კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოუსმინეთ გულს

გულის იშემიური დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა სტენოკარდია, რომლის დროსაც გულის კუნთი ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება მთლიანად წყდება, მაშინ ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი.

სტენოკარდიის კლასიკური გამოვლინებაა გულის არეში განვითარებული ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელს, ქვედა ყბის მარცხენა ნახევარს და მარცხენა მხარს. ადამიანს, შეიძლება, ასევე, აწუხებდეს სიმძიმის ან წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ჰაერის უკმარისობა, ზოგჯერ მუცლის ტკივილი. ხანმოკლე შეტევები სხვადასხვა სიხშირით მეორდება. სტენოკარდიული შეტევის პროვოცირება შეიძლება, გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, ემოციურმა სტრესმა და სხვა. შეტევები, შესაძლოა, დღის ნებისმიერ დროს განვითარდეს.

სტენოკარდია შეიძლება, იყოს სტაბილური და არასტაბილური.

სტაბილური ვარიანტის დროს, შეტევები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვლინდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და ის ერთნაირი სიხშირისა და ხასიათისაა.

არასტაბილური სტენოკარდია ვლინდება შეტევების გახშირებით. ისინი მცირე ფიზიკური დატვირთვის შედეგად ვითარდება და თანდათან ძლიერდება. არასტაბილური სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო განვითარების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. არასტაბილური სტენოკარდიით დაავადებულ ადამიანს ზოგჯერ ასი მეტრის გავლაც არ შეუძლია. მას მაშინვე ეწყება შეტევა. ეს დაავადების ყველაზე საშიში ფორმაა.

თუ ტკივილი ინტენსიური ხდება, ნახევარ საათს გრძელდება და ტალღისებურად მეორდება, ავადმყოფს აქვს ძლიერი სისუსტე და შიშის გრძნობა, უხშირდება პულსი და მკვეთრად უთამაშებს არტერიული წნევა – ასეთი სიტუაცია ინფარქტის ეჭვს ბადებს.

ზოგჯერ დიეტის საგულდაგულო დაცვაც კი სისხლში ქოლესტერინის დონეს მხოლოდ ხუთი პროცენტით აქვეითებს. თუ ქოლესტერინის მაჩვენებელი სწორი კვების შემდეგაც მაღალია, საჭიროა ლიპიდების დასაქვეითებელი პრეპარატების მიღება.

მწვავე სისხლძარღვოვანი თრომბოზის პროფილაქტიკა ადამიანს იცავს არასტაბილური სტენოკარდიისა და ინფარქტისგან, ამიტომ, თრომბოზის პროცესზე მოქმედი საშუალებების მიღება იშემიური დაავადების გართულების პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ფიზიკური და ემოციური დატვირთვისას ესაჭიროება გულის კუნთს. ის ანელებს გულის მუშაობას და აქვეითებს წნევას. ეს წამლები სტენოკარდიის შეტევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

კალციუმის ანტაგონისტები აფართოებს არტერიებს და ამით იცავს ორგანიზმს სტენოკარდიის განვითარებისგან. მათი ზემოქმედებით უმჯობესდება გულის კუნთის სისხლით მომარაგება; ამავე დროს, ის აქვეითებს არტერიულ წნევას.

ვალოკორდინი, კორვალოლი და სხვა მსგავსი წვეთები სტენოკარდიული შეტევისას ვერაფერს გიშველით. მას მხოლოდ ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები მოგიხსნით.


скачать dle 11.3