კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

გადავადება

ალექსანდრე მაკედონელი ინდოეთის დასაპყრობად რომ მიდიოდა, გზად დიოგენეს შეხვდა. ის დედიშობილა იწვა ქვიშაზე და მზეს ეფიცხებოდა. ბერძენი მოაზროვნე ულამაზესი იყო. როდესაც სული მშვენიერია, ადამიანი არამიწიერის სილამაზით იმოსება. ალექსანდრეს ვერ წარმოედგინა, რომ ადამიანი შეიძლება ასეთი მშვენიერი იყოს. დიოგენემ მოწიწებით მიმართა მოაზროვნეს:

– ო, დიდებულო მეუფეო...

ადრე მას ასე არასოდეს და არავისთვის მიუმართავს.

ალექსანდრემ უთხრა:

– ბატონო ჩემო, მოხიბლული ვარ თქვენით და მინდა, რამით გასიამოვნოთ! რით შემიძლია გემსახუროთ?

დიოგენემ უპასუხა:

– უბრალოდ, გვერდზე გაიწიე, მზეს მიჩრდილავ. ეს არის და ეს! მეტი შენგან არაფერი მინდა.

ალექსანდრე გვერდზე გადგა და ჩაფიქრებულმა თქვა:

– თუკი დედამიწაზე მეორედ მოსვლა მიწერია, ღმერთს შევთხოვ, რომ ალექსანდრეს ნაცვლად დიოგენედ მომავლინოს.

დიოგენეს გაეცინა.

– ახლა ვინ გიშლის მასავით ცხოვრებას? საით გაგიწევია? თვეობით ვხედავდი, ჯარისკაცები როგორ მიემართებოდნენ სადღაც. სად მიდიხარ? რისთვის მიდიხარ?

– ინდოეთში მივდივარ. მსოფლიო უნდა დავიპყრო!

– მერე რაღას იზამ? – ჰკითხა დიოგენემ.

– ამის მერე დავისვენებ.

დიოგენეს ისევ გაეცინა და უთხრა:

– გიჟი ხარ! უკვე ვისვენებ და ვნეტარებ. არ მინდა მსოფლიოს დაპყრობა, ამის გაკეთება სულაც არ არის აუცილებელი. დასვენება გსურს? გინდა მოეშვა? როდის? ბოლოს? ახლავე რატომ არ იზამ ამას? ვინ გითხრა, რომ სანამ დაისვენებდე, მსოფლიო უნდა დაიპყრო? მე შენთვის მითქვამს, თუ შენ ახლა არ შეჩერდები, ვეღარასოდეს დაისვენებ და ვერც ვერასოდეს დაიპყრობ მთელ მსოფლიოს... შუა გზაში დაიღუპები! ასეთი განზრახვით ვინც შეპყრობილა, ყველა შუა გზაზე დაღუპულა. ალექსანდრემ უპასუხა, რომ ამ სიტყვებს გაითვალისწინებდა და მადლობელი იყო რჩევისთვის, მაგრამ ახლა ვეღარ შეჩერდებოდა. და მართლაც ის შუა ლაშქრობაში დაიღუპა. შინ ვეღარ დაბრუნდა, გზაში დალია სული.

ხანი რომ გამოხდა, საუკუნეების შემდეგ, უცნაურ ისტორიას ყვებოდნენ იმაზე, რომ დიოგენე და ალექსანდრე მაკედონელი ერთ დღეს გარდაიცვალნენ. ისინი ერთმანეთს ღვთისკენ მიმავალ გზაზე შეხვდნენ. მდინარეზე გადასვლისას ალექსანდრე რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო და შემოესმა, რომ უკან ვიღაც მიჰყვებოდა. მიიხედა და დაინახა დიოგენე, სწორედ ის მშვენიერი ადამიანი, რომელიც შეხვდა გზის დასაწყისში. ალექსანდრე გაოცებული და დარცხვენილი იყო, მაგრამ ცდილობდა თავისი უხერხულობა დაეფარა. მან თქვა: – მაშ ასე, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, იმპერატორი და გლახაკი.

დიოგენემ კი უპასუხა:

– მართალია, მაგრამ არ გესმის და არ იცი, ვინ არის იმპერატორი და ვინ – გლახაკი. იმიტომ, რომ მე ვიცხოვრე ტოტალურად, სავსე ცხოვრებით და ვისიამოვნე; ახლა კი შემიძლია წარვდგე უფლის წინაშე. შენ კი ვერ შეძლებ ამას. ჩაიხედე საკუთარ თავში! რა მოგიტანა მთელ მსოფლიოზე გამარჯვებამ? ისიც კი არ შეგიძლია, რომ თვალი გამისწორო – შენმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა.


скачать dle 11.3