კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანიაში იპოვეს ჰიტლერის დროს ჰებელსის დაკვეთით გადაღებული 3D ფილმები

სამგანზომილებიანი ფილმების გადაღება გერმანიაში ჯერ კიდევ ადოლფ ჰიტლერის დროს დაიწყეს. ორი ადრე უცნობი კინოსურათი ბერლინში, ფედერალურ არქივში აღმოაჩინა ავსტრალიელმა რეჟისორმა და მკვლევარმა ფილიპ მორამ, რომელიც მოცემულ მომენტში მესამე რაიხის დოკუმენტურ ისტორიაზე მუშაობს.

ფირები, რომლებიც შეიქმნა 30-იანი წლების შუაში, კლასიკური 3D ტექნოლოგიით თუ არა, მსგავსი ტექნოლოგიით მაინც არის გადაღებული. სურათებს იღებდნენ 35-მილიმეტრიან ფირზე, ორი კამერის ან ორი ობიექტივის საშუალებით, რომელთა წინაც, ალბათ, სპეციალურ პრიზმას აყენებდნენ.

შავ-თეთრი ფილმები გამოშვებულ იქნა კერძო კინოსტუდიის მიერ პროპაგანდისა და სახალხო განათლების სამინისტროს დაკვეთით, რომლის სათავეში იდგა ცნობილი იოზეფ ჰებელსი. მათი ხანგრძლივობა არ აღემატება ნახევარ საათს, მაგრამ ხარისხი განსაცვიფრებელია. ერთ-ერთი ფილმი გადაღებულია მიუზიკლის ჟანრში, რომლის მოქმედება ვითარდება ქალაქგარეთ, პიკნიკზე. მასში არის ძალზე ეფექტური სცენა, რომელიც შეიცავს მაყურებელთა მიმართულებით შემწვარი ძეხვის ცხიმის შესხურების ეფექტს. მეორე ფილმი გადაღებულია კომედიურ ჟანრში.

„ფილმების ხარისხი ფანტასტიკურია. ფაშისტები სკურპულოზურად აფიქსირებდნენ ყოველგვარ ინფორმაციას და ყოველი კადრი მათ მიერ კონტროლდებოდა – მათ ასეთი საშუალებებითაც დაიმორჩილეს ქვეყანა და ხალხი”, – განაცხადა მორამ, რომელმაც იპოვა ეს ფილმები.

ითვლება, რომ ასეთი დონის ტექნოლოგიით გადაღებული ფილმები შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, მაგრამ ავსტრალიელის აღმოჩენა სადავოს ხდის ჰოლივუდის უფლებას 3D-ს გამოგონებაზე. ყველა არსებულ საარქივო დოკუმენტში ნაპოვნი ფირები აღწერილია როგორც „სივრცითი ფილმები” და ამიტომაც აქამდე ვერავინ მიხვდა, რომ ლაპარაკი იყო სამგანზომილებიანი გამოსახულების გამოგონებაზე.


скачать dle 11.3