მათეუსმა უკრაინა ისლანდიაზე გაცვალა
როგორც ჩანს, ჭორი იმის შესახებ, რომ გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოტარ მათეუსი მეუღლეს, უკრაინელ მოდელ ლილიანა ჩუდინოვას ეყრებოდა, გამართლდა, რადგან ახლახან ოფიციალურად გაცხადდა, რომ მათეუსი და ჩუდინოვა ერთად აღარ ცხოვრობენ. მათეუსისთვის ეს მეოთხე განქორწინებაა და ამბობენ, რომ ყველაფერში მისი ახალი რჩეული, ისლანდიელი მოდელი ასდის რანია დამნაშავე, რომლის მიმართ ბულგარეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, უკანასკნელი პერიოდია, ცხოველ ინტერესს იჩენს. ასდისი მათეუსმა ბულგარეთში გაიცნო და, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს მეუღლეც ჰყავს და (ცნობისთვის – ისლანდიელი ფეხბურთელი ჰარდარ გუნლაუგსონი) სამი შვილიც მათეუსს მაინც მიუწევს მისკენ გული და, სავარაუდოდ, მიაღწევს კიდეც მიზანს, რადგან უკვე ლაპარაკობენ ასდისის ოჯახში არსებულ კონფლიქტებზე. სხვათა შორის, ასდის რანი ისლანდიაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალბატონად მიიჩნევა.