კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაშიფრეს და ჩაშალეს სამხედრო გადატრიალება ქართველმა კონტრმზვერავებმა გაგანია სოციალიზმის დროს


1971 წლის 9 მაისს, ქართველი „ჩეკისტების” პროფესიონალიზმმა მოსკოვი უმსხვილეს ტერაქტს გადაარჩინა, რომელიც წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ პარადზე უნდა განხორციელებულიყო. ეს ისტორია, მოთხრობილია წიგნში „უკუღმართები”, რომელიც 1979 წელს ავსტრალიაშია გამოცემული. მისი ავტორი – „კაგებეს” მაიორი ავთო ჩხაიძე 1977 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა...

„გამარჯობა, ამხანაგო მედესანტეებო”

სხვის ცოლთან წოლა, მით უმეტეს, გენერლის მეუღლესთან ნებივრობა, ამორალური საქციელის გარდა, საკმაოდ საშიშია. თანაც, თუ საქმე ეხება მრავალბრძოლაგამოვლილ, ისეთი სასტიკი ადამიანის ღირსებას, როგორიც გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრიშინი გახლდათ.

43 წლის ორვარსკვლავიანი საბჭოთა გენერალი ერთ-ერთი პერსპექტიული და როგორც იტყვიან, იმედისმომცემი სამხედრო იყო. წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები მას ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში ჰქონდა გადადგმული, როცა, პარტიზანებთან იბრძოდა და 13 წლის ასაკში პირველი საბრძოლო ორდენი მიიღო. შემდეგ კორეის ომში მონაწილეობდა. ვიეტნამის კამპანიისას კი, პარტიზანების განადგურებით გაითქვა სახელი, რომლებსაც პირადად უსასტიკესად აწამებდა.

ანატოლი კრიშინს თავისზე 18 წლით უმცროსი, 25 წლის ულამაზესი მეუღლე – გალინა ჰყავდა, რომელიც მოისეევის ცნობილ ანსამბლში ცეკვავდა. სანამ გალია გენერალზე გათხოვდებოდა, ჩემი სექსუალური პარტნიორი, საბჭოურად რომ ვთქვათ, საყვარელი იყო. გალია რომ გათხოვდა, ჩვენი ურთიერთობები, ბუნებრივია, შეწყდა. ჩემი კაცური ბუნება არ მაძლევდა სხვის ცოლთან წოლის ნებას და ეს უღირს საქციელად მიმაჩნდა. თუმცა, ტყუილად როდია ნათქვამი, ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრეა დაბადებულიო – ერთ მშვენიერ დღეს, გალია სახლში მესტუმრა და პირდაპირ განმიცხადა:

– შენთან დავბრუნდი, ავთო, მიმიღებ?

გალია სულ რაღაც 6 თვის გათხოვილი იყო და ვუთხარი:

– ასე მალე გაშორდი ქმარს?

– გაგიჟდი? ქმარს რატომ უნდა გავშორდე, თანაც ისეთ პერსპექტიულ გენერალს, როგორიც ჩემია?

– აბა, ჩემთან რა გინდა?

– ის, რაც ადრე მინდოდა, ლოგინი, მგზნებარე და ცეცხლოვანი სიყვარული.

– წადი, გალია, და აღარ მოხვიდე. ჩვენი ურთიერთობები აღარ განახლდება – მივუგე, მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ჩვენ ლოგინში ვიწექით და სასიყვარულო ექსტაზით ვტკბებოდით.

ჩვენი ურთიერთობების განახლება 1971 წლის 23 თებერვალს, ანუ წითელი არმიის დაბადების დღეს მოხდა და როდესაც მე და გალია ერთ ამბავში ვიყავით, გენერალი კრიშინი თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბანკეტს ესწრებოდა.

მთელი მარტი და აპრილი მე და გალიამ ერთად გავატარეთ, რადგან მისი ქმარი კვლავ ვიეტნამში გახლდათ მივლინებული. ქალს კი მომკითხავიც არ ჰყავდა. ერთ საღამოს, უფრო სწორად, 30 აპრილს, გალიამ დაიჩემა, ერთი სასიყვარულო ღამე მის სახლში, ანუ გენერალ კრიშინის ბინაში გაგვეტარებინა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 30 აპრილს, მართლაც, ვეწვიე გენერლის სახლს და გალიას სად არ ვესიყვარულე, რა თქმა უნდა, მისივე სურვილით, ბოლოს კი კრიშინის საწერ მაგიდაზე ჩავატარეთ სასიყვარულო აქტი, რომლის დასრულების შემდეგ, გალიამ მაგიდაზე ხელები დაატყაპუნა და მითხრა:

– რომ იცოდე, ჩემი ქმარი რა უცნაურია.

– რას გულისხმობ?

– რას და დადგება და ბლოკნოტში წერს და წერს ციფრებს, თითქოს ბუღალტერი იყოს. მოკლედ, გალიამ საფეთქელზე მიიდო საჩვენებელი თითი და დააბოლოვა – უსტვენს რა.

„ჩეკისტურმა” ალღომ მიკარნახა, რომ გენერალი კრიშინი რაღაცას ეშმაკობდა და გალიამ რომ დაიძინა, საწერი მაგიდის უჯრიდან ორი ბლოკნოტი ამოვიღე. მასში, რა თქმა უნდა, დაშიფრული ტექსტები იყო და მინი-ფოტოაპარატით, რომელიც სანთებელაში მქონდა ჩამონტაჟებული, ყველაფერი გადავიღე. მეორე დღეს კი, გადაღებული მასალა თბილისში, პირადად ჩამოვიტანე და ჩემს თბილისელ მეგობრებსა და კოლეგებს ჩავაბარე. მე უკვე მოსკოვში ვიმყოფებოდი, როდესაც 3 მაისს, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ალექსი ინაურის ბრძანებით, თბილისში ჩამომიყვანეს და პირადად ინაურმა მიმიღო. გალიასთან ურთიერთობების შესახებ დაწვრილებით გამომკითხა და ბოლოს მითხრა:

– კაპიტანო (მაშინ ჯერ კიდევ კაპიტნის ჩინს ვატარებდი), თქვენმა ცნობისმოყვარეობამ მსხვილი საქმე გაგვახსნევინა და რაც მთავარია, ანტისაბჭოთა ჯგუფი აღმოგვაჩენინა, რომლებიც სამხედრო გადატრიალებას აპირებენო.

როგორც გაირკვა, გენერალი კრიშინი საბჭოთა-რუსი ნაციონალისტების იმ ტალღის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ბრეჟნევის მთავრობის ლიკვიდაციას და რუსულ-ნაციონალისტური მთავრობის შექმნას გეგმავდნენ. ეს ყველაფერი კი 1971 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე უნდა მომხდარიყო. გეგმის მიხედვით, როდესაც წითელ მოედანზე აღლუმის ხელმძღვანელი მედესანტეების წინ შეჩერდებოდა და მიესალმებოდა: „გამარჯობა, ამხანაგო მედესანტეებო...” (ეს იყო მოქმედების დაწყების ნიშანი) წინასწარ მომზადებულ მოიერიშე სამხედროებს მავზოლეუმზე მდგომი საბჭოთა მთავრობა უნდა დაეპატიმრებინათ. პარალელურად კი, კრემლის გარნიზონი აეფეთქებინათ და ხელისუფლება ხელში აეღოთ. ტერაქტისას 800-900 ადამიანი დაიღუპებოდა. მაგრამ, ქართველი პროფესიონალების წყალობით, რომლებმაც ზუსტად გაშიფრეს ჩანაწერები, ყველა შეთქმული ჩუმად და დროულად დააპატიმრეს. ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

კრიშინი და მისი კოლეგები გაასამართლეს და დახვრიტეს, გალია კი სხვა გენერალზე გათხოვდა.


скачать dle 11.3