რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. ავამუშავებ თუ არა ძრავას, ისმის უცნაური, წრიპინის ხმა. თუ ცოტა ხანს დაველოდები ან მაღალ ბრუნებს მივცემ და მერე ფეხს ავუშვებ გაზს, ხმა, ხშირ შემთხვევაში, წყდება. მაგრამ, ხანდახან მიწევს იმავეს რამდენჯერმე გამეორება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს: ძრავას რომელიმე ღვედი ან რომელიმე გორგოლაჭი, რომელიც ღვედზეა მიმაგრებული. ეს არის ღვედის დამჭიმი ან მისი ბრუნვაში მომყვანი გორგოლაჭები. პირველ ყოვლისა, უნდა დავაჭიმინოთ, ღვედი, რომელიც ხმას გამოსცემს, რადგან, შესაძლოა, ის მოსუსტებული იყოს და ამიტომ წრიპინებდეს. თუ ამან არ უშველა, მაშინ ღვედი მთლიანად უნდა გამოვცვალოთ. და თუ ესეც არ შველის, ღვედი უნდა მოვხსნათ და მასთან დაკავშირებული ყველა გორგოლაჭი ხელით გავსინჯოთ. ხელით გასინჯვის დროს გორგოლაჭი არ იწრიპინებს, მაგრამ მას ექნება ეგრეთ წოდებული „ლუფტი“, რაც ხელით ძალიან იოლად ისინჯება – ტრიალისას ხელშივე შეიგრძნობთ მის უსუფთაო, არა- გლუვ ბრუნვას.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი”. ძრავას „სალნიკიდან” მცირე რაოდენობით ზეთს აპარებს. ეს ნაწილი რომ არ შევცვალო და ზეთის დამატება გავაგრძელო, ძრავას ხომ არ დააზიანებს გაფუჭებული „სალნიკი”?
პასუხი: გაფუჭებული „სალნიკი“ ძრავას არ დააზიანებს, მხოლოდ თვალყური უნდა ადევნოთ, ზეთის დონე არ ჩამოცდეს მინიმალურ ზღვარს. თუ ზეთის გადინება დიდი რაოდენობით ხდება, შესაძლოა, ზეთმა სავალი ნაწილის რეზინის დეტალები მწყობრიდან გამოიყვანოს, ან თუ ეს არის უკანა „სალნიკი“ შესაძლოა, „ცეპლენიის” ანუ მოდების ქუროს დაზიანებაც.