ვანდა ისევ საუკეთესოა
რუმინელმა ტანმოვარჯიშემ, ვანდა ჰადერიანმა, დიდი ხნის წინ დაასრულა სპორტული კარიერა, თუმცა, პოპულარული ის სულაც არ გამხდარა სპორტული მიღწევების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მის ანგარიშზე 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალია. ვანდამ სახელი გაითქვა, როგორც „ფლეიბოის” მოდელმა – მისი გულახდილი ფოტოსესიებით ნახევარი მსოფლიოს მამაკაცების უმეტესობა არის მოხიბლული და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ვეტერანი სპორტსმენი ჯერაც ბრწყინვალე ფორმაშია. კანადაში მცხოვრები ვანდა უკანასკნელ წლებში ფიტნესით არის გატაცებული და საკუთარ სხეულს უვლის, რაზეც მის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს. ბოლო ოთხი წელია, ვანდა კონკურს „მის ფიტნეს უორლდის” გამარჯვებულია, მათ შორის – 2011 წლისაც.