პოლონელებს საკუთარი „პაული” ეყოლებათ
ვარშავის ზოოპარკში შევსებაა: ხმელთაშუა ზღვის მობინადრე რვაფეხა ამიერიდან პოლონეთში იმავე მისიის შესრულებას იკისრებს, რასაც რვაფეხა „პაული” 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს აკეთებდა. ჯერჯერობით უსახელო მოლუსკი ვარშავის ზოოპარკის აკვარიუმში მოათავსეს და სწორედ მისგან დაელოდებიან სასურველი პროგნოზების მოსმენას 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარდება.