კარპოვი და ანანდი რკინიგზის სადგურში ჭადრაკით „გახურდნენ“
მადრიდის რკინიგზის სადგურში უჩვეულო აქცია გაიმართა: ასობით თვითმხილველის თანდასწრებით, სადგურის მოსაცდელ დარბაზში თანამედროვეობის ორმა უდიდესმა მოჭადრაკემ ანატოლი კარპოვმა და ვიშთვანან ანანდმა, ხუთწუთიანი „ბლიცი“ ითამაშეს. აქცია ესპანეთის რკინიგზის მიერ იყო ორგანიზებული და სახელმწიფოში ჭადრაკის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. თეთრებით მოთამაშე კარპოვმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა, თუმცა, დროის სიმცირის გამო, ვერ ასწრებდა მოსაგები სვლის გაკეთებას და საბოლოოდ ყაიმს დათანხმდა. მატჩის შემდეგ მოჭადრაკეებმა მატარებელში გადაინაცვლეს და ვალენსიის მიმართულებით აიღეს გეზი.