კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი წლების წინ დაკარგულმა ნათესავებმა და ვინ ეძებდა მათ კრასნოდარის მხარიდან საქართველოში

49 წლის იგორ ჩერვიაკოვი ეძებდა გივი, ივანე, ჟუჟუნა და ალექსანდრე გონაშვილებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ქართველ ნათესავებს, რომლებთან ურთიერთობაც დროისა და ტერიტორიული სიშორის გამო აღარ გვაქვს 1980 წლიდან. იმედია, ჩემს ისტორიასა და ფოტოებს, რომლებიც შემონახული იყო ჩვენს ოჯახში, ვინმე გამოეხმაურება და მათ პოვნაში დაგვეხმარება. ამჟამად ყუბანში ვცხოვრობ და ყუბანის ნებაყოფლობითი დამხმარის მეშვეობით გავიგე, რომ საქართველოში თქვენ ეხმარებით ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში. ამიტომ, დიდ იმედს ვამყარებ თქვენზე.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია სულ ახლახან დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულებში” და ძალიან მოკლე დროში ვიპოვეთ იგორის ნათესავები. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან იგორ ჩერვიაკოვი და ნაპოვნი ალექსანდრე, რომლებიც თავად უამბობენ მკითხველს თავიანთ ისტორიას.

ინტერვიუ იგორ ჩერვიაკოვთან:

– იგორ, თქვენი ისტორია სულ ახლახან დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულებში“. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი ნათესავები ვიპოვეთ და მათ თქვენთან დაკავშირება სურთ?

– პირველად, როდესაც გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე მივიღებდი შედეგებს და წლების წინ დაკარგულ ნათესავებს, რომლებიც ჩვენგან ტერიტორიულადაც ძალიან შორს იყვნენ, ასე მოკლე დროში მაპოვნინებდით. წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ მათი პოვნა ყველაზე მეტად ჩემს ხანში შესულ ბებია ვარიას უნდოდა. როდესაც მომწერეთ და მითხარით, რომ ნატალიას სამივე შვილი ნაპოვნია და ისინი თბილისში ცხოვრობენ, ძალიან გამიხარდა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ თვითონ ნატალია გარდაცვლილა. იმ დღესვე, როცა ეს ამბავი გავიგე, თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი ბებიაჩემს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევახვედრო ისინი ერთმანეთს. როგორც კი ამას მოვიფიქრებ, გეგმაში მაქვს, ეს სასიხარულო ამბავი ვამცნო ყველა ჩვენს ნათესავს, რომლებიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობენ.

– დიდხანს ეძებდით თქვენს ნათესავებს?

– დაახლოებით სამი წელია, რაც მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებას ვცდილობდი. მართლა დიდი სიხარული განვიცადე, როდესაც ისინი ვიპოვე. თქვენი დახმარების გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი. დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ისტორიას გულისხმიერებით მოეკიდა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო თქვენს ჟურნალს და მთელ რედაქციას.

ინტერვიუ ნაპოვნ ალექსანდრე გონაშვილთან.

– გვიამბეთ, როგორ გაიგეთ, რომ კრასნოდარის მხარიდან ნათესავი გეძებდათ. როგორი იყო თქვენი რეაქცია?

– თქვენი რუბრიკა წაიკითხა ჩემმა ახლობელმა, რომელმაც მაშინვე დამირეკა და მითხრა, რომ მე და ჩემს დედმამიშვილებს გვეძებდნენ ნათესავები. ბუნებრივია, გამიხარდა და გამიკვირდა. მაშინვე ვიყიდე ჟურნალი და წავიკითხე. ვიცანი ფოტო, რომელზეც დედაჩემი და ჩემი ძმა იყვნენ – ეს ფოტო ჩვენც გვაქვს სახლში. ყველას გაგვიხარდა. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ დედაჩემი ცოცხალი აღარაა, მასაც ძალიან გაუხარდებოდა, რადგან ყოველთვის ახსოვდა და უყვარდა კრასნოდარის მხარეში მცხოვრები ჩვენი ნათესავები.

– აპირებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას და ურთიერთობის გაგრძელებას, თქვენი დაშორებიდან ხომ წლებია გასული?

– აუცილებლად განვაახლებთ ურთიერთობას. შეძლებისდაგვარად, ვნახავთ კიდეც ერთმანეთს. რაც მთავარია, თქვენი დახმარებით უკვე ვიცით ერთმანეთის მისამართიც და ტელეფონის ნომრებიც. ინტერნეტის საშუალებითაც გვექნება ურთიერთობა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ნათესავებს ერთმანეთი გვაპოვნინეთ.


скачать dle 11.3