არეულობებმა ვერცხლის ფასი მაქსიმუმამდე გაზარდა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა, რომელსაც საყოველთაო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, ვერცხლის ფასი მაქსიმუმამდე გაზარდა. აზიის ბირჟებზე ვერცხლის ფასმა 31-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და უნციაზე 33,114 დოლარი შეადგინა. სექტემბრიდან ვერცხლი 17 პროცენტით გაძვირდა. ამის მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები იმას ასახელებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შექმნილი უკონტროლო ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ ფასიან ქაღალდებზე და უფრო საიმედო აქტივები მოეძებნათ. ვერცხლის გარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოქროს ფასმაც აიწია და უნციაზე 1 396 დოლარი შეადგინა. ვერცხლის ფასის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, რადგან მასზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, წარმოება კი იკლებს. 2011 წლის განმავლობაში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვერცხლის ფასი უნციაზე 40 დოლარამდე მიაღწევს. რაც შეეხება ოქროს, ის თავისი რეკორდს, 1 431 დოლარს გადააჭარბებს. 2010 წლის განმავლობაში ოქროს ფასი 30 პროცენტით გაიზარდა. მუსლიმანურ ქვეყნებში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, ნავთობის ფასიც საგრძნობლად გაიზარდა.