კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 19 აგვისტოს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან გამიმართლებს სიყვარულში?

პასუხი: თქვენთვის კარგია ლომის, მორიელის, მშვილდოსნის, ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი თქვენთვის საუკეთესო პარტნიორები არიან სასიყვარულო-რომანტიკული თვალსაზრისით.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 22 ნოემბერს. ვარ მორიელი. გთხოვთ, მითხრათ, რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: სპეციალობებიდან თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანია: ავიაციის სფერო, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების და გართობის ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორანი და ასე შემდეგ. ყველა ამ სფეროში წარმატება ნამდვილად გელით.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 19 აპრილს. მინდა, უცხოეთში გამგზავრება და იქ ძალების მოსინჯვა. იქნებ მითხრათ, არის თუ არა უცხოეთი ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელ ქვეყანაში მელის წარმატება?

პასუხი: სხვათა შორის, გეტყვით, რომ თქვენი კოსმიურ-კარმული მისია სწორედ უცხოეთს და მასთან კონტაქტს უკავშირდება. ქვეყნებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ინდოეთი, ისლანდია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, კუნძული შრი-ლანკა, ფინეთი, ურუგვაი, პაკისტანი.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 3 სექტემბერს, დილით, რვის ნახევარზე. რომელი პროფესიები მომიტანს წარმატებას?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა.


скачать dle 11.3