კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარადგინეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი – „ბოინგ 747-8”

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა ფირმა „ბოინგმა” წარადგინა ახალი მოდელი: „747-8 ინტერკონტინენტალი”, – იტყობინება „ბი-ბი-სი“, მის ბორტზე შეიძლება განთავსდეს 476 მგზავრი, რაც 51-ით მეტია „ბოინგ 747-თან“ შედარებით, როლის ექსპლუატაცია ამჟამად მიმდინარეობს. ამავე დროს, ის ხარჯავს ნაკლებ საწვავს, ამტკიცებს მწარმოებელი. ეს თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე გრძელია – მისი საერთო სიგრძე შეადგენს 76,4 მეტრს.

ახალი მანქანის წარდგენის ცერემონია შედგა კონცერნ „ბოინგის” 10 ათასი თანამშრომლის, მათი ოჯახების წევრებისა და სტუმრების თანდასწრებით იმავე ანგარში, სადაც 1968 წელს წარადგინეს პირველი „ბოინგ-747” .

მანქანამ მიიღო ახალი ფრთები, კუდი, უფრი მახვილი ცხვირი, თანამედროვე ძრავები და ეკიპაჟის ახალი კაბინა.

ავიაკომპანიების – Lufthansa-სა და Korean airLlines-ისაგან უკვე მიღებულია 33 შეკვეთა.

მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ამ წლის ბოლოს ავიალაინერი დაიწყებს მუშაობას მარშრუტებზე, მეტ შეკვეთებს მიიღებენ.

ახალმა მოდიფიკაციამ კონკურენცია უნდა გაუწიოს „აირბუს A-380“-ს. მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, ავიაკომპანიებს სჭირდებათ ფართოფუზელაჟიანი და ნაკლები სიგრძის თვითმფრინავები, ანუ, ისეთები, როგორიცაა, „ბოინგ-787” და „აირბუს A-350”, რომელთაც შეუძლიათ, საკვანძო აეროპორტების გვერდის ავლით დასხდნენ მეორეხარისხოვან აეროპორტებში.


скачать dle 11.3