კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მრისხანე „კატა“, გაწამებული მილიცია და მშვიდობიანად მოფუსფუსე წრუწუნები

გენო ლაცაბიძე, მეტსახელად „კატა“, გასული საუკუნის სამოციანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედი იყო, რომელიც შიშის ზარს სცემდა როგორც თავის მსხვერპლს, ასევე კოლეგებსაც, ვინც კი მასთან რაიმე მცირე შეცდომას დაუშვებდა. გოლიათური აღნაგობისა და არაადამიანური ძალის პატრონი ლაცაბიძე ძალიან მოქნილიც იყო და „კატა“ სწორედ ამის გამო შეარქვეს. ისეთივე დაუნდობელი იყო, როგორი შიშისმომგვრელი გარეგნობაც ჰქონდა და, რიგით ბოროტმოქმედებზე რომ არაფერი ვთქვათ, მას კანონიერი ქურდებიც კი ერიდებოდნენ. ყველამ იცოდა, რომ „კატა“ არაფერზე დაიხევდა უკან და ნებისმიერი ხერხით შეეცდებოდა თავისი პრინციპების გატანას. ერთხელ „კატამ“ თავის ერთ ყოფილ „პაძელნიკს“ ორი თითი მოჰკვეთა სამართებლით, მეორეს ყური მოაჭამა, მესამეს კი – ცხვირი...

„კატას“ კრიმინალური კვალიფიკაცია „დომუშნიკი“ იყო, რაც ბინის ქურდს ნიშნავს. ის საკმაოდ გაწაფული იყო ამ საქმეში. საკმარისზე მეტ ფულს შოულობდა და საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა. ერთხელ ჩვენმა „ოპერებმა“ მოიხელთეს კიდეც, მაგრამ „კატამ“ ორ შეიარაღებულ ოპერს სცემა, პისტოლეტები წაართვა და მიიმალა. ამ შემთხვევის შემდეგ მასზე ნადირობა გაორმაგდა, თუმცა ვერ ვიხელთებდით, ის კი თავის „მოღვაწეობას“ განაგრძობდა და ამით ჩვენს უსუსურობას უსვამდა ხაზს. მე იმ პერიოდში სამძებროში ვმუშაობდი და არაერთხელ შევსწრებივარ, რომ „კატას“ ჩვენთან დაურეკავს და უთქვამს, რომ მორიგი ქურდობა ჩაიდინა.

ერთი ზაფხულის, საღამოს ჩვენს განყოფილებაში ტელეფონმა დარეკა და ყურმილი რომ ავიღე, ისტერიკული ყვირილი მომესმა:

– მილიციაა? უგროზისკი? მიშველეთ, ჩქარა, აქ მოდით!

– დამშვიდდით და წყნარად მითხარით, რა ხდება და სად მოვიდეთ? – ვუთხარი მამაკაცს, რომელიც ისტერიკულად იმეორებდა:

– „კატა“ ვარ მე, „კატა“! ჩქარა მოდით, თორემ შემჭამენ ეს წყეულები! – ხმას აუწია მამაკაცმა და როგორც კი მისამართი თქვა, ხმა ჩაუწყდა, თუმცა ტელეფონი არ გათიშულა და მივხვდი, რომ გონება დაკარგა.

მამაკაცის მიერ დასახელებული მისამართი ჩვენი სამსახურიდან, სულ რაღაც, ასიოდე მეტრში მდებარეობდა და მე და ჩემი კოლეგები იქ ორ წუთში მივედით, ბინაში შევცვივდით და თვალებს არ დავუჯერეთ: ტელეფონის მაგიდასთან გულწასული „კატა“ ეგდო და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შეგეცოდებოდათ. იქვე კი სამიოდე წრუწუნა ფუსფუსით მიირთმევდა ყველის ნამცეცებს...

„კატა“ გავკოჭეთ და შემდეგ მოვასულიერეთ, მაგრამ, წრუწუნებს რომ მოჰკრა თვალი, ისევ წაუვიდა გული და მის გონზე მოყვანას უკვე კარდიოლოგთა ბრიგადა დასჭირდა. როგორც გაირკვა, მრისხანე „კატას“ თაგვების პანიკური შიში ჰქონია. სწორედ ამ შიშის წყალობით მოხდა, რომ მოუხელთებელი, დაუნდობელი რეციდივისტის დაპატიმრებაში პაწაწინა წრუწუნები დაგვეხმარნენ...


скачать dle 11.3