კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ გადაცემას წაიყვანენ სამორი ბალდე და ნანკა კალატოზიშვილი ერთად და როგორ ცდილობენ გოგონები „ბამბა-რუმსის“ „ემსის“ მოხიბვლას

საქართველოში გაზრდილი, დედით ქართველი და მამით აფრიკელი, სამორი ბალდეს ცხოვრებაში ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პოპულარობა თავისუფლების მოედანზე გამართულმა საახალწლო კონცერტმა მოუტანა, სადაც წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. სამორი ბალდე „ბამბა რუმსის“ „ემსია“, ასევე მღერის ჯგუფში funkyi staff. როგორია აფრიკელი მულატის თბილისური ცხოვრება ამაზე თავად სამორი ბალდე გვესაუბრება.

სამორი ბალდე: ამ ეტაპზე ძალიან დატვირთული ვარ. ვმუშაობ კლუბ „ბამბა რუმსში”. ასევე, ვემზადებით ახალი გადაცემისთვის, რომელსაც „თიბისი ტივი“ და „ტელეიმედი“ ერთად აკეთებენ. ეს იქნება მუსიკალური გადაცემა, რომელსაც მე და ნანკა კალატოზიშვილი ერთად წავიყვანთ. ასევე, ვარ ბენდში funkyi staff, რომელიც 9 კაცისგან შედგება და სადაც მე ვარ „ემსი“.

– ახალ გადაცემას რა ჰქვია და როდის გავა ეთერში?

– ძალიან მალე. ალბათ, ერთ-ორ კვირაში. დასახელებას რაც შეეხება, ზუსტად გადაწყვეტილი არ არის. რამდენიმე ვარიანტია მოფიქრებული და ცოტა ხანში გადაწყდება, რას დაარქმევენ.

– ამდენი საქმის მერე დასვენებას თუ ახერხებ?

– კი, ხანდახან ვიცლი. თუმცა „ბამბა რუმსში” ღამით ძალიან ვიღლები. ვერანაირად ვერ ვერთობი იქ. სამსახური მაინც სამსახურია. ძალიან მიყვარს სახლში, მშვიდ გარემოში დასვენება, წიგნის კითხვა, კარგი ფილმის ყურება.

– კლუბური მუსიკა არ მოგწონს?

– არა, არ მიყვარს კლუბური მუსიკა. მომწონს: ჯაზი, ბლუზი, სოული, ძველი ჰიპ-ჰოპი. დღევანდელ შოუ-ბიზნესს ნაკლებად ვადევნებ თვალყურს. ჩემს გემოვნებაში არ შედის.

– შენ თვითონ თუ მღერი?

– არ მაქვს არანაირი მუსიკალური განათლება, თუმცა ჩემთვის ხანდახან ვმღერი. ოღონდ, არა ფართო საზოგადოებისთვის. ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ „ემსი“ ვარ.

– როგორ იშიფრება ეს სიტყვა ქართულად?

– „ემსი“ ნიშნავს Master of Ceremonies ანუ ცერემონიალმეისტერი. ძველად „ემსი“ იყო ადამიანი, რომელიც უკრავდა, მღეროდა, თან სხვადასხვა ფრაზებს გამოთქვამდა. ამ ყველაფერს დიჯეი ითავსებდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს ორი ცნება ერთმანეთისგან გაიყო და დიჯეის სხვა მოვალეობა აქვს, „ემსის“ – სხვა.

– პოპულარული ბიჭი ხარ და ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ ცდილობენ ხოლმე შენს მოხიბვლას?

– კი, ალბათ, მყავს თაყვანისმცემლები. ხან აშკარად გამოხატავენ ხოლმე ჩემს მიმართ ინტერესს, ხან – არა. დღეს უკვე ისეთი დროა, არავის აღარ აწუხებს კომპლექსები. ადრე ქართველი ქალები მორიდებულობით თუ გამოირჩეოდნენ, დღეს ასე ნამდვილად აღარ არის. საკმაოდ აქტიურები და ტემპერამენტიანები არიან.

– შენ თვითონ როგორი გოგონები მოგწონს?

– უპირველესად, გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას, ოღონდ რაღაც დონემდე. როცა უკვე გავიცნობ, თავის შინაგანი თვისებებით უნდა მომხიბლოს. პირს რომ გააღებს და გაოცდები, ისეთ სისულელეს იტყვის, მაშინვე ყველაფერს აზრი ეკარგება. მისი ვიზუალი უკვე აღარ მაინტერესებს. თუმცა, ყველას თავისი გემოვნება აქვს. შეიძლება, ჩემთვის ვინც არის კარგი, შენთვის ცუდი იყოს ან – პირიქით.

– შენი კარგი უკვე ნაპოვნი გყავს?

– საერთოდ, მე ძალიან მაქსიმალისტი ვარ. შეიძლება უკვე ნაპოვნიც მყავს, მაგრამ კარგია თუ არა, ბოლოს გამოჩნდება. შეიძლება, მე ჯერ ვერ ვხვდები ის კარგია თუ არა, ყველაფერს ბოლოს მივხვდებით ორივე. შეიძლება, ბევრიც ცდილობს, თავი მომაწონოს, შემაყვაროს, მაგრამ ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს.

– ადვილად გამოსდით შენი მოხიბვლა?

– არა, ჩემი მოხიბვლა ძალიან რთულია. რაც შეეხება ზედაპირულ ურთიერთობას, პრობლემა არ არის. მაგრამ, სხვანაირ ურთიერთობაში ძალიან ძნელად შევდივარ. ბევრს ვფიქრობ. სანამ ჭირსა და ლხინში არ ვნახავ, იქამდე არ შემიყვარდება (იცინის).

– შენ თუ გაქვს შემუშავებული გოგონას მოხიბვლის მეთოდი?

– მთავარია, არ ითამაშო. იყო ბუნებრივი. ზოგი ამას თამაშით უფრო ახერხებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. არ მიყვარს თავის წარმოჩენა ისეთად, როგორიც არ ვარ. გოგოებს უფრო უყვართ თამაში და ცდილობენ, ამიყოლიონ, მათ, ჰგონიათ, რომ ამიყოლიეს, მაგრამ თვითონვე ტყუვდებიან. თავიანთ ბადეში ებმებიან (იცინის).

– გინდა, თქვა, რომ კაცები არ თამაშობენ ქალებთან?

– კაცებიც თამაშობენ, არ უარვყოფ. კაცებსაც აქვთ გარკვეული კომპლექსები. მსგავს ხერხებს ის მიმართავს, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის.

– შენი განსხვავებული გარეგნობის გამო, ალბათ, ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევი. ეს ცოტა გამაღიზიანებელი ხომ არ არის?

– ადრე უფრო გამაღიზიანებელი იყო. ახლა შეეჩვია ქართველების თვალი (იცინის). გზის მეორე მხრიდან გადმოდიოდნენ და სურათებს მიღებდნენ. ავტობუსები ჩერდებოდა ჩემს დანახვაზე (იცინის). თუმცა, ყველაფერს ეჩვევი.

– რამე პრობლემები თუ შეგქმნია შენი გარეგნობიდან გამომდინარე?

– კი, ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. საკმაოდ ბევრს არ მოვწონვარ. ამას ხშირად მაგრძნობინებენ კიდეც. ძალიან ძნელია, როცა პატარაობიდანვე შენსკენ ხელს იშვერენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან. დამიჯერეთ ადვილი ნამდვილად არ არის.

– პირიქით, ხელი თუ შეუწყვია რამეში შენს გარეგნობას?

– კი, რა თქმა უნდა. ყველაფერს, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეც აქვს. იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც მარტო უარყოფითს ხედავს. ვეღარც კი ვიმახსოვრებ იმდენი ადამიანი მოდის და მეუბნება – ხან საშინელებებს, ხან – კარგს.

– შენი აზრით, პოპულარობის მოპოვება ადვილია?

– გააჩნია, ვინ რას ეძახის პოპულარობას. საერთოდ, რა მიზანი გაქვს ადამიანს ცხოვრებაში. ყველას თავის ფიქრები და აზრები აქვს. ზოგს თითი სტკივა და ზოგს მოჭრილი ხელი, თუ როგორ არის (იცინის)? გააჩნია, ამბიციური ხარ თუ არა. ჩემს შემთხვევაში ადვილად არაფერი არ მოსულა. რაც მაქვს ცხოვრებაში, ყველაფერი ლოგიკურია. საერთოდ, უბრალოდ არაფერი არ ხდება.

– როგორც ვიცი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ეკონომიური ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. შენი პროფესიით მუშაობას არ აპირებ?

– არა, არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამ აზრზე ვარ და მერე რა იქნება, არ ვიცი. რომც არ ვიმუშაო ამ პროფესიით არასდროს, იმ წლებს, როცა იქ ვსწავლობდი, დაკარგულად ნამდვილად არ მივიჩნევ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იქ.

– სპორტით თუ ხარ დაკავებული?

– ადრე ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ შემდეგ თავი დავანებე. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ, სპორტი დამეხმარა ძლიერი ხასიათის ჩამოყალიბებაში.

– შენი ჰობი რა არის? ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს.

– ვგიჟდები კრივზე. თავისუფალ დროს მივდივარ და ვვარჯიშობ. ძალიან სასიამოვნო პროცესია. მართალია, ფიზიკურად ვიღლები, მაგრამ სულიერად ვისვენებ. დავდივარ ფორტეპიანოზე. ჯერ კარგად არ ვუკრავ, მაგრამ ვსწავლობ ნელ-ნელა. ასევე მინდა, ბევრი ენა ვიცოდე. მოკლედ, ძალიან ბევრ რამეს ვარ მიდებულ-მოდებული. ვცდილობ, ბევრი რამ ვისწავლო.

– არ შემიძლია, არ აღვნიშნო შენი ვარცხნილობა. ეს შენი ბუნებრივი თმაა თუ გაკეთებული გაქვს?

– არა, ბუნებრივი არ არის. ჩემმა მეგობარმა გამიკეთა. გაკეთების შემდეგ ძალიან დიდი დრო სჭირდება, სანამ კარგ ფორმას მიიღებს. მე, მაგალითად, 2 წელი დამჭირდა, სანამ ასეთ შედეგს მივიღებდი. საერთოდ, ბუნებრივადაც ხვეული თმა მაქვს, მაგრამ ასეთი არა (იცინის).


скачать dle 11.3