– გადაირევა კაცი‚ ამ არეულობაში ეგვიპტეში რამდენი ქართველი წავიდა?!
– მოენატრათ მიტინგები და რა ქნან...
***
მშობიარე ბლოკში:
– ღმერთო‚ პირველად ხომ კაცებმა დაიწყეს ადამიანთა მოდგმის გაგრძელება. გაიხსენე ადამის ნეკნი... ისევ მათ იმშობიარონ...
***
ზარი სამშობიაროში:
– გენაცვალე‚ თქვენთან წუხელ‚ 12 საათზე ქალიშვილი მოიყვანეს‚ ხომ ვერ მეტყვით‚ რა გაუჩნდა?
– უკაცრავად‚ ჩვენთან ქალიშვილები არ მოჰყავთ...
***
მეცნიერებმა ახლახან დაამტკიცეს‚ რომ დეპრესიის მკურნალობა შეიძლება‚ თუ კატას კალთაში ჩაისვამთ და ზურგზე ხელის გადასმით მოეფერებით. მაგრამ, როდესაც ამ ქმედებას შეწყვეტთ‚ კატას კვლავ დაეწყება დეპრესია.
***
სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვამ – „მოთხოვნილება და სურვილები“‚ გამოავლინა‚ რომ მოსწავლეთა 93 პროცენტი პასუხების გაცემას არასერიოზულად მოეკიდა.
***
– დედა‚ ვინ ცხოვრობს მაცივარში‚ საჭმელებს სულ იქ რომ აწყობ?
***
– ეეჰ‚ როდის შემოვა პამიდორი? ისე მიყვარს‚ ისე‚ რომ ვამზადებ ტომატის სოუსში და კეტჩუბთან ერთად ვჭამ.
***
სუფრაზე იდო შემწვარი გოჭი‚ გოჭში – ქათამი‚ ქათამში – კვერცხი‚ კვერცხში – სატენი... და ქირურგებმა საქმიანად და მხიარულად გაატარეს საღამო.
***
– მიხო‚ რას წამოწოლილხარ?! წამო, ვითევზაოთ!
– არაყი გააქ?
– არა... სამაგიეროდ „პლანი“ მაქ.
მიხომ მოხერხებულად ამოიდო მუთაქა.
– მაიტა‚ ვანუა‚ რაღა შორს ვიაროთ‚ აქვე ვითევზაოთ!
***
– დედი‚ კიდევ როდის ჩამოვა თოვლის ბაბუა ჩინეთიდან?
– თოვლის ბაბუა ჩინეთიდან რატომ უნდა ჩამოვიდეს‚ ის ხომ ლაპლანდიაში ცხოვრობს?
– საჩუქრები რომ სულ ჩინური ჩამოაქვს?!
***
– ბავშვობაში დედამ თმაში ყვავილი ჩამიწნა‚ ისეთი ლამაზი იყო... ოღონდ ქოთანი იყო მძიმე და ტარება მიჭირდა...
***
სად დავკიდო ეს სურათი?
– ამ კედელზე... ჩაქუჩი და ლურსმანი სკამზე მოგიმგზადე‚ იოდი და ბინტი – მაგიდაზე...
***
ორი ექიმი:
– რა მჟავე სახე გაქვს‚ მოხდა რამე?
– პაციენტს ვურჩიე‚ ამ გრიპიანობის დროს‚ თან ყინავს, თბილად ჩაიცვი-მეთქი და... ჩემი ქურქი გაუყოლებია ხელს...
***
– ეს ჩვენი მაკა რავა ინტერნეტივითაა?
– როგორ?
– ორივეს ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
***
– შეხედე‚ მესამე სართულზე რას ზასაობენ?!
– აუ‚ მაგათ რომ ქალი მისცა!..
***
– გუშინ სახლში ყუთი აგქონდა‚ რა მოიტანე?
– სარეცხი მანქანა‚ სარეცხს შეყრი‚ ღილაკს დააჭერ‚ დააყენებ ტემპერატურას‚ რეჟიმს და თვითონ რეცხავს‚ ავლებს‚ აშრობს‚ არ ხმაურობს.
– ჩემი უკეთესია‚ კნოპკაზე დაჭერაც არ სჭირდება‚ ყველაფერს თავად აკეთებს. ესაა ზოგჯერ მაგრა ხმაურობს ხოლმე...
– რომელი ფირმაა?
– ვინ‚ ჩემი ცოლი?
***
– თქვენს შარდში ყველაფერი ნორმაშია‚ ოღონდ... შაქარია საშინლად მაღალი‚ ნუ გადადებთ, ახლავე მიმართეთ უროლოგს...
– არაფერია‚ შაქარი მე დავამატე‚ გემოსვის...
***
ჩაცმული ქალი ჯობია გახდილს‚ რადგან:
– ჩაცმულ ქალს მეტი მიზეზი შეიძლება მოუნახო კომპლიმენტისთვის;
– ჩაცმულ ქალთან შეგიძლია, მხოლოდ კოცნით შემოიფარგლო და საშუალება გეძლევა‚ რისკზე არ წახვიდე;
– ჩაცმული ქალის გახდა გაცილებით იაფია‚ ვიდრე გახდილის ჩაცმა.
***
ქიმიის გაკვეთილზე:
– აი‚ ბავშვებო, მე ამ ჭურჭელში‚ რომელშიც უცნობი ნივთიერებაა ორლარიანს ჩავდებ... ვნახოთ‚ გაიხსნება თუ არა.
– არ გაიხსნება‚ მასწ!
– ჯერ არ ვიცით‚ დაველოდოთ.
– ვიცი‚ რომ გახსნილიყო‚ ორლარიანს არ ჩადებდით.
***
– აბა‚ შვილო‚ დღეს რით გაახარებ მამასა, – შეეგება სკოლიდან მოსულ შვილს მიხო.
– დღეს ვერაფრით‚ შენ რაც გაგახარებს‚ გუშინ ბიჭებთან ერთად დავლიეთ.
***
საპარიკმახეროში:
– ეს რა ოდეკოლონი დამასხი‚ ჩემი ცოლი იფიქრებს‚ ბორდელში იყოო.
– მე სულ ამას ვისხამ?! რა კარგია‚ რომ ჩემმა ცოლმა არ იცის, ეგეთ ადგილებში როგორი სუნია.
***
– ბებია‚ ბებია‚ რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?
– კარგად რომ დაგინახო...
– რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები?
– კარგად რომ მოგისმინო...
– ასეთი დიდი ცხვირი?
– ჩვენ ხომ სპილოები ვართ‚ ბებო?!
***
– ფსიქოთერაპევტი კოლეგას შეხვდა.
– მორჩა‚ დღეიდან აღარ ვსვამ!
– ?!
– გუშინ‚ შესვენების შემდეგ შევდივარ კაბინეტში... კლიენტია‚ შევხედე‚ ნამდვილად სერიოზული პრობლემები აქვს. დაველაპარაკე – ახლებურად შევხედე პრობლემებს... ვამთავრებ კონსულტაციას. კაბინეტში ექთანი შემოდის და გაოცებული მეკითხება:
– რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ‚ სარკის წინ რატომ ზიხართო...