კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ შეიძლება მუხრუჭზე ფეხის დადგმა და მკვეთრი მანევრის გაკეთება

უცნაური ამინდებიდან გამომდინარე, როდესაც ზუსტად არ ვიცით, რომელი საბურავი დავაყენოთ, როგორ ვმართოთ ავტომობილი ისე, რომ თოვლში, თოვლ-ჭყაპსა და წვიმაშიც, კომფორტულად ვიაროთ, ყველა მძღოლი დაბნეულია. შეგვიძლია, ამ თემასთან დაკავშირებით მევლუდ მელაძის რჩევები გავითვალისწინოთ.

მევლუდ მელაძე: კარგი ზამთარი გვქონდა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდისთვის ავტომობილის მომზადება მაინც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მძღოლებმა უკვე იფიქრეს, ეს სიცივეები გადავაგორეთ და შეგვიძლია, მშვიდად ვიაროთ ისევ ზაფხულის ან შერეული ტიპის საბურავებით, ანტიფრიზის გარეშე და სხვაო. ამინდები აირია და არ მგონია, დარჩენილი ორი კვირის გამო მძღოლებმა ეს ყველაფერი ახლა გააკეთონ. ერთი სიტყვით, ამ ამინდებს მოუმზადებლები შევხვდით. ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, საბურავებია. აუცილებლად დააკვირდით, თუ მათ ჯერ კიდევ დარჩენილი აქვთ ღრმა პროტექტორი მაშინ კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ პროტექტორიც გაცვეთილია და საბურავი თითქმის სიგლუვემდეა მისული, მაშინ პრობლემა ასმაგდება. თუ თოვლ-ჭყაპში მოგიწიათ სიარული, კიდევ არა უშავს, რადგან წყალი პროტექტორის შუაგულში მოექცევა, რაც საშუალებას მოგცემთ, მოდება შეინარჩუნოთ. მაგრამ, თუ თოვლია, კიდევ უფრო რთულად გაქვთ საქმე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ღრმა პროტექტორით, მიუხედავად იმისა, ზაფხულისაა თუ არა, კიდევ შეიძლება, მანქანამ რაღაცნაირად მაინც იაროს. უპროტექტოროდ კი, გთხოვთ, საერთოდ გააჩეროთ ავტომობილი. ზაფხულის უპროტექტორო საბურავი – ეს იგივეა, რომ თოვლში ან თოვლ-ჭყაპში ციგებით გამოხვიდეთ ყინულზე. ზუსტად ისე ისრიალებთ. სულ ოდნავი თოვლიც კი, ასფალტის ზედაპირსა და საბურავს შორის, შექმნის ფენას, რომლის წყალობითაც მართვას აბსოლუტურად დაკარგავთ. თუ იძულებული გახდით და მაინც ავტომობილით გამოხვედით, მაშინ საბურავები საკმაოდ დაასუსტეთ.

– მაინც რამდენად?

– გააჩნია ავტომობილს, მოდელს და საბურავს. უხეშად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ, მისი წნევა გაანახევროთ კიდეც, როგორც მინიმუმ, ერთი მესამედით უნდა დაუშვათ. გაბერილი და ოდნავ გადაბერილი საბურავით თოვლში, თოვლ-ჭყაპსა და თუნდაც გუბეებში, ავტომობილი ხდება უმართავი. საჭეს ატრიალებთ, ცდილობთ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ, მაგრამ ის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას. მას ინერცია აძლევს მიმართულებას, ან მოდება არ ყოფნის, რომ მოეჭიდოს. თუ თოვლ-ჭყაპია ამ დროს რაღაც კვალი კეთდება, რომელსაც ავტომობილი ისე მისდევს, თითქოს რელსებზე იდგეს. დაშვებული საბურავი მეტ-ნაკლებად გამორიცხავს ამ ეფექტს, ის ნაკლებად გორავს და ამ „რელსებსაც” შეიძლება ასცდეს და, შესაბამისად, თავის ჭკუაზეც ვერც დადგეს. საბურავზე კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს მაინც უმთავრესია. თოვლში, თოვლ-ჭყაპსა და წვიმაში ავტომობილი სულ სხვადასხვაგვარია. ამიტომ, სამივეს მოკლედ შევეხოთ. რადგან საკმაოდ უცნაური ამინდი გვაქვს, ბევრს უწევს ქალაქიდან გასვლაც. თუ ვთქვათ, გუბეში მოგვიწია გავლა და ავტომობილმა მართვა დაკარგა, საჭე ზედმეტად არ დაატრიალოთ – მხოლოდ იმდენად მოუხვიეთ, რამდენიც იმ კონკრეტული ადგილის გასავლელად გჭირდებოდათ. არ მოუმატოთ და არც შეამციროთ სიჩქარე, არ დაადგათ ფეხი მუხრუჭს. როგორც კი იმ ზედაპირს გაივლის, საბურავი თავად მოვა მოდებაში და ზუსტად იმ მიმართულებას მიიღებს, რომელიც გინდოდათ. მაგრამ თუ ოდნავ მეტად დაატრიალებთ საჭეს, დაიბნევით და ეცდებით, მდგომარეობის „უცნაური ხერხებით” გამოსწორებას, ეს უკუეფექტს მოგცემთ. როდესაც ავტომობილი მოდებაში მოვა, შეიძლება, საერთოდ შეიცვალოთ მიმართულება და საპირისპირო მიმართულებითაც კი წახვიდეთ. არ ჩავარდეთ პანიკაში.

– თუ თოვლ-ჭყაპია?

– მასაც შეუძლია ავტომობილს მოდება დაუკარგოს. შეიძლება, მარჯვნივ გინდათ მოხვევა, მაგრამ ავტომობილი სხვა მხარეს მიდის და პირიქით. ეს იმიტომ, რომ თოვლ-ჭყაპში თოვლი ალაგ-ალაგ გზებზე მკვრივი ხდება და ის ისეთ ეფექტს იძლევა, თითქოს გზის თვალამრიდზე ახვედით. თვალამრიდს რომ შეეხოთ, ის ხომ აისხლიტავს საბურავს და მეორე მხარეს გაისვრის ავტომობილს, იგივე ეფექტი აქვს თოვლ-ჭყაპს. მიდიხართ, გგონიათ, რომ უკვე დამდნარ თოვლს მიაპობთ, მაგრამ უცებ, შეიძლება, გაუხეშებული თოვლი შეგხვდეთ და მან აგისხლიტოთ. აქაც გირჩევთ, რაც შეიძლება, ნაკლები მანევრი აკეთოთ, ნაზად, ცოტა ამოძრაოთ საჭე და თავიდან აღებული მიმართულება შეინარჩუნოთ. წყალში და თოვლ-ჭყაპში მსგავსი ეფექტი შეიძლება, ზამთრის საბურავებმაც მოგცეთ. თოვლში ზამთრის საბურავია იდეალური, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ისე ივლის, როგორც ზაფხულის საბურავი ასფალტზე. თოვლში გაცილებით ნელა უნდა შეასრულოთ ნებისმიერი მანევრი, ვიდრე მშრალ ამინდში. ზოგიერთი მანევრი კი, შესაძლოა, საერთოდ ვერ შეასრულოთ. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ამიტომ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ თოვლში ზაფხულის საბურავით აღმოჩნდით, ეს ნიშნავს, შეიძლება, ადგილიდანაც ვერ დაიძრათ. ამ დროს ძალიან დაბალი ბრუნით, ოდნავ უკან დაგორებით, გაზის ნელა შეპარებით დაიძარით. შეეცადეთ, ნებისმიერი მოსახვევის ძალიან ნელი გაზით გავლა. ამ დროს გირჩევთ, ავტომობილის მოდებიდან სრულ გათავისუფლებას.


скачать dle 11.3