კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

პაისი მთაწმინდელი: სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი, რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიანის – ღვთის ქმნილებისა.

იოანე ოქროპირი: შექმნა აღდგომაზე მიუწვდომელია, იმიტომ, რომ სულაც არ არის ერთი და იგივე – ჩამქრალ სანთელს აანთებ თუ ცეცხლს გააჩენ იქ, სადაც ის ადრე არასოდეს ყოფილა; ერთი და იგივე არ არის, დანგრეულ სახლს აღადგენ, თუ ახალს ააშენებ, აქ, ბოლოს და ბოლოს, მზა მასალა მაინც არსებობს, იქ კი – ეს მართლაც არ არის.

ნიკოლოზ სერბი: არავინ მიდის ექიმთან იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისთვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. არავინ მიდის მოძღვართან იმისთვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისთვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს.

ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.

ალექსი ბერი: აღსარება სიმდაბლის გზაა, ეკალთა ნივთსა ცოდვილისას, დამწველია, ტვირთისა მძიმისა გადამყრელია, სინდისის ქენჯნათა განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის აღმასუბუქებელია, წყლულის მალამოა და სრულიად სამკურნალო მადლია.

მარკოზ განშორებული: თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.

იოანე სინელი: როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ, თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმანი ამაღლდებიან.

ისააკ ასური: ისინი, რომელთაც ურჯულოდ სცოდეს, ურჯულოდვე წარწყმდებიან; ხოლო რომელთაც რჯულით სცოდეს, რჯულითვე განისჯებიან, იმიტომ, რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის აღმსარებელნი გამართლდებიან.

ტიხონ ზადონელი: რაოდენ ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს, იმიტომ რომ, როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც.

***

გარეგნული, ხილული სიკეთე, შინაგანის გარეშე, მლიქვნელობა და ტყუილია.

***

სერაფიმ საროველი: საჭიროა, ყველა საშუალებით ვუცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისგან არ აღვშფოთდეთ, არამედ, გადავიტანოთ იგი აუღელვებლად, ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია, ჩვენს გულს სიმშვიდე მოუტანოს და აქციოს იგი სულიწმიდის სამყოფლად.

გაბრიელ ეპისკოპოსი: როგორც სახლის გონიერი მშენებელი ეძებს საძირკველს და სანამ კლდეს არ იპოვის, შენებას არ დაიწყებს, ასევე უნდა მოიქცეს ის კაციც, რომელსაც თავისი სულიერი სახლის შენება სურს და სიმდაბლის საძირკველზე უნდა, ააშენოს იგი.


скачать dle 11.3