ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები
გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.
ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.
უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.