„კოკა-კოლას“ საიდუმლო რეცეპტი ფოტოს საშუალებით ამოხსნეს
„კოკა-კოლას“ „საიდუმლო ინგრედიენტის” რეცეპტი, რომელიც 1886 წელს გამოიგონა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა და რომელიც საიდუმლოდ ინახებოდა, გახსნილია – ამტკიცებენ საიტ „Thisamerican life.org”-ის ავტორები, რომლებმაც გამოაქვეყნეს საიდუმლო ფორმულა.
ამ რეცეპტში მითითებულია „კოკა-კოლას“ ძირითადი საიდუმლო პრეპარატის – „მერჩანდაიზ 7X-ის” შედგენილობის ზუსტი პროპორციები. მიუხედავად იმისა, რომ „კოკა-კოლაში“ „მერჩანდაიზ 7X-ის” მხოლოდ 1 პროცენტია, სწორედ ის აძლევს ამერიკის ამ ცნობილ სიმბოლოს უნიკალურ გემოს. ამ ინგრედიენტის დამზადების საიდუმლო ინახება ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, სპეციალურ სეიფში, რომელიც 24-საათიანი დაცვის ქვეშაა.
საიდუმლო რეცეპტი: კოკას ფოთლების წვენი – 26,64;
ლიმონის მჟავა – 84,9;
კოფეინი – 28,3
შაქარი – 30 (წონის ერთეული მითითებული არ არის);
წყალი – 1,892 ლიტრი;
ვანილი – 28,35 გრამი;
კარამელი – 42 გრამი (სასურველი ფერის მისაღებად შეიძლება უფრო მეტიც);
გემოს დანამატები 7X (18,9 ლიტრ სიროფზე – 56,7 გრამი);
სპირტი – 226,8 გრამი;
ფორთოხლის ზეთი – 20 წვეთი;
ლიმონის ზეთი – 30 წვეთი;
მუსკატის ზეთი – 10 წვეთი;
კორიანდრი – 5 წვეთი;
ფლერდ ნარინჯის ზეთი – 20 წვეთი;
დარიჩინი – 10 წვეთი.
სპეციალური მასალის გამოქვეყნებას გამოეხმაურა მწარმოებელი კომპანია: „ძირითადი ინგრედიენტები არ წარმოადგენს საიდუმლოს“, – განაცხადა სამხრეთ წყნარი ოკეანის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სიუზი კრამპტონმა, თუმცა, არ მიუთითა, ზუსტია თუ არა წარმოდგენილი რეცეპტი.