ, სულ გახსოვს ის პირველი შეგრძნება, სცენაზე დადგომისას რომ განიცადე.

– პატარა ვიყავი მაგრამ, კარგად მახსოვს. მაშინ ქართული შოუ-ბიზნესი ძალიან აქტიური იყო და ჩვენი, გოგონების ერთადერთი ჯგუფი, ძალიან წარმატებული და პოპულარული იყო, მაყურებელს ვუყვარდით. მათ სიყვარულს სულ ვგრძნობდით. 14 წლისას პირველი კონცერტი მქონდა და ეს დიდ სიხარულთან, ემოციებთან იყო დაკავშირებული.

– ძალიან დატვირთულებიც იყავით, არა?

– სულ კონცერტები გვქონდა, აჩქარებული ტემპი იყო. ახალ წელს ძალიან ბევრ კონცერტში ვმონაწილეობდი – სულ, სხვადასხვა ადგილებზე გავრბოდით, ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა. კარგად მახსოვს ის პერიოდი, ძალიან კარგი იყო. მერე თითქოს ყველაფერი გაჩერდა, არავის არაფრის ხალისი არ ჰქონდა. მეც ასე ვიყავი, მაგრამ ახლა ისევ გამოცოცხლდა შოუ-ბიზნესი.

– ის დრო გენატრება?

– კი, ძალიან. შემოქმედებითი პაუზა კი მქონდა, მაგრამ სიმღერისთვის თავი არ დამინებებია. უბრალოდ, ბავშვი პატარა იყო, სულ მასთან მინდოდა ყოფნა. ძიძა მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება, მაგრამ პატარას მთელი დღის განმავლობაში ვერ დავტოვებდი. ახლა ცოტა დიდია, უფრო შემიძლია, რომ დავტოვო.

– თან, ახლა ყველაზე საინტერესო პერიოდი აქვს.

– ლაპარაკი ძალიან ადრე დაიწყო, თან რუსულად ლაპარაკობს. ისეთი სასაცილოა. ძიძისგან ისწავლა, რუსულ-ქართულს ურევს, მე „მამაჩკას” მეძახის. ეს ასაკია ყველაზე საინტერესო. სულ მინდა, თან ვატარო, მიყვარს ბავშვთან ერთად სიარული. სახლიდან რომ გავდივარ, ყოველ 5 წუთში ვრეკავ – რა ხდება, როგორ არის, ჭამა, არ ჭამა? – ყველაფერს ვაკონტროლებ. ძიძა უკვე მეუბნება, ამდენს ნუღარ რეკავო.

– ბავშვის დაბადებამ შენც შეგცვალა და შენი ცხოვრებაც.

– ძალიან ყურადღებიანი გავხდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვინმეზე ასე თუ ვიზრუნებდი. სამივეც ხშირად გავდივართ ერთად, ძირითადად შაბათ-კვირას, როდესაც მეუღლე ისვენებს. მას უყვარს ბავშვთან ერთად ყოფნა, გასეირნება, ისიც ძალიან ყურადღებიანია. თან, ლადუკა მამას ჰგავს – ხასიათითაც და გარეგნობითაც. ერთი სახლში მყავს, მეორე – სამსახურში. ქუჩაში ერთად რომ გავდივართ და ჩემს მეუღლეს უჭირავს ბავშვი, ყველა ეუბნება, როგორ გგავსო.

– არ არის რთული ორი კაცის მოვლა?

– არა. მეუღლე არ არის პრეტენზიული და ვახერხებ, ორივეზე ზრუნვას.

– როდესაც ბავშვი იბადება, მერე მამები იჩაგრებიან, ყურადღება აკლდებათ და ამას აპროტესტებენ.

– ბავშვი რომ პატარა იყო, ერთი პრობლემა მქონდა – მთელი ღამე არ ეძინა. ამიტომ, მეც უძილო ვიყავი, მთელი ღამე ხელში აყვანილი დამყავდა – ვარწევდი, არ იძინებდა. ეს უძილობა და დაღლა მერე უკვე ხასიათში გადამდიოდა. ერთი წლის განმავლობაში ასეთი გრაფიკი მქონდა და ეს ყველაფერი ჩემს განწყობაზე აისახებოდა. სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, გაღიზიანებული. მეუღლესთან არ ვჩხუბობდი, მაგრამ ჩემი ცუდი განწყობა მეუღლესა და, ოჯახის სხვა წევრებზეც გადადიოდა, ცოტა აგრესიული ვიყავი. მერე როდესაც გაიზარდა, ძილის პრობლემაც გადაიჭრა და მეც ხასიათი გამომიკეთდა. მეუღლე ამ დროს სულ ხელს მიწყობდა. იცოდა, რატომაც ვიყავი ცუდ ხასიათზე და რამეს რომ ვიტყოდი, არ შეიმჩნევდა ხოლმე.

– შეყვარებულობის პერიოდი ცოლქმრული პერიოდისგან განსხვავდება.

– რა თქმა უნდა, განსხვავდება. როდესაც ბავშვი გყავს, მას იმხელა ყურადღება სჭირდება, რომ მეუღლესთან უკვე ვეღარ ხარ ხშირად. თუმცა, სიყვარულს არ ვგულისხმობ. მიკვირს, როდესაც ამბობენ, ადრე უფრო გვიყვარდა და მერე განელდაო. ეს მომენტი ჩვენ არასდროს გვქონია. უბრალოდ, ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა. შეყვარებულობისას მხოლოდ ორი ადამიანია ერთად, ბავშვი არ ჰყავთ და თავისუფლად შეუძლიათ დიდი დრო გაატარონ. როცა ბავშვი იბადება, მერე ამდენი დრო აღარ გაქვს. ეს განსხვავებაა. სხვა არაფერი იცვლება. პირიქით, როცა ბავშვი გყავს, ქმარი უკვე სხვანაირად, უფრო მეტად გიყვარს.

– მეუღლე ხელს გიწყობს მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში?

– ძალიან მიწყობს ხელს. სულ მეუბნებოდა, უკვე დროა, სიმღერა დაიწყოო. თვითონაც უყვარს სიმღერა. კარგი გემოვნება აქვს. მირჩევს ხოლმე, რომელი სიმღერა უფრო მოსწონს. მეც ვენდობი და ვითვალისწინებ მის რჩევას. ცოტა ზარმაცი ვარ, საქმეს მეორე დღისთვის გადავიტან ხოლმე, ამაზე სულ მსაყვედურობდა. მიდი, ჩაწერე სიმღერა. თუ მართლა გინდა, მონდომებული ხარ, რატომ არ უნდა გააკეთო, არ გადადოო. ორი სიმღერა მომწონდა, ვერაფრით გადავწყვიტე, რომელი ამერჩია. მერე ჩემმა მეუღლემ მირჩია და ის გადავწყვიტე. ყველაფერში ვენდობი. როცა რამე მინდა, დავურეკავ, აზრს ვეკითხები და მერე ადვილად ვიღებ გადაწყვეტილებას. ისიც სულ მეკითხება და ჩემს აზრს ითვალისწინებს. სხვათა შორის, ჩვენი ხასიათი ძალიან ემთხვევა ერთმანეთისას. შეყვარებულები რომ ვიყავით, სულ იმას ვამბობდით, ორივე ერთნაირები ვართო. ერთნაირი რაღაცეები მოგვწონს, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ამანაც განაპირობა ჩვენი დაახლოება.

– როდესაც ადამიანები ერთად იწყებენ ცხოვრებას, მათ შორის ზოგჯერ სირთულეები იჩენს თავს.

– ჩვენ ისე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, რომ საერთოდ არ გვქონია პრობლემები. დათუჩა დიდი ხნის წინ გავიცანი, საერთო მეგობრები გვყავს. ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, სტაბილური ურთიერთობა არ გვქონია, ხან ერთად ვიყავით, ხან – არა. თან, მე მაშინ 17 წლის ვიყავი, დათუჩა კი – 20-ის, იმ ასაკში ოჯახის შესაქმნელად ძალიან პატარები ვიყავით. ბოლოს, რამდენიმე ხნის შემდეგ, შევხვდით ერთმანეთს და მივხვდით, რომ ერთნაირები ვიყავით, ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო ცხოვრება. ოჯახი შევქმენით და როგორც შეყვარებულობის პერიოდში ვიყავით, ისე ვართ დღემდე. ახლაც შეყვარებულები ვართ და ასე მგონია, მთელი ცხოვრება ასე ვიქნებით. თან, 24 საათის განმავლობაში სულ მირეკავს, როგორც ეს შეყვარებულობის დროს ხდებოდა – სად ხარ, როგორ ხარო. მთელი დღე კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან.

– ალბათ, ერთ შვილზე არ გაჩერდებით.

– არა, მეორე და მესამე შვილიც მინდა. ყოველ შემთხვევაში, ორი შვილი მაინც უნდა მყავდეს. მაგრამ, ჯერ კარიერას უნდა მივხედო და მერე ვნახოთ, გოგონა მინდა ძალიან.


скачать dle 11.3